"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი 23:10 დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურში ესპანეთი 23:10 დაამარცხა.

მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით და მრავალფაზიანი იერიშით დაიწყო, თითქოს ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა - 3:0.

ამის შემდეგ სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, ქართველი მორაგბეები მაგრად დაუხვდნენ და წარმოჩნდა, რომ რუმინეთი 22:10 შემთხვევით არ დაუმარცხებიათ. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრში საჯარიმო მოიპოვეს და ბურთი ძელს გაარტყეს.

25-ე წუთზე კი ესპანელები დაჯარიმდნენ, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 6:0. 31
-ე წუთზე კი მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა - 6:3.

36-ე წუთზე მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი მსაჯმა ტექნიკური ლელო დააფიქსირა - 16:3.

ამის შემდეგ სტუმრებმა ლელოს დადეს და გარდასახვაც გამოიყენეს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი გიორგი მელქიძემ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ასე და ამგვარად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რთული თამაში 23:10 მოიგო, 10 მარტს შემდეგ მატჩში კრასნოდარში რუსეთს ხვდება, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ტურნირის ფარისა და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად რუმინეთს დინამო არენაზე 18 მარტს დაუხვდება.



მკითხველის კომენტარები / 10 /
ხალხნო გამაგებინეთ ვინმემ როცა ჩვენ ვაწყობთ შტურმს რატომ უშვებთ ამდენ შეცდომებს, და რატომ ვაბარებთ მეტოქეს მარტივად ბურთს. ხოლო როცა ჩვენ თავს ვიცავთ თავს კრიტიკულ მომენტში, სულ რატომ ვჯარიმდებით, რითაც ვაძლევთ მეტოქეს იმის საშუალებას რომ გადააბას უამრავი ფაზა და მიგვაჯაჭვოს ჩვენს ჩათვლის ხაზს. დაგვწყევლა ვინმემ თუ რა ხდება. არ შეიძლება როცა კანადათან ამხელა უპირატესობა გვაქვს და უელსთან დიდებულ მატჩს ვატარებთ ესპანელების მსგავს არარაობებთან ასეთი რამ მოხდეს. წყევლაა აბა რა არის.
PS. ძალიან არ მინდა ამ სიტყვებს რომ ვამბობ მაგრამ ასეთ თამაშებში მწრთვნელის კომპეტენციის საკითხი ძალაუნებურად იწევს წინა პლანზე.
imereli
20:54 03-03-2018
2
ამაზე უკმაყოფილო წაგებითაც არ ვიქნებოდი ალბათ, ვერაფერში ვერ ვივარგეთ შერკინებაშიც კი, ამდენი ხუთმეტრიანი შერკინებიდან ვერცერთხელ ვერ გავათამაშეთ ბურთი ნოემალურად ამხელა უპირატესობის ფონზე, წავაგეთ რამდენიმე შემტევი აუტი ვერცერთხელ ვერ/არ დავაყენეთ მოლი, მეორე მესამე ხაზმა ვერც რაქი ასუფთავა სწრაფას ვერც ღკეტვაში ივარგა და წაღებაშიც ვერ იყიჩაღეს მაინცდამაინც, ხაზიც საკმაოდ უფერული იყო გუნდურად ვერცერთი უპირატესიბა ხაზზე ინდივიდუალური გარღვევებზე არცერთი ახლოს მიმყოლი მოკლედ ესოანეთის მეორე გუნდმა შერკინების მიწოლის გარდა ყველაფერში გვაჯობა ფაქტობრივად ძალიან სუსტი მომეჩვენა დღეს ჩვენი გუნდი , ფიზიკურ კონტაქტწვშიც ვერ ვიყავით ყიჩაღად მოკლედ სულ ნეგატიური მომენტები მახსენდება იმდენად ბევრი იყო იმედია დროებითი ჩავარდნა იყო და გამოვასწორებთ
ერთადერთი პოზიტივი ამ თამაშიდან არის ესპანეთის გაძლიერება და მეტი შესაძლებლობა ძლიერ გუნდთან შეხვედრის. სულ გვაქ სურვილი ძლუერ გუნდებთან შეხვედრის მეტად გვანახებსო შეცდომებს, რაც ამ თანაშში ხარვეზები გამოჩნდა კი გვეყოფა გასარჩევად კარგახანს
1

სიახლეები პოპულარული