17:38 10-03-2018
"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.
24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.
ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.
ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.
48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.
65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.
77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.
"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ბიჭებს რა თქმა უნდა ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას,ამისათვის 20 წუთი გვეყო,დანარჩენი 60 წუთი კი ვარჯიში ყოფილა.გამოჩნდა,რომ ჯერ ძალიან ნედლია ახალი სტილი და გუნდი ძალიან არეული თამაშობს,მაგრამ ეს არც საკვირველია,სამაგიეროდ ბოლო 20 წუთმა გვაჩვენა,რომ რუსებთან ძველებურად თამაში ინტერესსაც კი ჰკარგავს.ისე ინგლისის თამაშს თუ უყურეთ შოტლანდიასთან,მათაც ზუსტად იგივე დღე დაადგათ, შერკინებაში,პირწმინდად დაიჩაგრნენ.ახალი სისტემის ათვისებას და შესისხხორცებას,დრო და საკმაო რაოდენობის თამაშები სჭირდება.ჰეიგის ინტერვიუ ახლაღა წავიკითხე და გირჩევთ თქვენც ნახოთ.მასში ბევრი რამაა ახსნილი და ორივე ხელის აწევით ვეთანხმები ჰეიგს.