ხვალ "ბორჯღალოსნები" ღია ვარჯიშს ჩაატარებენ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის 2018 წლის ფინალურ მატჩამდე (რუმინეთი - საქართველო) ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც ხვალ, 15 მარტს, 16:00 სთ-ზე "შევარდენის" ბაზაზეა დაგეგმილი.

ღია ვარჯიშზე დასწრება ყველა გულშემატკივრისთვის თავისუფალია.

მედია წარმომადგენლების საყურადღებოდ: ღია ვარჯიშის გადაღება ნებადართულია მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში, ინტერვიუების ჩაწერა დაგეგმილია ვარჯიშის დამთავრებისთანავე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" 18 მარტს 16 საათზე, "დინამო არენაზე" რუმინეთს შეხვდებიან.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია "დინამო არენას" სალაროებში 11-იდან 19 საათამდე და ონლაინ ნებისმიერ დროს მისამართზე TKT.ge/Rugby.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა ხმალაძეზე იქნებ დაწეროთ რამე,რუსებთან ბოლო წუთებზე ფეხი იტკინა და რამე სერიოზულია თუ არა.გმადლობთ.
რაგბის ფანი
14 მარტი 2018 21:23
1
რაკი შემადგენლობაშია,ესე იგი სერიოზული ტრავმა არ აქვს.
სოსო
14 მარტი 2018 21:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული