მილტონ ჰეიგი და გიორგი ნემსაძე: ტიტული დასაბრუნებელია, ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგი: "ამ შეხვედრამდე, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მზადება გავიარეთ და შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვართ შეთამაშებულნი. რუმინეთთან რკენისთვის მოვემზადეთ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც.

ახლა, გარკველი მომენტებია დასახვეწი და ყველაფერი მინდორზე უნდა გადავიტანოთ. 2 წლის წინ, როდესაც რუმინელებს სანახაობრივ თამაშში ვძლიეთ, სხვა სიტუაცია იყო. ახლა, სხვა მიზნები და ამოცანებია. ამ თამაშისთვის სპეციალური გეგმით ვემზადებოდით და მთავარი ისაა, რომ ტიტულია დასაბრუნებელი".

გიორგი ნემსაძე: "განწყობა
ძალიან კარგია. საუკეთესო მზადება გავიარეთ და გადამწყვეტი დაპირისპირებისთვის მზად ვართ. ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება და გვჯერა, რომ სტადიონი გაივსება, რაც თამაშს კიდევ უფრო გაალამაზებს. მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია და ყველას ვთხოვ, მობრძანდით სტადიონზე და ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი".
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია, ისეთი მსაჯობა არ იქნება დღეს, როგორიც გასულ წელს იყო რუმინეთთან!
ნათია
14:36 17-03-2018
0
იმედია, ისეთი მსაჯობა არ იქნება დღეს, როგორიც გასულ წელს იყო რუმინეთთან!
ნათია
14:35 17-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული