მილტონ ჰეიგი და გიორგი ნემსაძე: ამ ფორმით გამოვხატეთ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ რუმინეთის ძლევის (23:16) და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ პრესკონფერენცია გამართა.

გიორგი ნემსაძე: ტატუნაშვილის გვარის მაისურზე გამოსახვა, ეს იყო გუნდური გადაწყვეტილება, ჩვენი იდეა იყო და გვინდოდა ოჯახისთვის გამოგვეხატა თანადგომა.

რაც შემიძლია მატჩზე ვთქვა: მნიშვნელოვანი, რთული თამაში იყო და გავიმარჯვეთ..

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს რომელიც გვერდში დაგვიდგა და ჩვენთან ერთად ჰიმნი იმღერა. ეს ხალხი ბოლომდე ჩვენთან იყო და თასის აწევა ჩვენთან ერთად იზეიმა.

მილტონ ჰეიგი: რაგბი
ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული თამაშები დადებითად უნდა შეფასდეს, შედეგიც სახეზეა და ჩვენ ჩემპიონები ვართ.

საქმე იმაშია, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვთამაშობთ ნებისმიერ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისია, რათა ტურნირისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მილტონ ჰეიგი: "ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული თამაშები დადებითად უნდა შეფასდეს". ბატონო მილტონ, რაც შეეხება შედეგს როგორც ასეთს, ანუ ყველა თამაშის მოგებას და ჩემპიონობას, რასაკვირველია უნდა შეფასდეს დადებითად და აქ ორი აზრიც არ არის. მაგრამ საინტერესოა რას გვეტყვით თამაშის ხარისხზე??? თუ თქვენ გინდათ დაგვარწმუნოთ რომ მსოფლიო თასამდე ჩატარებული დაბალი ხარისხის თამაშების მერე, უცებ გამოვარდებით პირდაპირ მსოფლიო თასზე და რადიკალურად განსხვავებული დონის და ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ??? რა ვიცი აბა, ეს ყველაფერი ცოტა თვალებში ნაცრის შეყრას ხომ არ გავს და სირაქლემას პოზაში ყოფნას. არ უნდა ვცდილობდეთ დავმალოთ ჩვენი ხარვეზები, პირიქით გამოვიტანოთ სააშკარაოზე და ვეძიოთ მათი გამოსწორების გზები. სხვაგვარად პროგრესი ვერ გვექნება და ბოლო თამაშებიდან გამომდინარე არც გვაქვს...
levani
19 მარტი 2018 10:47
5
ოთხის ნახევარზე და ოთხს რომ ცამეტი წუთი აკლია ნუ მივალთ სტადიონზე. ზოგადად, რაგბიში არსებობს სტადიონზე ერთი საათით ადრე მისვლის კულტურა და ჩვენც რამენაირად უნდა მივეჩვიოთ, მითუმეტეს ის ხალხი მაინც მივიდეთ დროულად, ვინც სისტემატიურად დავდივართ. კვირა დღეა, ამინდი იდეალურია, მოდი რა ცოტა ადრე, რას გიწყვეტს ის რამდენიმე წუთი. გაერთობი,ლუდს მიირთმევ და პრობლემებსაც აირიდებ. სამი საათისთვის მივედი მე, უპრობლემოდ შევედი, ვარჯიშსაც ვადევნე თვალი და კმაყოფილიც წამოვედი!
fraternity
19 მარტი 2018 10:43
1
მეც მაგ დროს მივედი სტადიონზე, მშვიდად ვიპოვე ჩემი ადგილი და ვადევნებდი თვალს ვარჯიშს.
ლევანი
19 მარტი 2018 12:54
1
თეო ბოლო წუთს არავინ არ მიდის სტადიონზე, ვიყავი 4ის ნახევარზე სტადიონთან, მაგრამ პრობლემა იყო შესვლა, რადგან ძირითადად შტრიხკოდის წამკითხველი აპარატის პრობლემა იყო, ზოგს შესასვლელი ერევა და რიგში დგას უაზროდ და ბევრი პრობლემებია...
anti
19 მარტი 2018 01:49
1
მართლა რა უბედურებაა, ძალიან ნელა უშვებდნენ ხალხს სტადიონზე და სრულიად გაურკვეველი მიზეზის გამო ხანდახან სულ აჩერებდნენ შეშვებას, სრულიად გაურკვეველი მარაზმიაა.
უშველეთ ამ სიტუაციას რამე ვისაც გეხებათ, რატომ არის სულ ეს პრობლემ
Zura
18 მარტი 2018 23:44
0
გამიკვირდა, რატომ იყო მარტო ქართულად გვარი მაისურზე, მაგრამ ეხლა გასაგებია. კარგად მოიფიქრეს.სამაგალითო საქციელია!
ანდროიდი
18 მარტი 2018 22:38
1
დროულად უნდა მიბრძანდეთ სტადიონზე და დამინერეთ, მსგავსი პრობლემა არ შეგექმნებათ. 35 წუთოთ ადრე მისვლაც საკმარისია, რომ თითქმის ურიგოდ შებრძანდეთ სტადიონზე.
თეო
18 მარტი 2018 22:17
4
როდემდე უნდა იყოს სტანდიონზე შესვლის საკითხი მოუგვარებელი, ხალხი მეორე ტაიმზე შედის სტადიონზე, ფულს ვიხდით თამაშის სანახავად და სტადიოზნე ვერ შევდივართ, ყოველ თამაშზე ერთი და იგივე პრობლემა შეიძლება იყოს? სახლიდან ვუყუროთ თამაშებს? მოვედი სახლში და პირველ ტაიმს ინტერნეტში უნდა ვუყურო. მოაგვაროს დინამოს ადმინისტრაციამ ეს საკითხი დროულად.
anti
18 მარტი 2018 20:20
3

სიახლეები პოპულარული