მილტონ ჰეიგი და გიორგი ნემსაძე: ამ ფორმით გამოვხატეთ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ რუმინეთის ძლევის (23:16) და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ პრესკონფერენცია გამართა.

გიორგი ნემსაძე: ტატუნაშვილის გვარის მაისურზე გამოსახვა, ეს იყო გუნდური გადაწყვეტილება, ჩვენი იდეა იყო და გვინდოდა ოჯახისთვის გამოგვეხატა თანადგომა.

რაც შემიძლია მატჩზე ვთქვა: მნიშვნელოვანი, რთული თამაში იყო და გავიმარჯვეთ..

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს რომელიც გვერდში დაგვიდგა და ჩვენთან ერთად ჰიმნი იმღერა. ეს ხალხი ბოლომდე ჩვენთან იყო და თასის აწევა ჩვენთან ერთად იზეიმა.

მილტონ ჰეიგი: რაგბი
ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული თამაშები დადებითად უნდა შეფასდეს, შედეგიც სახეზეა და ჩვენ ჩემპიონები ვართ.

საქმე იმაშია, რასაც ვაკეთებთ და რასაც ვთამაშობთ ნებისმიერ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისია, რათა ტურნირისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
როდემდე უნდა იყოს სტანდიონზე შესვლის საკითხი მოუგვარებელი, ხალხი მეორე ტაიმზე შედის სტადიონზე, ფულს ვიხდით თამაშის სანახავად და სტადიოზნე ვერ შევდივართ, ყოველ თამაშზე ერთი და იგივე პრობლემა შეიძლება იყოს? სახლიდან ვუყუროთ თამაშებს? მოვედი სახლში და პირველ ტაიმს ინტერნეტში უნდა ვუყურო. მოაგვაროს დინამოს ადმინისტრაციამ ეს საკითხი დროულად.
anti
20:20 18-03-2018
3
ოთხის ნახევარზე და ოთხს რომ ცამეტი წუთი აკლია ნუ მივალთ სტადიონზე. ზოგადად, რაგბიში არსებობს სტადიონზე ერთი საათით ადრე მისვლის კულტურა და ჩვენც რამენაირად უნდა მივეჩვიოთ, მითუმეტეს ის ხალხი მაინც მივიდეთ დროულად, ვინც სისტემატიურად დავდივართ. კვირა დღეა, ამინდი იდეალურია, მოდი რა ცოტა ადრე, რას გიწყვეტს ის რამდენიმე წუთი. გაერთობი,ლუდს მიირთმევ და პრობლემებსაც აირიდებ. სამი საათისთვის მივედი მე, უპრობლემოდ შევედი, ვარჯიშსაც ვადევნე თვალი და კმაყოფილიც წამოვედი!
fraternity
10:43 19-03-2018
1

სიახლეები პოპულარული