რუმინელთა თავკაცი: ვთქვი სიტყვა და მივდივარ, მადლობა საქართველოს მასპინძლობისთვის

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ რუმინეთის ძლევის (25:16) და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, რუმინეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჰაუელსმა  პრესკონფერენცია გამართა.

- თქვენ გახვედით მსოფლიო ჩემპიონატზე, მანამდე განაცხადეთ, რომ გადადექით, რჩებით ნაკრებში თუ მაინც მიდიხართ?

- მე გადაწყვეტილებებს არ გადავთქვამ, ვთქვი სიტყვა და მივდივარ. მიხარია, რომ რუმინეთის ნაკრებს ვტოვებ მატჩში, რომლის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ.

- როგორ შეაფასებდით მატჩს?
- კი, საქართველომ მოიგო . რაღაც მომენტებში იყო თანაბარი თამაში, მინდა მივულოცო საქართველოს ეს გამარჯვება. ანგარიში არ გამკვირვებია, ხშირად არის ჩვენს შეხვედრებში
მსგავსი სხვაობა. იყო მომენტები, როდესაც შეიძლებოდა უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ვერ ვიღებდით სწორ გადაწყვეტილებას.

საერთო ჯამში, კარგი შეხვედრა გამოვიდა და ამაყი ვტოვებთ საქართველოს.

- მეორე წელია აგებთ მესამე დონის რაგბის ნაკრებთან, წელს წააგეთ ესპანეთთან. რა არის ამ არასტაბილურობის მიზეზი?
- მიზეზი იყო ის, რომ იმ მომენტში სუსტ მეტოქეებთან მორაგბეებს ეგონათ შეხვედრამდე მოგებული თამაში და მოედანზე სხვანაირად მოხდა. წელსაც და მაშინაც წავაგეთ გერმანიასთან და ესპანეთთან, თუმცა ჩვენ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე.

ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მივდივარ, ამ გუნდებთან მარცხია.

- რას გვეტყვით ბელგია-ესპანეთის მატჩზე, ელოდით ამ სურპრიზს?
- ნამდვილად არ ველოდი ამ შედეგს, ჯერ არ გადამიხვევია ამ თამაშზე და არ მიყურებია.

რაც მე რუმინეთის მწვრთნელი ვარ, საქართველოში ორჯერ ვიყავი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და ატმოსფეროსთვის, რაც აქ დამხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული