17:59 18-03-2018
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი 25:16 დაამარცხეს და მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე [VIDEO]
AutoSharing Option
ჯარიმიდან მე-7 წუთზე ზუსტი დარტყმა სოსო მათიაშვილმა შეასრულა. მე-11 წუთზე რუმინელებმა საპასუხო ჯარიმა გაგვიტანეს.
22-ე წუთზე ლელოს ავტორი ლაშა ლომიძე გახდა. გარდასხვა კი ზუსტად სოსო მათიაშვილმა შეასრულა.
ბოლო წუთზე კი რუმინელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და პირველი ნახევარი 10:6 დასრულდა.
მეორე ტაიმში ანზორ სიჭინავამ ლელო დადო, მათიაშვილმა გარდასახვა შეასრულა - 17:6. შემდეგ მანვე ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 20:6. კარლენ ასეიშვილმა ლელო დადო, გარდასახვა მათიაშვილმა ვერ გამოიყენა - 25:9.
ბოლოს სტუმრებმა ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენეს და იმის შეტყობით, რომ ბელგიამ ესპანეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ, ამ მატჩში დამარცხებულებმა გახარებულებმა დატოვეს მოედანი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი ჩემპიონი გახდა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი დაიბრუნა. "ბორჯღალოსნებმა" მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
რაც შეეხება თამაშს. ერთადერთი პოზიტივი გულშემატკივრობა იყო.. არ ვიცი თუ ეს თამაშები ვარჯიშის ხასიათს ატარებდა, მაშინ კვირიკაშვილს რით ვერ ელევით გასინჯეთ ამ პოზიციაზე ახალგაზრდები(ბიჭები ფრინავენ!!!), მაგრამ მარტო კვირიკაშვილი არაა ჩვენი სუსტი წერტილი, ტექნიკური წუნი გვაქვს ძალიან დიდი... თუ ვარჯიშია, რატომ ვართ ასე დაძაბულები, რატომ ვცდილობთ სამი ქულის აღებას ნაცვლად სალელოვე შეტევისა, რატომ ვცდილობთ შერკინებით შესვლას ხუთმეტრიან ზონიდან ჩათვლის მოედანში(ისედაც ვიცით ეომ შერკინებაში მაგრები ვართ!!!), სამი თამაში ჩავატარეთ სახლში და ორი სტუმრად... ვერსად ვერ დავინახე ვარჯიშისთვის დამახასიათებელი თავხედობა და ინდივიდუალიზმი, მეც ვიყავი სპორტსმენი და ვიცი ვარჯიშისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიასა და თამაშისთვის საჭირო განწყობას შორის რა სხვაობაცაა, და ეს ყველაფერი სპორტსმენის შემოქმედებას ეტყობა. ტიერ 1 -ის გუნდებთან ტოლსწორად სათამაშოდ ეს ძალიან ცოტააა... ეს ან ჰეიგის ბრალია ან სპორტსმენების უდისციპლინობის როცა შინაარს სცდება სათამაშო რიტმი. ამდენი ბურთის დაკარგვა, რაქიდან შეტევის არასწორად განვითარება, ხელით თამაშის დაბალი ტექნიკა, შეუთამაშებლობა, და კვირიკაშვილი... ამ კაცმა ან არ იცის რომ რაგბი სტრატეგიული თამაშია და შენს მიერ აუტში ვერ გადატანილი ბურთის გამო დაკარგული პოზიციის დაბრუნება გუნდს უჯდება დიდი შრომის და დროის დაკარგვის ფასად. და მოპოვებულს ისევ იგივე შეცდომით უკარგავ და წყალში უყრი, შე დალოცვილო 5 მეტრი გიწყვიტავს თუკი ხაზის გამჭრელი ხარ და ხელით შეტევის განვითარების უნარი და სიჩქარეები გაქვს შესაბამისი?! (. არ მინდოდა კრიტიკული ვყოფილიყავი ბიჭებმა იშრომეს და მაინც გაიმარჯვეს, მადლობა ამისთვის! თუმცა ეს რეალობაა!!!((
ისე, ბოლო ლელო რომ არ გაგვეშვა, 15 ქულაზე მეტით მოვიგებდით და შესაბამისად, რეიტინგში 0.16–ის ნაცვლად 0.24 ქულას შევიმატებდით. დიდი არაფერი, მარა მაინც...