გამოცემა rugger.info-ს ინფორმაციით, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს შესაძლოა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება და რაგბი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ტიტული ჩამოართვან.
გამოცემის წყაროს ცნობით, ამის მიზეზი რუმინეთის ნაკრების წევრი სიონე ფაკაოსილეა.
ტონგელმა მორაგბემ რუმინეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2017 წელს ჩაატარა. მანამდე ის რუმინეთში სამი წელი ცხოვრობდა.
მთავარი კითხვა აქ ისმის - ჰქონდა თუ არა მას რუმინეთის ნაკრებში გამოსვლის უფლება?
სიონე ფაკაოსილეა 2013/14 წლებში, მსოფლიოს სერიის დროს, რომელიც 12-13 ოქტომბერს ჩატარდა, ტონგის 7-კაცა ნაკრებში ირიცხებოდა.
მსოფლიოს
მსგავსი პრეცედენტი უკვე ყოფილა, მაშინ რუსეთის ნაკრებში იმავე გზით ანტონ რუდო მოხვდა და მაშინ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს 2003 წლის თასის კვალიფიკაციიდან მოხსნეს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუმინეთის რაგბის კავშირმა ან ნატურალიზებული მორაგბეების წესი არ გაითვალისწინა და უბრალოდ არ იცოდა, რომ ფაკაოსილეა 7-კაცაში თამაშობდა.
თუმცა, rugger.info-ს ცნობით, ერთი ნიუანსი არსებობს, რუმინეთის სუპერლიგის საიტზე ტონგელის დაბადების თარიღი itsrugby.co.uk-სა და worldrugby.org-ის საიტების თარიღს არ ემთხვევა და სხვაობა ერთი თვეა. შესაძლოა, ეს სხვადასხვა მორაგბე იყოს, ერთი და იმავე სახელითა და გვარით.
მაგრამ თუ გამოვლინდა, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, მაშინ რუმინელებს რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე საქართველოსთან, რუსეთთან და ბელგიასთან წაგება ჩაეთვლებათ და ასევე 2018 წლის ტურნირის ყველა თამაშზე.
ასეთ შემთხვევაში საქართველო რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ტიტულს მიიღებს, რომელიც აქამდე რუმინეთს ეკუთვნოდა, ხოლო რუსეთი პირდაპირ მსოფლიოს 2019 წლის თასზე გავა.
თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც - რუმინეთს მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიდან მოხსნიან. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციაში მონაწილეობას ესპანეთი მიიღებს.
გამოცემის თქმით, ყოველ შემთხვევაში, ეს შემთხვევა რუმინული რაგბის იმიჯზე დიდი დარტყმა იქნება.
თანაც, ბელგია-ესპანეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტიც რუმინელების სასიკეთოდ არ მოქმედებს.
გარდა ამისა, ამავე გამოცემის ინფორმაციით, ნატურალიზების წესების დარღვევას რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სხვა ქვეყნებშიც ჰქონია ადგილი.
კერძოდ კი, საუბარია ბელგიის ნაკრებზე, სადაც 10 არაბელგიური წარმოშობის მორაგბე თამაშობს.
პირველი, ვისზეც ეჭვი გაჩნდა, ვიკტორ პაკეა, რომელიც ადრე საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.
L'Union-თან ინტერვიუში პაკემ თქვა:
"ბელგიის ნაკრების თავკაცმა გაიომ აიაკმა დამირეკა და მკითხა, ბელგიური წარმოშობა ხომ არ მქონდა. მე ვუპასუხე, რომ დიდი ბებია წარმოშობით ბელგიიდანაა".
World Rugby 8.1(b)-ს წესით თანახმად, მოთამაშეს შეუძლია ნაკრების ღირსება იმ შემთხვევაში დაიცვას, თუ მისი ბებია ან ბაბუა ამ ქვეყანაში დაიბადა და თუ მას სხვა ნაკრების მაისურით არ უთამაშია. მაგრამ წესით მიხედვით, ნატურალიზება არ ხდება დიდი ბებიისა და ბაბუის ყოლის შემთხვევაში.
პაკეს გარდა კი ერთბაშად 9 მორაგბის ვინაობა დასახელდა, რომლების გამოსვლის უფლება ბელგიის ნაკრებში საეჭვოა. ესენი არიან: გიიომ მორტიე, ვენსან ჰარტი, ტომას უოლრაფი, ბასტიენ გაიარი, ტომ ჰერენგერიმ, ვენსან ტოზია, ტომას ვერვურტი, ჯეიმს პირსი და ოლივერ კლაკსტონი. ყველა ეს მორაგბე შესაძლოა, არასწორი წესით ყოფილიყო ნატურალიზებული და ყალბი პასპორტები ჰქონდეთ.
არც ერთი მათგანი ბელგიაში არ დაბადებულა და ადგილობრივ ჩემპიონატში არ უთამაშია. არც მათ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს არ უცხოვრიათ ბელგიაში, - წერს rugger.info.
რაც შეეხება ამ სტატიას,ყურადღება იმას მივაქციე,რომ სკანდალი რაგბი ევროპის ხელმძღვანელის ჩალიჩზე კი არ არის ატეხილი,არამედ რაღაც წესების დარღვევაზე,რომლის კონტროლიც ალბათ რაგბი ევროპის ფედერაციას თავიდანვე უნდა ჩაეტარებინა და არა მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ ატეხილიყო ხმაური.სკანდალი უფრო ბელგია რუმინეთის მსაჯობაზე უნდა ატეხილიყო და დამატებით არგუმენტად,შარშანდელი რუმინეთი საქართველოს მსაჯობაც დამატებოდა