დღეს რაგბი დამარცხდა - ესპანელმა მორაგბეებმა მსაჯზე გაიწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ინციდენტი დაფიქსირდა.

ბელგია საკუთარ მოედანზე ესპანეთს 18:10 ამარცხებდა, შეტევაში კი სტუმრები იმყოფებოდნენ. დრო უკვე გადაცილებული იყო და მსაჯმაც საფინალო სასტვენი მისცა.

ხოლო შემდეგ მოხდა, რაც რაგბისთვის მიუღებელია. ესპანელმა მორაგბეებმა მსაჯზე გაიწიეს და რომ არა სტიუარდები და პერსონალი, ვლად იორდაჩესკი მოედანს დაზიანების გარეშე ვერ დატოვებდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის მთავარი არბიტრი რუმინელი გახლდათ. არადა, სწორედ ეს მატჩი წყვეტდა, ესპანეთი გავიდოდა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე თუ რუმინეთი, რომელიც "ბორჯღალოსნებს" ხვდებოდა ბოლო ტურში.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ 70-ე წუთისთვის ბელგია უკვე 15:0-ს იგებდა.

ესპანელი მორაგბეები მსაჯობით უმაყოფილონი იყვნენ. გუნდის კაპიტანმა ხეიმე ნავამ მატჩის შემდეგ თქვა:

"მე გუნდის კაპიტანი ვარ და მინდა, რომ მსაჯს პატიება ვთხოვო. რაც ჩვენმა გუნდმა გააკეთა, ის სპორტულ ღირებულებებს აზიანებს.

მაგრამ ასევე გვსურს, გავიგოთ, რატომ წაგვართვეს ჩვენი ოცნება? არ მინდა ვიფიქრო, რომ მსაჯი მიკერძოებული იყო.

როდესაც გავიგეთ, რომ შეხვედრას რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურებოდა, შოკში ჩავვარდით. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რაგბი დამარცხდა", - აღნიშნა ხეიმე ნავამ.

ხოლო ესპანეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაო სანტოსმა შემდეგი განაცხადა:

"თამაშის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მსაჯი ყოველთვის აჩერებდა თამაშს. სხვაობა ჩვენი და მეტოქის საჯარიმოებს შორის უზარმაზარი იყო.

როცა ვცდილობდით, თამაშში დავბრუნებულიყავით, მსაჯი კვლავ მას აჩერებდა. მე ვუთხარი მორაგბეებს, რომ დღეს ესპანეთი კი არა, არამედ რაგბი დამარცხდა".
მკითხველის კომენტარები / 27 /
რუმინელი მსაჯის დანიშვნა როგორ იქნებოდა? ვინც ეს გააკეთა, ისაა დასაკიდებელი
Vaso
13:25 22-03-2018
0
ეს მსაჯი როგორც უნდა დასაჯონ(თუმცა, არა მგონია დიდი სასჯელი მისცენ),მას ამის გაკეთება უღირდა.დღეს ის რუმინეთის გმირია,სასჯელი კი,...სასჯელი გაივლის.
სოსო
21:24 21-03-2018
1

სიახლეები პოპულარული