არის! საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წვიმიან ამინდში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.

ქართველ მორაგბეებს თასი რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.

ყველას გილოცავთ ფრანგებთან მეოთხე ცდიდან მოპოვებულ ამ უდიდეს გამარჯვებას - ეგაც თქვენი საფრანგეთი.

აი,
ჩვენი გმირები:


სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა:
16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი:
დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
მკითხველის კომენტარები / 40 /
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო...
sake
10:11 03-04-2018
2
მეტს მოველოდი. სამწუხაროა... მაგრამ ხმას არ ამოვიღებ. რაგბისტების კრიტიკა ხომ არ შეიძლება...
პატრიოტი ქომაგი
14:09 02-04-2018
14

სიახლეები პოპულარული