არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ამხანაგურ მატჩში "ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა 16:15.

"დინამო არენაზე" მატჩზე მართლაც საზეიმო განწყობა იყო, ეროვნული ჰიმნების შესრულებას ფოიერვეკები მოჰყვა და თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. თუმცა, ვერ იხეირეს და სოსო მათიაშვილმა 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. სამწუხაროდ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჩვენმა დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს 11:10. შემდეგ სანდრო
თოდუამ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.

ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.


გილოცავთ!

altმილტონ ჰეიგი: დაცვის მხრივ რაღაც სქემებმა არ იმუშავა

მკითხველის კომენტარები / 19 /
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საინციატივო ჯგუფი და დაიწყოს ხელმოწერებისცშეგროვება რომ გორგოძე და ზირაქაშვილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავაბრუნოთ ნაკრებში რამხელა ძალაა ორივე ჩვენი ნაკრებისთვის ამას ალბათ ახსნა არ სჭირდება ვფიქრობ მილიონი ქართველის თხოვნას ანგარიშს გაუწევენ ორივე თან კარიერა აქტიური მოთამაშეებისა არ დაუმთავრებიათ დღეს გვჭირდება ორივე რამოდენიმე წუთიც რომ გამოიყენონ მათი ყოფნა ფადაუდებელია დანარჩენი მორაგბეებისთვის
კახა
01 ივნისი 2018 02:13
6
ამ თამაშმა მე მაჩვენა რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის, რომელსაც ხელით თამაში უფრო გამოსდის. ვინც ამ თამაშში პოზიტივი ვერ დაინახა მგონი რაგბი არ ესმის საერთოდ. იყო შეცდომები, მაგრამ ეს თამაშია, რომელიც მართლა კარგად გამოგვდის. სანამ ლელოს გავუშვებდით პირველ ტაიმში 100%-იანი ლელო ჩვენ დავდეთ, რომელიც ვერ დაინახა მსაჯმა და შემდგომ ჩვენს რაქში რომ გადმოყარეს ბიჭები და ბურთი ხელში იგდეს ფრანგებმა ყელში ბოჭვა იყო მათგან ფეხზე მდგომი კაცის (გადაახვიეთ - 35-ე წუთზე ხდებოდა ეს ყველაფერი), ბოლოს მსაჯმა სულ აურია - დამთავრებულ თამაშზე დააბრუნა დამახსოვრებული ჯარიმა???-ტონუსიდან გარკვეულწილად ვარდება გუნდი ასეთ დროს.
პ.ს. ეს კომენტატორი კი საშინელებაა, შერკინებაში უპირატესობის მეტი მისთვის სხვა არაფერია რაგბი და გუშინ მთელი თამაში ერთადერთი ნათელი წერტილი მათიაშვილი იძახა და დამაწყვიტა ნერვები.
???
01 ივნისი 2018 10:23
2
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას
rugby
31 მაისი 2018 22:02
2
ეს საქართველოს სუპერ შემადგენლობა არ იყო და მაინც საღოლ მე2 გუნდს
შიო
01 ივნისი 2018 08:47
2
ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა ჩვენ ნაკრებზე . ესეთი თამაშით მსოფლიოზე შორს ვერ წავალთ
dato
31 მაისი 2018 22:31
29
ეტყობა მაგრა ერკვევი რაგბში ზოგადა და ჩვენ ნაკრებში კერძოდ. ეს მეროე შემადგენლობაც არაა ჩვენი ნაკრების, ძალიან ექსპერიმენტული იყო
Lou
01 ივნისი 2018 09:25
3
ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. ვისაც თამაში არ მოეწონა იმათ მინდა ვუთხრა სამი სიტყვით. ნუ ხართ ბოღმიანები.
roma
01 ივნისი 2018 11:20
5
ბოღმიანობა რა შუაშია თამაშის არმოწონებასთან?? ჯანსაღი კრიტიკა არ არის ბოღმიანობა...
ლევანი
01 ივნისი 2018 14:10
1
ყოჩაღ !!! DDDDDDD
ეს დაახლოებით იგივეა, დაბალი დონის რესტორნის შეფ-პოვარმა რომ თქვას, თუ ჩემი საჭმელი არ მოგეწონათ და კუჭები გაქვთ აშლილი, ნუ იბოღმებითო DDDDDDDD
korben dallas
01 ივნისი 2018 14:31
2
შეიძლება კომენტატორს თხოვოთ გაუფრთხილდეს საკუთარს და ჩვენს ნერვებს...საქართველოში კომენტატორობა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ თამაში გესმის...
zura
01 ივნისი 2018 11:05
1
დინამოს სტადიონმა ხმის აპარატურა ვერ ჩართო წესიერად. არცერთი ჰიმნი არ ისმოდა. თამაშის კომენტატორიც სტადიონზე უცხოპლანეტელივით ისმოდა, და ბოლოს იმედის არხი ჩართეს ტაბლოზე. ყანაა?
გურამი
01 ივნისი 2018 13:08
0
ვისაც რაგბი ესმის იმას ვეუბნები რო ძაან მაგარი თამაში იყო (ამ შემადგენლობით), ხოდა ფუტბალისტებმა დაანებეთ თავი ენის ტყაჭუნს
Burdzgla
01 ივნისი 2018 14:14
2
არ იყო კარგი თამაში, დაცვაში პრობლემებია. გარდასახვებიც ვერ გამოვიყენეთ. ფრანგებმაც ვერ გამოიყენეს შანსი,თორემ წავაგებდით!
მერაბი
01 ივნისი 2018 10:15
9
ეს საფრანგეთის მეორე ნაკრები იყო ხო?
ბაჩო გ
31 მაისი 2018 23:23
7
ეს საფრანგეთის მეორე ნაკრები კი არა,საფრანგეთის მეორე ლიგის ნაკრები იყო.მათ როგორც ბარბაროსებს შეჰფერით,გახსნილი,ავანტიურული რაგბი ითამაშეს და ჩვენებიც აიყოლიეს.არა მგონია ეს ჰეიგს მოსწონებოდა/შედეგად მივიღეთ ღია,თვალსასეირო,შეცდომენით სავსე,მაგრამ მორაგბეებისათვის სახალისო მატჩი.აი ჰეიგს კი ვფიქრობ ამ მატჩმა საფიქრალი გაუმრავლა,შერკინება ვერ იყო დონეზე,სოსო მათიაშვილმა ორიდან ორი გარდასახვა გააფუჭა,ასეთი რამ,მგონი თვითონაც არ ახსოვს სოსოს,ვასკას აშკარად დაკარგული ფორმა კი უკვე საგანგაშოა,მისი კლუბი თვითონაც რეგრესირებს და ვასკაც თან გაიყოლია.სხვა რა,ვულოცავ ბიჭებს ამ იღბლით მორთმეულ გამარჯვებას და წარმტებულ თამაშს თამაშს ვუსურვებ ოკეანეთის ტურნეში,იქ ყველაფერი გაცილებით სერიოზულად იქნება და ჩვენებიც შესაბამისად მოიქცევიან.ეს თამაში კი გასახურებლად და შეთამაშებისათვის მშვენიერი საშუალება იყო და ასეთი ავანტიურისტული თამაშიც ხომ ოკეანეთის ქვეყნების სათამაშო სტილია.
სოსო
01 ივნისი 2018 12:27
1
შაკო,ეს ინფორმაცია 28 მაისის სტატიიდან მივაწოდე ბაჩოს,შეგიძლია შენც გადაამოწმო.ახლა, სპეციალურად მოვძებნე ხელმეორედ.
სოსო
02 ივნისი 2018 18:16
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული