არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ამხანაგურ მატჩში "ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა 16:15.

"დინამო არენაზე" მატჩზე მართლაც საზეიმო განწყობა იყო, ეროვნული ჰიმნების შესრულებას ფოიერვეკები მოჰყვა და თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. თუმცა, ვერ იხეირეს და სოსო მათიაშვილმა 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. სამწუხაროდ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჩვენმა დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს 11:10. შემდეგ სანდრო
თოდუამ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.

ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.


გილოცავთ!

altმილტონ ჰეიგი: დაცვის მხრივ რაღაც სქემებმა არ იმუშავა

მკითხველის კომენტარები / 19 /
რეიტინგში შეიცვლება რამე ?
rugby
17:24 01-06-2018
1
სამწუხაროდ, ეს იმ შემთხვევათაგანი იყო როდესაც გამარჯვებით ბოლომდე ვერ ვისიამოვნე. თუმცა აბსოლუტურად გასაგებია რომ ამას ბევრი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ეს თამაში უფრო ექსპერიმენტულ დატვირთვას ატარებდა (შემადგენლობიდან გამომდინარეც), ვიდრე მაღალ ხარისხზე ორიენტირებული, აუცილებლად მოსაგები თამაშისას...
ლევანი
14:19 01-06-2018
4

სიახლეები პოპულარული