არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ამხანაგურ მატჩში "ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა 16:15.

"დინამო არენაზე" მატჩზე მართლაც საზეიმო განწყობა იყო, ეროვნული ჰიმნების შესრულებას ფოიერვეკები მოჰყვა და თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. თუმცა, ვერ იხეირეს და სოსო მათიაშვილმა 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. სამწუხაროდ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჩვენმა დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს 11:10. შემდეგ სანდრო
თოდუამ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.

ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.


გილოცავთ!

altმილტონ ჰეიგი: დაცვის მხრივ რაღაც სქემებმა არ იმუშავა

მკითხველის კომენტარები / 19 /
რეიტინგში შეიცვლება რამე ?
rugby
01 ივნისი 2018 17:24
1
სამწუხაროდ, ეს იმ შემთხვევათაგანი იყო როდესაც გამარჯვებით ბოლომდე ვერ ვისიამოვნე. თუმცა აბსოლუტურად გასაგებია რომ ამას ბევრი ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ეს თამაში უფრო ექსპერიმენტულ დატვირთვას ატარებდა (შემადგენლობიდან გამომდინარეც), ვიდრე მაღალ ხარისხზე ორიენტირებული, აუცილებლად მოსაგები თამაშისას...
ლევანი
01 ივნისი 2018 14:19
4
ვისაც რაგბი ესმის იმას ვეუბნები რო ძაან მაგარი თამაში იყო (ამ შემადგენლობით), ხოდა ფუტბალისტებმა დაანებეთ თავი ენის ტყაჭუნს
Burdzgla
01 ივნისი 2018 14:14
2
ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. ვისაც თამაში არ მოეწონა იმათ მინდა ვუთხრა სამი სიტყვით. ნუ ხართ ბოღმიანები.
roma
01 ივნისი 2018 11:20
5
ყოჩაღ !!! DDDDDDD
ეს დაახლოებით იგივეა, დაბალი დონის რესტორნის შეფ-პოვარმა რომ თქვას, თუ ჩემი საჭმელი არ მოგეწონათ და კუჭები გაქვთ აშლილი, ნუ იბოღმებითო DDDDDDDD
korben dallas
01 ივნისი 2018 14:31
2
ბოღმიანობა რა შუაშია თამაშის არმოწონებასთან?? ჯანსაღი კრიტიკა არ არის ბოღმიანობა...
ლევანი
01 ივნისი 2018 14:10
1
შეიძლება კომენტატორს თხოვოთ გაუფრთხილდეს საკუთარს და ჩვენს ნერვებს...საქართველოში კომენტატორობა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ თამაში გესმის...
zura
01 ივნისი 2018 11:05
1
დინამოს სტადიონმა ხმის აპარატურა ვერ ჩართო წესიერად. არცერთი ჰიმნი არ ისმოდა. თამაშის კომენტატორიც სტადიონზე უცხოპლანეტელივით ისმოდა, და ბოლოს იმედის არხი ჩართეს ტაბლოზე. ყანაა?
გურამი
01 ივნისი 2018 13:08
0
ამ თამაშმა მე მაჩვენა რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის, რომელსაც ხელით თამაში უფრო გამოსდის. ვინც ამ თამაშში პოზიტივი ვერ დაინახა მგონი რაგბი არ ესმის საერთოდ. იყო შეცდომები, მაგრამ ეს თამაშია, რომელიც მართლა კარგად გამოგვდის. სანამ ლელოს გავუშვებდით პირველ ტაიმში 100%-იანი ლელო ჩვენ დავდეთ, რომელიც ვერ დაინახა მსაჯმა და შემდგომ ჩვენს რაქში რომ გადმოყარეს ბიჭები და ბურთი ხელში იგდეს ფრანგებმა ყელში ბოჭვა იყო მათგან ფეხზე მდგომი კაცის (გადაახვიეთ - 35-ე წუთზე ხდებოდა ეს ყველაფერი), ბოლოს მსაჯმა სულ აურია - დამთავრებულ თამაშზე დააბრუნა დამახსოვრებული ჯარიმა???-ტონუსიდან გარკვეულწილად ვარდება გუნდი ასეთ დროს.
პ.ს. ეს კომენტატორი კი საშინელებაა, შერკინებაში უპირატესობის მეტი მისთვის სხვა არაფერია რაგბი და გუშინ მთელი თამაში ერთადერთი ნათელი წერტილი მათიაშვილი იძახა და დამაწყვიტა ნერვები.
???
01 ივნისი 2018 10:23
2
არ იყო კარგი თამაში, დაცვაში პრობლემებია. გარდასახვებიც ვერ გამოვიყენეთ. ფრანგებმაც ვერ გამოიყენეს შანსი,თორემ წავაგებდით!
მერაბი
01 ივნისი 2018 10:15
9
ეს საქართველოს სუპერ შემადგენლობა არ იყო და მაინც საღოლ მე2 გუნდს
შიო
01 ივნისი 2018 08:47
2
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საინციატივო ჯგუფი და დაიწყოს ხელმოწერებისცშეგროვება რომ გორგოძე და ზირაქაშვილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავაბრუნოთ ნაკრებში რამხელა ძალაა ორივე ჩვენი ნაკრებისთვის ამას ალბათ ახსნა არ სჭირდება ვფიქრობ მილიონი ქართველის თხოვნას ანგარიშს გაუწევენ ორივე თან კარიერა აქტიური მოთამაშეებისა არ დაუმთავრებიათ დღეს გვჭირდება ორივე რამოდენიმე წუთიც რომ გამოიყენონ მათი ყოფნა ფადაუდებელია დანარჩენი მორაგბეებისთვის
კახა
01 ივნისი 2018 02:13
6
ეს საფრანგეთის მეორე ნაკრები იყო ხო?
ბაჩო გ
31 მაისი 2018 23:23
7
შაკო,ეს ინფორმაცია 28 მაისის სტატიიდან მივაწოდე ბაჩოს,შეგიძლია შენც გადაამოწმო.ახლა, სპეციალურად მოვძებნე ხელმეორედ.
სოსო
02 ივნისი 2018 18:16
0
ეს საფრანგეთის მეორე ნაკრებია ოფიციალური და მეორე ლიგიდან საერთოდ არავინ ყავდათ, ყველანი ტოპ-14 ის შვილები იყვნენ და თუ არ იცით არასწორად ნუ წერთ კომენტარებში
შაკო
02 ივნისი 2018 10:59
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული