მათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ივნისის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის თასზე ფიჯიში ტონგა 16:15 დაამარცხა.

შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.

შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო
მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ - 16:3.

მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

16 ივნისს "ბორჯღალოსნები" ფიჯის შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 43 /
რაც არ უნდა იყოს ვულოცავ ბიჭებს და ყველას გამარჯვებას. სხვა თამაშს მიგვაჩვიეს და გასაგებია აქ გამითქმული აღშფოთებები. მე მაინც მგონია და იმედი მაქვს, რომ აკლიმატიზაციის ბრალია, სხვა ახსნა ამდენ შეცდომას და ბოლოსკენ ასე დაღლას არ ააქვს. მოკლედ თუ ასეა შემდეგ თამაშში გამოჩნდება.
ირაკლი
09 ივნისი 2018 09:48
0
გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა გილოცავთ,მაგრამ ტელეგადაცემის და თამაშის ხარისხი,ერთი ერთმანეთზე უარესი იყო.ბოლო ორი თამაშია წაგებას თვალებში ჩავხედეთ და შერკინებაშიც დავიჩაგრეთ.სათამაშო დისციპლინა კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.იმედი დავიტოვოთ,რომ ასე ჩვენს ბიჭებს ტენიან ჰავასთან შეგუება გაუჭირდათ და იმიტომ გადაგვიარეს ბოლო წუთებზე,თორემ სხვა შემთხვევაში,სიტუაცია საგანგაშო იქნება.
სოსო
09 ივნისი 2018 09:35
0
რა თქმა უნდა ვულოცავ ჩვენებს გამაჯვებას, ერთი ფაქტია დასაფიქრებელი, პირველ ნახევარში ბრძოლით მოპოვებულ ქულებს მეორე ტაიმში ვანიავებთდა რთულ სიტუაციაში ვიგდებთ თავს
ალეკო
09 ივნისი 2018 09:32
0
მოგებას ვინ დაუკარგავს ბიჭებს მაგრამ არ იყო ეს კარგი თამაში, თუ საერთოდაც ცუდი არ ეთქმის. განსაკუთრებით ღერძმა მთლიანად ჩააგდო თამაში, ასევე სათადარიგო შერკინებამაც.
b-52
09 ივნისი 2018 09:19
0
რაშიც მაგრები ვიყავით, მხედველობაში შერკინება მაქვს, იმაშიც გვჩაგრავენ. დავაკვირდეთ, ბოლო თამაშებში ბეწვზე გადავრჩით, დღეს ტონგასთან, ადრე - საფრანგეთთან. სანამ თამაში არ დამთავრდება, უნდა იბრძოლო. ვეშვებით, ამიტომაც არის 12 ქულიანი სხვაობა თითქმის ამოქაჩეს ტონგელებმა. ხელით პასსე არაფერს ვამბობ. გუნდი ბუქსაობს. რეალობას შევხედოთ თვალებში.
მერაბი
09 ივნისი 2018 08:45
0
იმიტომ , რომ თეთრაშვილის და მირცხულავას ადგილი ნაკრებში არაა, განსაკუთრებით პირველის, რამდენჯერ უნდა "გამოცადოს"? ეგეთი დაჩაგრული ქართველი ბურჯი მე არ მინახავს მეტი. სირცხვილია! ვიფუჭებთ სახელს
გაგი
09 ივნისი 2018 18:48
0
მოგება კარგია მაგრამ ვაი ამ მოგებას, ასეთი შეცდომებით თამაში არ შეიძლება ამ თამაშში შერკინება რომ არ გვყოლოდა ძლიერი უბრალოდ გადაგვივლიდნენ
ზიზუ
09 ივნისი 2018 08:40
0
წაგებას მოგება სჯობს ყოველთვის მაგრამ ეს თამაში არ იყო, ასეთი ბავშვური შეცდომები მე სხვა გუნდების არ მინახავს ჩვენები რომ უშვებენ და არა მარტო დღეს.ისე 2 წუთიც რომ გაგრძელებულიყო ნაღდად წააგებდნენ.
a
09 ივნისი 2018 08:34
2
თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, გასაგებია რომ ძალიან ცუდი კლიმატია, მაგრამ ორი პასის გაკეთება ნებისმიერ ამინდში და ტენიანობის პირობებში უნდა შევძლოთ. დაცვა როგორც ყოველთვის კარგი იყო, მარა ბოლოს შერკინებაშიც მაგრად დაგვჩაგრეს. ნუ მოკლედ სამუშაო ბევრია მსოფლიო თასამდე!
ლელო
09 ივნისი 2018 07:49
1
მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის, მადლობა ადმინს გამარჯვების ოპერატიულად მოწოდებისთვის.
გიზოგ
09 ივნისი 2018 07:27
2
20 წლამდელების და დიდების თამაშები თითქოს ცადა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისაგანეს ბურთის ხელში ვერდაჭერა რა უბედურებაა,სულ ფეხით თამაში და მეტოქის შეცდომაზე დალოდება,ასე შორს ვერ წავალთ,რომელ იტალიაზეა ლაპარაკი..ხელდახელ თამაში თუ არ გამოსწორდა ძალიან ცუდად დავამთავრებთ ამ ტესტებსაც და იტალიასთანაც,თქვენი არვიცი მაგრამ მე ნამდვილად არ მომეწონა ჩვენი ნაკრების თამაში,იმედია გამოასწორებენ და ეს მხოლოდ ადაპტაციის ბრალი იყო.
დდდ
09 ივნისი 2018 07:24
1
გეთანხმები ნამდვილად. შერკინებაშიც გვაჯობეს ბოლოს. დისციპლინა სასწრაფოდ გამოსასწორებელია. 9 და 10 ნომრები ძალიან ცუდად თამაშობდნენ.მოკლედ ბლომად შეცდომა გვქონდა და საკმაო საფიქრალი გვაქვს
გგგ
09 ივნისი 2018 11:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული