მილტონ ჰეიგი: მსოფლიოს თასის წინ თავს ექსპერიმენტების უფლებას ვაძლევთ

AutoSharing Option
იაპონიასთან ტესტ-სერიის დასკვნითი მატჩის წინ კომენტარი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

"ორივე გუნდმა წინა კვირას წავაგეთ. ჩვენ კუნძულებზე, ხოლო იაპონიამ სახლში იტალიასთან და ცხადია, მწვრთნელები და მოთამაშეები ეცდებიან წარმატებულად დაასრულონ ზაფხულის კამპანია საკუთარ კედლებში.

ჩენ რაც შეგვეხება, წინა კვირას ფიჯისთან მატჩის პირველი ტაიმით კმაყოფილი ვიყავით, ხოლო მეორეში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რაც თამაშის მოსაგებად არ აღმოჩნდა საკმარისი. თუმცა, მსოფლიო თასამდე ეს იმ პროცესის ნაწილია, სადაც გარკვეული დოზით თავს ექსპერიმენტების უფლებას ვაძლევთ.

ეს ტურნეს ბოლო შეხვედრაა. ვიმყოფებით მსოფლიო თასის მასპინძელ ერთ-ერთ სტადიონზე
და ეს ჩვენითვის უნიკალური შესაძლებლობაა ვითამაშოთ იმ გარემოში და იმ საფარზე, რომელზეც მსოფლიო თასზე უელსს დავუპირისპირდებით. ეს ფაქტორიც გარკვეულწილად მოტივაციაა ჩვენთვის, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია".

alt4 ცვლილება - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა იაპონიასთან მატჩისთვის ცნობილია


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული