11:52 23-06-2018
იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.
მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა. მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.
იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.
შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ, 2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.
მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/allnews_new_rss.png)
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა ასწავლოს ბურთის ხელში დაჭერა (პასზე არარაფერს ვამბობ).
სირცხვილია და პრობლემას ნაკრების მწვრთნელში ვეძებთ?
სხვა რომ მოვა ბურთის ხელში დაჭერა უნდა ასწავლოს?