იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
ნემსაძის ტრამვაზე იცით რამე?
(საიტს) პრესკომფერენცია საინტერესო იქნებოდა. გუნდს მგონი ლიდერი სჭირდება.
ვანო
23 ივნისი 2018 22:07
0
ღადაობთ ხო.იაპონელები რო მოგიგებდნე და ჩვენზე ბევრად ძლიერი ნაკრები რო ყვათ არ იცოდიით.ჩვენითამაში არის შერკინება.სისწრაფეში და ტეხნიკაში 0 ვართ.იაპონიამბოლო 10 წელში დიდი პროგრესი განიცადა ჩვენ ერთ წერტილს ვტკეპნით.ვუგებთ რუმინეთს რუსეთს პორტუგალიას და ამ ხარახურას და გავიძახით რაგბი ჩვენი თამაში არსო ასეო ისეო და რავი ათას სისულელეს.დღევანდელითამაში იყო სარკე და ჩაგვახედეს და დაგვანახეს რა დონის გუნდი ვართ.
Buxrika
23 ივნისი 2018 21:03
9
ვინც აქ დისლაიქი მონიშნეთ სიმართლეს არ გინდათ თვალი გაუსწოროთ. ამ კაცმა პირდაპირ გითხრათ რეალობა, და თქვენი არგუმენტი არის დისლაიქი.

ილუზიაში არის ყველა ვინც ფიქრობს, რომ დღევანდელი ქართული რაგბი უფრო განვითარებულია ვიდრე იაპონიის, ფიჯის ან იტალიის.

კი, შეიცვლება, მაგრამ დღეს ასეა

გიორგი
25 ივნისი 2018 00:56
0
ამ ტესტებზე ნკრებმა 4 თამაში ჩაატარა და ყოველი მომდევნო წინაზე უარწსი იყო,ეს ბომო კი,სულაც კატასტროფა.მე ამას ვერც მწვრთნელის დაბალ კვალიფიკაციას დავაბრალებ,ვერც მორაგბეთა კლასს,იმიტომ რომ მახსოვს მათი თამაში თუნდაც შარშან შემოდგომით.ამ ტურნეზე ნაკრები თავს არ ჰგავდა არც თამაშით,არც განწყობით.ჰიმნის დროსაც ეტყობოდათ რომ არ იყო ძველებური ცეცხლი და თამაშმა ხომ აშკარად გამოჩნდა.ვფიქრობ შიგნით, გუნდში ხდება რაღაცა და ეს ყველაზე საშიშია.ბოლო სამი ტაიმი, ქულაც კი ვერ ავიღეთ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.0-ზე კი მგონი საერთოდაც არ წაგვიგია.როცა ზოგიერთი საქართველოს ჩემპიონატის დაბალ დონეზე საუბრობს,შევახსენებ,რომ ლაშა ხმალაძე სწორედ საქართველოში თამაშობს და ბოლო ორ თამაშში ის იყო ერთად ერთი,რომელმაც სასურველ დონეზე ითამაშა.დაბრუნდება ნაკრები სამშობლოში და ფედერაციამ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს გუნდში შიდა სიტუაციის დასალაგებლად,ვიმეორებ,არ ვიცი რა ხდება,მაგრამ ლოგიკით ასეთ თამაშს,და გუნდის ასე დაშლას,სხვა ახსნა აარა აქვს.
სოსო
23 ივნისი 2018 20:50
2
გუნდი არის უკიდურესად არეული და ვეთანხმები გულშემატკივრის აზრს შარშან რუმინეთში მომხდარი ინცდენტის თაობაზე. მანამდეც არ იყო მთლად დალაგებული სიტუაცია გუნდში და იმის შემდგომ კიდევ უფრო აირია. ვინც ჰეიგის ექსპერენტებზე წერთ ძალიან გთხოვთ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ, ალბათ ჰეიგის ჩანაფიქრის მიუხვდით. მეკოს დაყენება რაში ჯდება საერთოდ???
პაატა
23 ივნისი 2018 20:37
3
მივმართავ რაგბის კავშირს: სასწრაფოდ დაიბარეთ ჰეიგი და უთხარით, რომ მისი ბოლო შანსი ნოემბერში იტალიასთან მატჩი იქნება. თუ იქაც წავაგეთ, მაშინ უპირობოდ უნდა გავუშვათ (მადლობის მოხდით)
patrioti
23 ივნისი 2018 20:01
14
ე.ი თქვენ თვლით, რომ ჩვენ იტალიაზე მეტი საფუძველი გვაქვს და გასვლაზე თუ არ მოვუგეთ მწვრთნელის ბრალი იქნება?
გაფხიზლდით ხალხო, რეალობას შეხედეთ სად იტალიის ეროვნული საკლუბო დონე და სად ჩვენი.
თუ მოვიგეთ მაგარი იქნება, მაგრამ ილუზიებს ნუ ვქმნით
დათო
24 ივნისი 2018 10:37
0
ტრიბუნალზე არ დავიბაროთ ჰეიგი?
კაცს აქვს სიკეთე გაკეთებული ქარული რაგბის წარმატებისთვის და ულტიმატუმის წაყენებას ითხოვთ?
zaza
23 ივნისი 2018 20:40
7
ყველა გამოხმაურება
ჩავისვარეთ...
status quo
23 ივნისი 2018 18:45
2
Mitro მართალი ხარ. გეთანხმები 100%
ერთა თასზე არანაირ ექსპერიმენტს აზრი არ აქვს.ნებისმიერი შემადგენლობით დავამარცხებთ ჩვენზე სუსტ გუნდს. ზაფხულის ტესტები ამისათვის ზედგამოჭრილი იყო. რათქმაუნდა უქულო მარცხი მტკივნეულია,თუმცა ბიჭებზე და მწვრთნელზე ცუდის თქმა არ არის სწორი. რომც იყოს მელიტონა გასაშვები მაგისი დრო ეხლა უკვე აღარ არის. ვენდოთ ამ კაცს და ვენდოთ ჩვენ ლომებს,დარწმუნებული ვარ ეს თაობა თავის სათქმნელს იტყვის მსოფლიოზე.
ონისე
23 ივნისი 2018 18:45
10
უკვე კაი ხანია ჩანს რომ რაღაც შესაცვლელია, და ეს რაღაც იმდენად აშკარაა რომ, ვეღარ დაიმალება! დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო პატივისცემა ჩვენი ბიჭების და მწვრთნელის მიმართ, თუმცა(!) ეს რასაც ჩვენ ვთამაშობთ ნამდვილად არ არის თანამედროვე რაგბი. მორჩა, დასრულდა, წარსულს ჩაბარდა ის დრო რომ მარტო ჯეჯგვი უნდა ყოფილიყავი რომ რაგბი გეთამაშა. აააღარარის ეგ საერთოდ საჭირო! საჭიროა მეტი ფანტაზია, მეტი ფინტი, მეტი გათამაშება, მეტი კრეატივი და სისწრაფე! და ამ ყველა ზემოთ თქმულის საშემსრულებლო ოსტატობა. და ეს ყველაფერი იმისთვის რომ წინ წავიწიოთ, ეს ყველაფერი იმისთვის რომ რეალური შედეგი დავდოთ. გავიგეთ რომ რუსებს ვუგებთ, ნულზე ვსვამთ და ეს ასეც იქნება კაი ხანი, ისიც გასაგებია რომ ევროპაზე რუმინელებსაც ვჯობივართ. მგრამ ამაზე გაჩერება გვინდა?! ესარის ჩვენი მიზანი?! ორ-სამ გათამაშებაზე მეტს ვერ ვაკეტებთ, ბურთს მივიღებთ თუ არა ეგრევე ვწვებით და მივხოხავთ(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) იქნებ ორიოდე სანტიმეტრი მოვიგოთ, იქნებ მეტოქეს შეეშალოს.. ეს ყოველთვის არ იმუშავებს და არც მუშაობს. მოიყვანეთ ახალგაზრდები, მათ საბედნიეროდ ყველაფერი აქვთ საამისოდ რომ დიდი, ნამდვილი რაგბი ითამაშონ! ძალიან მეამაყებიან ჩვენი ახალგაზრდები რომლებმაც შესანიშნავად ჩაატარეს ტურნე და უკეთესი შედეგის დადებაც შეიძლებდა. თუმცა კი უბრძოლველად გოჯი არავისთვის დაუთმიათ! და სწორედ ამიტომ, ვთხოთ საქართველოს რაგბის კავშირს, იმათ ვისაც ხელეწიფება ცვლილებების განხორციელება ნუ დააგვიანებთ! ყველა პირობა გვაქ რომ უკეთესები ვიყოთ და ნუ დააგვიანებთ რეაგირებას! p.s ვფიქრობ სწორად გაგვიგებენ გულშემატკივრებს და გაკიცხვაში არ ჩამოგვართმევენ აზრის საჯაროდ გამოხატვას. რადგან სწორედ ჯანსაღი კრიტიკაა გამოსავალი..
Biannconeri
23 ივნისი 2018 18:37
8
რა იყო, პახმელიაზე იყვნენ ჩვენები?!
Doni Brasco
23 ივნისი 2018 18:15
0
ძალიან ცუდად ითამაშეს, თითქოს პირველად ითამაშეს ერთად როგორც გუნდმა. ფეხბურთის თამაში თუ უნდა ვასკას გადავიდეს ფეხპურთზე. ყველა ხარვეზი გამოჩნდა დღეს. ვერც შერკინება დგება კარგად და ხაზი ხომ სულ არასწორად დგას. Eს პოტინობა როდის დაიწყეს 'ზახვატის" გაკეთების დროს ეგ მაინცე ეხერხებოდათ. გორგოძე დაბრუნდი!!!
niko
23 ივნისი 2018 18:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული