იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
კატასტროფული რეგრესია, დროზეა ზომები მისაღები, ექსპერიმენტების და რაგაც ეგეთი სისულელეების აგარავის სჯერა!!!!
მთ
23 ივნისი 2018 12:12
2
-სამწუხაროდ გამართლდა ნამდვილი გულშემატკივრების პროგნოზი:" იაპონიამ გაასაზიზღრა ესეთი ნაკრები".
ozeki
23 ივნისი 2018 11:57
0
მე არ ვარ რაგბის სპეციალისტი, მაგრამ ბოლო 2 წელია ნაკრები, რომ უკან მიდის - აშკარაა. ჰეიგის ხელში იგი წლებია ერთ ადგილს ტკეპნიდა, ეხლა კი აშკარად რეგრესირებს. წლებია იძახიან, ხელით თამაშში ვუმატებთო, მაგრამ მე მათი ხელით გადაბმული მრავალფაზიანი ხეირიანი კომბინაცია არ მინახია. ბოლო მოგებული თამაშებიც გამართლების ხარჯზე მოვიგეთ თითო ქულით.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ წლების წინ ირლანდია, ზელანდია, შოტლანდიაც კი ვერ გვიდებდა ასე იოლად ლელოებს. ნულზე ბოლოს როდის დავმარცხდით, ვინმეს გახსოვთ? ჰეიგი არის სუსტი მწვრთნელი! მითხარით, სად ქონდა კარიერა და რა შედეგები ქონდა ჩვენთან მოსვლამდე? პირიქით, კარიერა აქ გაიკეთა და გახდა ცნობადი, ვინაიდან საქართველოს დარ ძლიერ გუნდს ხელმძღვანელობს წლებია! გასაშვებია! შესაცვლელია ის მორაგბეებიც, რომლებბსაც თავი ლომუ გონიათ და დადიან თვითკმაყოფილი სახეებით! ფედერაციავ, დროზე ვუშველოთ ჩვენს ერთადერთ და ნამდვილ გუნდს! გუნდს, რომელიც ერთადერთი ნათელი და პოზიტიური წერტილი იყო ჩვენი ქვეყნის დაქცეულ ყოფიერებაში!
დათი
23 ივნისი 2018 13:06
7
ჩემი აზრით საქართველოს ეროვნულ სიამაყეს რაგბის ნაკრებს თამაშის დათმობის შემთხვევაში ჭირდება გონივრილი ანალიზი და უფრო მეტი მხარდაჭერა და არა ცხრააბზაციანი წყევლა კრულვები. რაც შეეხება მილტონ ჰეიგს ის ნამდვილად არის მადლობის ღირსი, ისტორია მან საქართველოს ნაკრებში შექმნა! დარწმუნებული ვარ წასვლის შემდგომ ძალიან კარგ წინადადებებსაც შესთავაზევენ.
გორსკი
23 ივნისი 2018 13:47
2
ზომები რომ მისაღებია ეს აშკარაა ზიდანმა სამჯერ ლიგა მოიგო და წავიდა ჰეიგის ღვაწლი შეუფასებელია საქართველოსთვის მარა ისევ მას უნდა ვაცადოთ რას გადაწყვეტს არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან წადის ძახილი. ანდაც იტალიასთან გულშემატკივრებს რაღაც გეგმა უნდა უთხრას ეე თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება.
soso
23 ივნისი 2018 12:39
1
ამ ტესტებზე ნკრებმა 4 თამაში ჩაატარა და ყოველი მომდევნო წინაზე უარწსი იყო,ეს ბომო კი,სულაც კატასტროფა.მე ამას ვერც მწვრთნელის დაბალ კვალიფიკაციას დავაბრალებ,ვერც მორაგბეთა კლასს,იმიტომ რომ მახსოვს მათი თამაში თუნდაც შარშან შემოდგომით.ამ ტურნეზე ნაკრები თავს არ ჰგავდა არც თამაშით,არც განწყობით.ჰიმნის დროსაც ეტყობოდათ რომ არ იყო ძველებური ცეცხლი და თამაშმა ხომ აშკარად გამოჩნდა.ვფიქრობ შიგნით, გუნდში ხდება რაღაცა და ეს ყველაზე საშიშია.ბოლო სამი ტაიმი, ქულაც კი ვერ ავიღეთ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.0-ზე კი მგონი საერთოდაც არ წაგვიგია.როცა ზოგიერთი საქართველოს ჩემპიონატის დაბალ დონეზე საუბრობს,შევახსენებ,რომ ლაშა ხმალაძე სწორედ საქართველოში თამაშობს და ბოლო ორ თამაშში ის იყო ერთად ერთი,რომელმაც სასურველ დონეზე ითამაშა.დაბრუნდება ნაკრები სამშობლოში და ფედერაციამ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს გუნდში შიდა სიტუაციის დასალაგებლად,ვიმეორებ,არ ვიცი რა ხდება,მაგრამ ლოგიკით ასეთ თამაშს,და გუნდის ასე დაშლას,სხვა ახსნა აარა აქვს.
სოსო
23 ივნისი 2018 20:50
2
განმარტებები უნდა გააკეთოს ფედერაციამ და მცვრთნელებმა. ეს არის რეგრესი და არ აღარ შეიძლება თვალის დახუჭვა...
ვარსქენი
23 ივნისი 2018 11:57
1
2018 წელს ჩვენს გუნდს რაგბი ფაქტობრივად არ უთამაშია. ბოლო პერიოდში კი კრიზისი აშკარაა. თუ ჰეიგი ახლა არ გადადგება, იტალიასთანც შევრცხვებით და მსოფლიოზეც.
1
23 ივნისი 2018 12:06
6
ყველაფერს რომ სახელი თავისი სახელი დავარქვათ, დღეს ჩვენი გუნდის გამოსვლა სამარცხვინო იყო. არანაირი მომენტი ქულის აღების არ გვქონია და მორაგბეები ბურთს ხელში ვერ იჭერდნენ. მეტის თქმა ზედმეტია.
დათო
23 ივნისი 2018 13:41
0
ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ნიჟარაძემ გაგვარკვიოს გულშემატკივარი შექმნილ სიტუაციაში! გოჩა სვანიძეს და ფედერაციის სხვა წევრებს ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას, მაგრამ მათ მოსმენას მირჩევნია ნიჟარაძის აზრის გაგება. ნიჟარაძის წასვლის შემდეგ უკან წავიდა საქმე. რედაქცია იქნებ მოახერხოთ ამ ინტერვიუს ჩაწერა. მადლობა
ილია
23 ივნისი 2018 22:32
3
ბიჭოო, ერთი ეს რაგბის ნაკრებია რომლითაც ვამაყობთ, ბოლო პერიოდია საშინელება ხდება რაღაც, აქ იმაზე არ ვსაუბრობ როგორ გაბედეს წაგებათქო, თამაშის ხარისხი არის კატასტროფაა, შერკინება გვყავდა ისეთი ნებისმიერს აფორთხიალებდა, ეხლა ესეც აღარაა ყველამ გვაჯობა ამ შერკინებაშიც, ხელით თამაშზე ხო ლაპარაკიც არაა, ამ წინ გავარდნებმა და ბურთის ვერ დაჭერამ შეგვჭამა გულშემატკივარი, რა ხდება ნაკრებში რატომაა ესეთი უბედური რეგრესი, ძიუდოში რა ბარდაკიც არის მეშინია აქაც ესეთი რაღაცეები არ ხდებოდეს და გვიან არ გავიგოთ ჩვენ, მართლა გეყოფათ ზოგიერთებს ყოჩაღ ლომებოს ძახილი და კარგად შეაფასეთ რეალობა, ვინმე თუ ხართ გარკვეული იქნებ დაწეროთ რა ჭირთ ჩვენს რაგბისტებს და ნაკრებს საერთოდ, ვერაფრით ვერ ვხსნი მე პირადად, ვხედავ თამაშის ხარისხის გაუარესებას, ამ შერკინებას მაინც რა მოუვიდა, კაროჩე რაააა....
zura
23 ივნისი 2018 14:27
0

სიახლეები პოპულარული