იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
ეს ალბათ შოკი უფროა ვიდრე გაკვირვება გულშემატკივრისთვის პირადად მე ეს წაგება და მითუმეტეს ეს ანგარიში ვერ წარმომედგინა მსოფლიოზე ცოტა შიში გაჩნდება ხალხში არცერთი თამაში არ იყო წასაგები ჩვენ ეხლა მსოფლიო გვიყურებს და ყოველი ნაბიჯი უნდა დავამტკიცოთ რომ უძლიერესები ვართ. ჩვენ ბიჭების გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ გული არ გაიტეხოთ მაგრამ ასეთი სირცხვილი აღარ უნდა დაგვემართოს.
T.Q
23 ივნისი 2018 12:12
3
არის მოსვლის დრო და არის წასვლის, ჰეიგს მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ დროულად, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურა თავისივე აშენებული გუნდი, ეს რაგბი აღარაა რასაც ჩვენ ვთამაშობთ!
dato
23 ივნისი 2018 12:06
3
გუნდი რომ ვერ იყო ფორმაში უკვე ფრანგებთან გამოჩნდა, მერე კი ერთმანეთზე უფრო სუსტი თამაში, ზოგი წერს რომ მწვრთნელია შესაცვლელი მეც ვიზიარებ და ეს წინა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მაშინვე უნდა გაეკეთებინად, დიდ პატივს ვცემ მილტონს და მადლობა რომ გარკვეულ ეტაპზე ძალიან დაეხმარა გუნდს, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები
ალეკო
23 ივნისი 2018 12:37
6
ღადაობთ ხო.იაპონელები რო მოგიგებდნე და ჩვენზე ბევრად ძლიერი ნაკრები რო ყვათ არ იცოდიით.ჩვენითამაში არის შერკინება.სისწრაფეში და ტეხნიკაში 0 ვართ.იაპონიამბოლო 10 წელში დიდი პროგრესი განიცადა ჩვენ ერთ წერტილს ვტკეპნით.ვუგებთ რუმინეთს რუსეთს პორტუგალიას და ამ ხარახურას და გავიძახით რაგბი ჩვენი თამაში არსო ასეო ისეო და რავი ათას სისულელეს.დღევანდელითამაში იყო სარკე და ჩაგვახედეს და დაგვანახეს რა დონის გუნდი ვართ.
Buxrika
23 ივნისი 2018 21:03
9
ვინც აქ დისლაიქი მონიშნეთ სიმართლეს არ გინდათ თვალი გაუსწოროთ. ამ კაცმა პირდაპირ გითხრათ რეალობა, და თქვენი არგუმენტი არის დისლაიქი.

ილუზიაში არის ყველა ვინც ფიქრობს, რომ დღევანდელი ქართული რაგბი უფრო განვითარებულია ვიდრე იაპონიის, ფიჯის ან იტალიის.

კი, შეიცვლება, მაგრამ დღეს ასეა

გიორგი
25 ივნისი 2018 00:56
0
ვინმე, ,,ურა პატრიოტების" გარდა სხვა შედეგს ელოდით? მთლად 0 -ზე არა, მაგრამ მაინც. უმეტესობა ჩვენი ბიჭებისა მაგრად სცოდავდნენ ტექნიკურად და ტაქტიკაშიც, გვარების დასახელებას მოვერიდები...ადრეც ვწერდი, თითქმის 2 წელია ნაკრებს, ვითომ ძიების ფონზე, პროგრესი არ აქვს. გასაგებია, მარტო შერკინებით ელიტას ვერ მიუახლოვდები, მაგრამ სხვა კომპონენტებში ოდნავადაც ვერ წავიწიეთ.... ალბათ ვერც წავიწევთ უკვე... აი ახალაგაზრდების იმედი კი მაქვს.... რაგბის მესვეურებო დროზე იმოქმედეთ.. ერთი ეს სახეობაა ეპიზოდურად რაღაც სიამაყის ეუფორიას რომ გვიქმნის და ნუ დაგვიკარგავთ...იტალიასთან ამ მოცემულობთ თამაში არ უნდა გვაწყობდეს, სხვებთან კი ბატონო
gusani
23 ივნისი 2018 13:08
1
მოკლედ: ბოლო პერიოდის არასწორი მუშაობის აკორდი :(((
???
23 ივნისი 2018 12:01
2
ჩავისვარეთ...
status quo
23 ივნისი 2018 18:45
2
აბა სად ხართ, ჟურნალისტებო, 3-ქულიანი სხვაობით მოგებულ თამაშზე რომ აიქაფეთ პირი, აქაოდა მზე დავუბნელეთ იაპონელებსო…

მშრალი ანგარიშით მარცხი იაპონიასთან კი არა, ზელანდიასთანაც კი მიუღებელია. კოლელიშვილს საერთოდ რა უნდა ნაკრებში, არ მესმის. მუშტების ქნევის მეტი ვერაფრით გვამახსოვრებს ხოლმე თავს…. მწვრთნელზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ სანახაობრივად ჩვენი ნაკრების თამაში არ ვარგა.

თუკი რამე პრეტენზია გვაქვს 6 ერზე, მხოლოდ მომდევნო თაობებისთვის. ცალსახაა, რომ ეს ნაკრები ვერ ქაჩავს 6 ერის დონეზე და იაპონიაზეც ერთი თავით დაბლაა. გორგოძის არ იყოს, სანამ ოკეანეთის გუნდებს და იაპონიას პირწმინდად, რუმინეთივით არ დავჯაბნით ხოლმე, მანამდე უაზრობაა 6 ერზე ლაპარაკი.
Lasha
23 ივნისი 2018 14:15
1
ბოლო ორი თამაში მართლაც კატასტროფაა. ჩემი აზრით 20 წლამდელების 5-6-მა ბიჭმა მაინც (აფრასიძე, აბჟანდაძე, ძაგნიძე, ჯალაღონია, თაფლაძე, ჯაფარიძე და ა.შ) მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უკვე წელსვე (შემოდგომის ტესტებზე). ეს თაობა სხვა რაგბს თამაშობს.
tttt
23 ივნისი 2018 12:28
2
უკვე კაი ხანია ჩანს რომ რაღაც შესაცვლელია, და ეს რაღაც იმდენად აშკარაა რომ, ვეღარ დაიმალება! დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო პატივისცემა ჩვენი ბიჭების და მწვრთნელის მიმართ, თუმცა(!) ეს რასაც ჩვენ ვთამაშობთ ნამდვილად არ არის თანამედროვე რაგბი. მორჩა, დასრულდა, წარსულს ჩაბარდა ის დრო რომ მარტო ჯეჯგვი უნდა ყოფილიყავი რომ რაგბი გეთამაშა. აააღარარის ეგ საერთოდ საჭირო! საჭიროა მეტი ფანტაზია, მეტი ფინტი, მეტი გათამაშება, მეტი კრეატივი და სისწრაფე! და ამ ყველა ზემოთ თქმულის საშემსრულებლო ოსტატობა. და ეს ყველაფერი იმისთვის რომ წინ წავიწიოთ, ეს ყველაფერი იმისთვის რომ რეალური შედეგი დავდოთ. გავიგეთ რომ რუსებს ვუგებთ, ნულზე ვსვამთ და ეს ასეც იქნება კაი ხანი, ისიც გასაგებია რომ ევროპაზე რუმინელებსაც ვჯობივართ. მგრამ ამაზე გაჩერება გვინდა?! ესარის ჩვენი მიზანი?! ორ-სამ გათამაშებაზე მეტს ვერ ვაკეტებთ, ბურთს მივიღებთ თუ არა ეგრევე ვწვებით და მივხოხავთ(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) იქნებ ორიოდე სანტიმეტრი მოვიგოთ, იქნებ მეტოქეს შეეშალოს.. ეს ყოველთვის არ იმუშავებს და არც მუშაობს. მოიყვანეთ ახალგაზრდები, მათ საბედნიეროდ ყველაფერი აქვთ საამისოდ რომ დიდი, ნამდვილი რაგბი ითამაშონ! ძალიან მეამაყებიან ჩვენი ახალგაზრდები რომლებმაც შესანიშნავად ჩაატარეს ტურნე და უკეთესი შედეგის დადებაც შეიძლებდა. თუმცა კი უბრძოლველად გოჯი არავისთვის დაუთმიათ! და სწორედ ამიტომ, ვთხოთ საქართველოს რაგბის კავშირს, იმათ ვისაც ხელეწიფება ცვლილებების განხორციელება ნუ დააგვიანებთ! ყველა პირობა გვაქ რომ უკეთესები ვიყოთ და ნუ დააგვიანებთ რეაგირებას! p.s ვფიქრობ სწორად გაგვიგებენ გულშემატკივრებს და გაკიცხვაში არ ჩამოგვართმევენ აზრის საჯაროდ გამოხატვას. რადგან სწორედ ჯანსაღი კრიტიკაა გამოსავალი..
Biannconeri
23 ივნისი 2018 18:37
8

სიახლეები პოპულარული