იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
სამწუხარო ის არის რომ წინსვლა არ ჩანს, სამ პასზე მეტს ვერ აკეთებდნენ, ბურთი უვარდებოდათ და რა შეტევა უნდა განევითარებინათ, არც ენთუზიაზმი ჩანდა, თამაშის დაწყებისთანავე თითქოს იმაზე ფიქრობდნენ როდის დამთავრდებოდა მატჩი, ცუდი ის არის რომ ეს უნიათობა გადამდებია და ახაწვეულებზეც არ გადავიდეს, ეს მათიაშვილზე ნამდვილად აისახა ყოველშემთხვევაში ამ თამაშში, ახლა გიორგაძე და სხვა ახლები არ უნდა აყვნენ, თუ რეალობას შევხედავთ სწორება მაინც 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გვქონდეს,სადაც ჩვენი პატარა გმირები გამოჩდებიან (აი მაგათში კი ჩანს ცეცხლი). მომავლის იმედით
mamuka
24 ივნისი 2018 19:39
4
დიახ, ბატონო, დიახ, ამ რეალობას უნდა შევხედოთ, მაგრამ სწორება 2019-ზეც შეგვიძლია და მერე უკვე 2023-ზე.ჩემი ნება, რომ იყოს მაგ "პატარა გმირებს" უკვე 2019-შიც ჩავრთავდი ძირითადში.
სულ სხვა "გაგების" რაგბს თამაშობენ, ხოლო არსებული ძირითადის შემადგენლობა სამწუხაროდ ვეღარ განვითარდება და იმიტომ.
ამ და წინა თაობებმა უდიდესი საქმმე გააკეთეს, "დიდი გმირები" არიან მაგრამ ახლა უკვე სხვა მოთხოვნები მოდის და რას იზამ.
zaza
25 ივნისი 2018 01:17
1
ვინც იძახის, რომ თურმე არაფერი არ ხდება და მოგება და წაგება ძმები ყოფილან, ეგეთი ხალხის გამო მივექანებით რეგრესისკენ
მთ
24 ივნისი 2018 19:27
3
რა რეგრესზე ლაპარაკობ?ჩვენი მომავალი 20 წლამდელთა ნაკრებია და მათი თამაშია რეგრესი?ერთი ჩავარდნილი ტურნეს გამო ნურც ამ ბიჭებს ჩამოვწერთ და ნურც მწვრთნელს,მით უმეტეს, რომ უკვე შემოდგომიდან ახალგაზრდულის ბიჭებიც დაეხმარებიან და გააძლიერებენ დიდ ბორჯღალს.კიდევ ერთ რამეს გავუწიოთ ანგარიში,შარშან ნაკრებს ჰეიგი ერთ ტაიმს ხელით თამაშზე აქცენტით თამაშს აიძულებდა და თუ ძალიან გაგვიჭირდებოდა,მაშინღა იწყებდნენ ტრადიციულად,მიწოლით შედეგის დადებას,ამ ტურნეზე კი სულაც მთელი თამაში ხელით თამაშს ვცდილობდით,პლიუს ფეხით უკან გადაკიდებას ამუშავებდნენ ბიჭები.ახალგაზრდებისათვის ეს უკვე აღარაა პრობლემა, ძველ გვარდიას ეს უფრო უჭირს,თუმცა მსოფლიომდე ალბათ საკმაოდ დიდი დოზით მიეჩვევიან ასე თამაშს.მე თვითონაც ვწერდი,რომ გუნდში არ ჩანდა ძველებური ჟინი,მაგრამ როცა რაღაც ისეთს გაკეთებინებენ,რაც კარგად არ იცი,თანაც ექსტრემალურ პირობებში,დამერწმუნებით,რომ ძნელია ამის ენთუზიაზმით კეთება.მილტონ ჰეიგი იმისათვის ჩამოიყვანეს საქართველოში,რომ ნაკრების სათამაშო სტილი თანამედროვე რაგბიმდე მიეყვანა და ის ამას ნაბიჯ ნაბიჯ აკეთებს,ყოველი მომდევნო ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრები წინას სჯობია,იქიდან გადმოსული ბიჭები კი უკვე დიდ ნაკრებშიც წამყვან პოზიციებზე გადადიან.მთავარია ზრდასრულ ასაკშიც ზრდა არ შეწყვიტონ,ამის საგანგაშო ნიშნებიც უკვე ჩანს ვასკას შემთხვევაში და თითქოს სოსო მათიაშვილიც ვეღარ თამაშობს ისე,რაც რუსეთში გადავიდა.ამ ბიჭებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფერის კლუბში მოხვედრას და ამის ცხადი მაგალითია ისევ და ისევ ვასკას შემთხვევა,რომელიც კლუბმა ჭაობში ჩაითრია და ახლა უარესია,ვიდრე 20 წლისა იყო.სოსოსაც ალბათ ერჩივნა საქრთველოში დარჩენილიყო და გუნდის ლიდერი ყოფილიყო,მაგრამ ისინი უკვე ზრდასრული ადამიანები არიან და ოჯახის წინაშეც აქვთ პასუხისმგებლობა.ასეა თუ ისე,ხმები ქართული რაგბის რეგრესის შესახებ გადაჭარბებული მგონია,ხოლო ექსპერიმენტში უარყოფითი შედეგიც, შედეგია და ეს კატასტროფა არ არის,მით უმეტეს,რომ ფიჯისთან პირველი ტაიმის მოგების შემდეგ,გამწარებულმა ფიჯელებმა რაც შეეძლოთ,მეორე ტაიმში ყველაფერი აჩვენეს და და გადმოალაგეს.ახლა ჩვენ მათი თამაში უკვე ვიცით,მათ კი ჩვენი თამაში ფაქტობრივად ვერ ნახეს,რამეთუ მსოფლიოზე ჩვენი შერკინება მათზე ძლიერი იქნება და საერთოდაც იქ სულ სხვანაირ რაგბს ვითამაშებთ.თუმცა კრიტიკაც საჭირო და აუცილებელია,რომ არ მოვდუნდეთ და სიფხიზლე არ მოვადუნოთ.
სოსო
25 ივნისი 2018 09:38
4
კი, მომეწონა თამაშის ხარისხი იაპონელებისგან.
ჩვენ რეგრესი კი არ გვაქვს - ეს სხვემა მოუმატეს. ჩვენ რასაც ვთამაშობდით - ისევ ისე ვთამაშობთ, იმიტომ რომ სხვა თამაში ამ მოტამაშეებმა არ იციან.
ბურთიდ დაჭერა 9არ დაგდება) და პასი - არ ისწვლება ვეტერენებში. ეს გამჯდარი უნდა იყოს. ამიტომ ეს არის ამ თაობის შეზღუდულობა. მთავარი მწვრთნელი მათ ვერ უშველის - ცვალეთ რამდნიც გინდათ.
უნდა დაველოდოთ ახალგაზრდებს, რომლებისც რაგბის პრინციპებზე გაიზარდნენს.
გიორგი
25 ივნისი 2018 01:03
1
ყველა გამოხმაურება
სად იყავით მე რომ აქ კლავიატურის მუტრუკებისგან შეურაწყოფებს ვიღებდი ჰეიგზე ცუდს როგორ ამბობო წინა მსოფლიოს მერე ვიძახი ამოწურა ამ კაცმა შესაძლებლობები და მხოლოდ ჩვენი ბიჭების კლასის ხარჯზე გავდიოდით ფონს კიდე ვიმეორებ მემილიონედ გვჭირდება მწვრთნელი და ეხლა უკვე ფორსმაჟორში გორგოძის და ზირაქიშვილის დაბრუნებაც მთელმა რაგბის გულშემატკივრებმა უნდა ვთხოვოთ ორივეს მომავალი თაობებისთვის უნდა დაბრუნდნენ ვინაიდან იტალიასთან მარცხი და ამ ფედერაციის უნიათობამ შესაძლოა დიდი რეგრესი გამოიწვიოს რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა. დროა განგაში ავტეხოთ ქომაგებმა სპორტის გულშემატკივრებმა გამოდით მოითხოვეთ დააყენეთ მწვავედ არსებული პრობლემები ფედერაციის შეცვლისცშემთხვევაში თუ შეიცვლება და მოვა რეალური ხედვების მწონე ხალხი რო არ იფიქროთ რომ ფედერაციაში მინდა შეძრომა გეტყვით 4 წელია საქართველოში არ ვარ და სამწუხაროდ ვერც უახლეს პერიოდში ჩამოვალ რომ მანდ დავდგე რიგით ჯარისკაცად რაგბის გადასარჩენ ბრძოლაში.
კახა
23 ივნისი 2018 13:25
5
რა მწვრთნელმა გინდათ ნაკრების წამყვან მოთამაშეს ასწავლოს ბურთის ხელში დაჭერა? ეს არის მისი დანიშნულება?
დღევანდელი მოთამაშეები არ არიან საერთაშორისო დონის , -ბურთი მაინც ხომ უნდა შინარჩუნონ, ეს ელემენტარული უნდა ასწავლოს ჰეიგმა 25-30 წლის მოთამაშეს?
სხვა რომ მოიწვევთ ის იმან ასწავლოს? ნაკრებია შესაცვლელი და არა მწვრთნელი
გიორგი
23 ივნისი 2018 14:50
1
სრულად გეთანხმები,დიზლაიქებს ალბათ ფედერაციის ხალხი წერს
მთ
23 ივნისი 2018 14:30
2
გუნდი არის უკიდურესად არეული და ვეთანხმები გულშემატკივრის აზრს შარშან რუმინეთში მომხდარი ინცდენტის თაობაზე. მანამდეც არ იყო მთლად დალაგებული სიტუაცია გუნდში და იმის შემდგომ კიდევ უფრო აირია. ვინც ჰეიგის ექსპერენტებზე წერთ ძალიან გთხოვთ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ, ალბათ ჰეიგის ჩანაფიქრის მიუხვდით. მეკოს დაყენება რაში ჯდება საერთოდ???
პაატა
23 ივნისი 2018 20:37
3
ნაკრებს რომ სერიოზული ჩავარდნა აქვს ფაქტია! ნაკრების პროგრესირება კარგა ხანია შეწყდა... ნეტა უკან სვლა არ დაწყებულიყო. მშრალი ანგარიშით წაგება ძალზედ უსიამოვნოა, მაგრამ ამაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ვერც დღეს ვნახეთ რაიმე ისეთი "წარუმატებელი ექსპერიმენტი", რომელიც ამ მძიმე შედეგს გამოიწვევდა. ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი ის უფერული და სრულიად არაეფექტური ტაქტიკური მონახაზია, რომლითაც გუნდმა ბოლო 4 შეხვედრა წარმართა (იმის წინა თამაშებს აღარ გადავწვდები). მხოლოდ ზურგს უკან ბურთის გადაკიდებით რომელ გუნდს მიუღწრვია წარმატრბისთვის??? ჩვენს სათამაშო მონახაზს საერთოდ აკლდა მოულოდნელობის ეფექტი, ყველფერი მარტივად წაკითხვადი იყო. ძალიან დაფიქრება მართებს ჩვენი რაგბის ნესვეურებს!!!იმედია ჩვენს გუნდში თამაშის გაუმჯობესების რესურსი კიდევ დარჩა!
პაატა
23 ივნისი 2018 14:00
0
საშინლად ითამაშეს, ჰეიგი დაუყოვნებლივ უნდა გავუშვათ,ასეთ თამაშს ჯობია საერთოდ უმწვრთნელოდ დარჩე.
japan
23 ივნისი 2018 12:51
10
და მასტან ერთად გუნდის გარეშეც :))))

მოვიწვიოთ სხვა ქვეყნიდან მოთამაშეები
გიორგი
23 ივნისი 2018 15:13
2
დაიწყეთ ლანძღვა გინება .....მოგება წაგება ძმები არიანო ხოდა ამ ძმობას გაუმარჯოს ..ყველა იმ კაცს გაუმარჯოს ვინც წაგებისას ჩვენ ბიჭებთან ერთად გვერდში უდგანან და ამაგრებენ და მოგებისას ერთად ზეიმობენ..ჩვენ გაგვიმარჯოს ლომებო
დაიწყეთ
23 ივნისი 2018 11:58
27
ზედმეტი გაუმარჯოს და ყოჩაღ ლომებოს დრო რომ აშკარად აღარ არის ?
: )))))))
23 ივნისი 2018 12:38
1
სადღეგრძელოს რომ ამბობ რაგბისტვის გიყურებია როდისმე?
მთ
23 ივნისი 2018 12:22
4
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროდ, ქართული რაგბი სრული სვლით დაიძრა ქართული ფეხბურთის მდგომარეობისკენ...
გელა
24 ივნისი 2018 12:21
12
საიდან ასეთუი უაპელაციო დასკვნა?
ორ უძლიერეს გუნდთან წაგების გამო?
არ ვიცით, რომ ორივე ჩვენზე ძლიერია და ტან გასვლაზე?
მხოლოდ ორი წაგების საფუძველზე?
ეს ჩვენი უსაფუძვლო ამბიციაა, რომ მათ უნდა ვამარცხებდეთ აუცილებლად!
გიორგი
24 ივნისი 2018 12:31
15
ასეა,როცა კაცი სიკეთეს აკეთებს,სიკეთითვე არ უხდიან,პირიქით,შეუძლიათ ჩაქოლონ კიდეც თუ ამის საშუალება ექნებათ,ჰეიგმა ამ კარგმა ადამიანმა რაგბი საქართველოში მაღალ საფეხურზე აიყვანა და დიდი და ბევრი სიხარული მოგვანიჭა,გასაგებია ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა,მაგრამ მადლობის სათქმელ კაცს საყვედურს ნუ ვეტყვით და ვიღაცად ნუ მოვიხსენიებთ,სიკეთის დანახვა ვისწავლოთ ქართველებო!
ზასტაველი
24 ივნისი 2018 09:14
3
აგერ, ქვემოთ წერენ, რაგბის კავშირისგან ითხოვენ, იტალიას თუ არ მოუგო იქ იტალიაშიო - მაშინ გავაგდოთო!
zaza
24 ივნისი 2018 12:28
0
რაგბი ევროპა ჩვენ პროგრესს გეომეტრიული პროგრესიით ამცირებს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდები არ თაკილობენ უკანა ხაზის მოთამაშეებს და ჩვენ რა გვჭირს?
Musenbezi
24 ივნისი 2018 11:42
2

სიახლეები პოპულარული