იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
არ გვინდა დავინახოთ, რომ გუნდი კრიზისშია? ვაგებთ ისე რომ ქულასაც ვერ ვიღებთ. მსჯელობის საგანია ფედერაციაში. ზელანდიას დავუდეთ ლელო, იაპონია რაღა გახდა? ვუკლებთ ყველა კომპონენტში, რაც მთავარია ბრძოლისუნარიანობას ვკარგავთ. ფეხბურთის სინდრომი თუ რაგბისაც გადაედო, მაშინ ძნელი საშველი იქნება.
მერაბი
25 ივნისი 2018 11:29
5
mergobrebo yvelam ertsulovnad movitxovot gorgodzis da ziraqas dabruneba.eris survili unda gaitvaliscinon. tan tamashi rom ar sheedzlot kidev gasagebi iqneboda. gasagebia axalgazrdebs unda miecet tavis gamochenis sashualeba, magram jer-jerobit mati shemcvleli ar chans da yvela dametanxmebit gorgodze shecvalo ese advili saqme araa tan am gadamcyvet momentshi ese naucbatevad. aqamde dzalismier tamashs vtamashobdit da chveni satqmeli gvqonda, cagebis miuxedavad uamravjer gviamayia fizikuri dzalis demonstrirebit tundac iaponiastan, argentinastan, zelandiastanac ki. gorgodze da ziraqa aucileblad gvchirdeba es ramdenime gadamcyveti tamashi. tundac ver gaamrtlon chveni molodini amis ar unda sheeshindet. mainc gmirebad darchebian ogond uari ar gvitxran da ar dagvitovon azri-ai rom yofiliyvnen aucileblad movigebdit. me magalitat uelstan monda aseti gancda. chveni tamashi gvetamashes da es ori adamiani gqdadgavda uelss
rigiti gulshematkivari
23 ივნისი 2018 22:38
9
ნეტავ ზირაქას დაბრუნებას ვინც ითხოვს, არ ფიქრობს რომ ხავსს ებღაუჭება?)))
dato
25 ივნისი 2018 11:37
0
საინტერესოა რას გვეტყვის ფედერაციის ხელმძღვანელი! როგორ შეაფასებს დღევანდელობას. პირდაპირ ვიტყვი მელიტონას ბოლო კომენტარები ცოტა არაადექვატური მომეჩვენა. თუ ექსპერიმენტებს აწვება, აშკარაა რომ ძალიან უსარგებლო და წარუმატებელი ექსპერიმენტები გამოვოგვივიდა.
პაატა
23 ივნისი 2018 16:37
4
მე მეუბნება ვინმე მთ რომ რაგბს გიყურებიაო.მე Vუყურებ რაგბს ბიძია რაგბს აბა ....ვინ ? რახან წააგეს და თქვენსავით არ დავიწყე ლანძღვა გინება ესეიიგი უცოდინარი ვარ ჰაჰაჰაჰ..რა არ მოგეწონათ წაგება ცუდიაა? იმიტომ რომ ესერთი სპორტია რომელიც წინაააა მსოფლიო დონეზე მაგრამ ? მაგრამ ის რო დროა რაგბს მიხედოს სახელმწიფომ,ჩადოს ფული და გაუმჯობესოს პირობები ბიჭებს იმის ნახევარი დაახარჯონ რასაც უსაურ ფეხბურთელებს ახარჯებენ .. და აი მერე მოითხოვეთ.. ან კიდე ვინ რას იტხოვთ ვერ ვხდები კიდე რა რაგბისთვის ვის რა გაგიკეთებიათ ?
დაიწყეთ
23 ივნისი 2018 18:07
4
არაუშავს 21 წლამდელების იმედიმაქ მე
.
23 ივნისი 2018 15:20
2
ნემსაძის ტრამვაზე იცით რამე?
(საიტს) პრესკომფერენცია საინტერესო იქნებოდა. გუნდს მგონი ლიდერი სჭირდება.
ვანო
23 ივნისი 2018 22:07
0
დროა გადადგნენ
lo
23 ივნისი 2018 17:31
5
კრიტიკა გასაგებია, მაგრამ არა ბრტყელი ფრაზები, მგონი უკანა ხაზის გამოწრთობას ეთმობა უკვე დიდი დრო (ბევრი თამაში) და გასაგებია ჩავარდნები და უხერხულობა თამაშში. წაგება საწყენია, მაგრამ ისტერიკა უსაფუძვლოა.
Android
23 ივნისი 2018 15:34
13
ხო მართალი ხარ - "ძალიან მეწყინა 28:0 წაგება, მაგრამ არაუშავს უკანა ხაზი ვარჯიშობდა". ადექვატურია ახლა ეს რეაქცია?
???
23 ივნისი 2018 16:04
0
რაღაც ისეთი იცი, რაც ჩვენ არ ვიცით ალბათ.სიტყვა ისტერიკას მნიშვნელობა გაიგე ჯერ
მთ
23 ივნისი 2018 15:58
0
რო წერთ მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები ყველა კომპონენტში დაჯაბნაო იქნებოდა რაღაც რასაც ჩვენები კარგად გააკეთებდნენ და იქნებ ისიც აგეღნიშნათ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
23 ივნისი 2018 12:04
27
რაგბი არ გესმი ალბათ და რატომ იწვალებ თავს?
მთ
23 ივნისი 2018 12:09
0
მიტოს უდიდესი მადლობა იმ ღვაწლისთვის რაც მან ქართული რაგბის განვითარებაში შეიტანა. მის ხელში ჩვენი ნაკრები სულ სხვა დონის გუნდი გახდა და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. დიდი მადლობა მიტოს ამ ყველაფრისთვის. ეხლა კი ალბათ დადგა ის რდო, როდესაცსხვა მწვერვალების დაპყრობა გველის წინ და ალბათ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა უფრო მაღალი დონის მწვრთნელზე ფიქრი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ნაკრებშიც უკვე საკმაოდ გვყავს ვეტერანი დიჭები, რომლებმაც თავისი მაქსიმუმი შეასრულეს, ნაკრებში თაობათა ცვლაც მიმდინარეობს და სწორედ ესაა ჩემი აზრით მიზეზი ყველაფერ იმისა რაც ხდება.არაფერი კატასტროფული არ ხდება, ასეთი რამ ექვსი ერის ნაკრებებშიც ხდება პერიოდულად. რაც ყველაზე მეტი დამაიმედებელია ისაა, რომ ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა მოდის რომელიც ძირითადი ნაკრების ბიჭებს დროთა განმავლობაში ჩაანაცვლებს და ექვსი ერის ბიოროკრატიულ მანქანასაც დაანგრევს. ამის თქმის უფლებას ჩვენი 20 წლიანთა ნაკრების ის შეასანიშნავი, თანამედროვე რაგბის თამაში მაძლევს, რომელიც ბიჭებმა სულ ახლახან გვაჩვენეს და ექვსი ერის მომავალი თაობა დაამარცხეს. ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ და უმადურებიც ნუ ვიქნებით. ჩვენს რაგბს ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინა აქვს და ჩვენი ბიჭების ამ გამარჯვებებსაც ჩვენ ყველანი აუცილებლად მოვესწრებით!!!
soxumeli veterani
23 ივნისი 2018 16:25
5

სიახლეები პოპულარული