თბილისში გასამართი ტურნირის, Rugby Summer Cup-ის მონაწილეები ცნობილია

AutoSharing Option
28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში ტურნირი Rugby Summer Cup 2018 გაიმართება.

თასზე საქართველოს A ნაკრებთან ერთად ("ბორჯღალოსნების" მეორე ნაკრები), ფრანგული კლუბი "რასინგი 94", ბრაზილიის ნაკრები და არგენტინა XV (არგენტინის მეორე ნაკრები) იასპარეზებენ.

Sportall.Geმატჩების განრიგი:

28 ივლისი
რასინგი 92-ბრაზილია
საქართველო A-არგენტინა XV

3 აგვისტო
საქართველო A-ბრაზილია
რასინგი 92-არგენტინა XV

ყველა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დღეს, 18:00 საათზე, "თიბისის" მარჯანიშვილის ფილიალში (მარჯანიშვილის 7) რაგბის კავშირი და "თიბისი" ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ახალი საერთაშორისო ოთხთა ტურნირის, Rugby Summer Cup 2018-ის შესახებ იქნება საუბარი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან საინტერესო ტურნირია. კარგია, რომ ა ნაკრებშიც ექნებათ თავის გამოჩენის საშვალება დიდი 10 ის მორაგბეებს. ერთი შენიშვნა მაქვს ტურნირის რეგლამენტთან თუ ორ ტურად ტარდება არ ჯობდა ოლიმპიური სისტემით ყოფილიყო, ნახევარფინალი და ფინალი.
irakli81
11 ივლისი 2018 15:37
0

სიახლეები პოპულარული