rugbypass.com. იტალიელთა მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ გაღიზიანებულია

AutoSharing Option
და ჰა, ახლოვდება იტალიასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნანინანატრი მატჩი, რომლის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ბორჯღალოსნების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება rugbypass.com-თან ინტერვიუში ვერ დამალა.

როგორც იცით, ექვს ერში იტალიის ნაკრები მუდამ აუტსაიდერია და სულ უფრო და უფრო ხშირად მიდის საუბრები ამ ტურნირის რეფორმაზე და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგია ო'ში.

ის ამბობს, რომ იტალიური რაგბი პროგრესირებს, იაპონია დაამარცხეს და არავის უნდა დაინახოს, რომ ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნის გუნდთან 0:28 წააგეს.

მისი მტკიცებით, ბევრ სათამაშო კომპონენტში ძალიან მოუმატეს
და წინსვლა ყველა ასაკობრივ ნაკრებში სახეზეა.

იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს მუხლზე ნაოპერაციევ 35 წლის სერჯიო პარიზზე და ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე ის გაიბრწყინებს, მათი გუნდის ექვსი ერის დატოვება კი აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სისულელეა.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში ჩატარდება.

altდავით კაჭარავამ ტრავმა მიიღო და ორი თვე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 35 /
ყოველი ჩვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ლომები სრულად დაიხარჯებიან და თავდადებით ითამაშებენ. არავითარ შემთხვევაში პრესში არ უნდა ვამყოფოდ ისინი, რომ ზედმეტად არ ინერვიულონ და სრულ დისიპლინაზე დამყარებული ლაღი თამაში აჩვენონ. ყველას კარგად გვესმის ამ შეხვედრის მნიშვნელობა, მაგრამ თუ ისეთივე მონდომებით ითამაშებენ, როგორ უელსთან, გინდაც წააგონ მათ არავინ გაკიცხავს. დღესაც მაკანკალებს იმ თამაშის გახსენებაზე.
emigranti
16:26 11-10-2018
0
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას იტალიასთან მოგება ისტორიული მნიშვნელობის იქნება. გამარჯვების შემთხვევაში უზარმაზარ ნაბიჯს გადავდგამთ 6 ერისკენ. ჩვენი მანდ შეყვანა ,რომ არ უნდათ ზუსტად მაგიტომ ყველაფერი უნდა დავდოთ გასამარჯვებლად. მარტო თავდადება არ შველის ამ საქმეს, ფსიქოლოგიურად და მენტალურადაც მზად უნდა ვიყოთ, მსაჯი სერიოზული ფაქტორია, მაგრამ შესაფერის სათამაშო კლასს თუ გამოვავლენთ გავიმარჯვებთ. ასე რომ ჩვენი ბედი ისევ ჩვენ ხელშია. მიდით ბიჭებო! დავუმტკიცოთ ყველას რომ ქართველების ადგილი მხოლოდ ელიტაშია! უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
პეტრე
11:44 11-10-2018
0

სიახლეები პოპულარული