rugbypass.com. იტალიელთა მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ გაღიზიანებულია

AutoSharing Option
და ჰა, ახლოვდება იტალიასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნანინანატრი მატჩი, რომლის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ბორჯღალოსნების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება rugbypass.com-თან ინტერვიუში ვერ დამალა.

როგორც იცით, ექვს ერში იტალიის ნაკრები მუდამ აუტსაიდერია და სულ უფრო და უფრო ხშირად მიდის საუბრები ამ ტურნირის რეფორმაზე და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგია ო'ში.

ის ამბობს, რომ იტალიური რაგბი პროგრესირებს, იაპონია დაამარცხეს და არავის უნდა დაინახოს, რომ ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნის გუნდთან 0:28 წააგეს.

მისი მტკიცებით, ბევრ სათამაშო კომპონენტში ძალიან მოუმატეს
და წინსვლა ყველა ასაკობრივ ნაკრებში სახეზეა.

იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს მუხლზე ნაოპერაციევ 35 წლის სერჯიო პარიზზე და ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე ის გაიბრწყინებს, მათი გუნდის ექვსი ერის დატოვება კი აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სისულელეა.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში ჩატარდება.

altდავით კაჭარავამ ტრავმა მიიღო და ორი თვე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 35 /
რატომ აქვს ამ კაცს უარყოფითი დამოკიდებულება? მესმის არ უნდა რომ იტალია გამოაგდონ ექვსი ერიდან, მაგრამ ჩვენ რა დაუშავეთ? სიმართლე გითხრათ არ ვარ დარწმუნებული რომ იტალიას მოუგებთ, თუმცა ძალიან მინდა.
ლაშა
02 ოქტომბერი 2018 09:47
4
ამდენი წელი 6 ერში რომ გვეთამაშა დარწმუნებული ვარ იტალიაზე ძლიერებიც ვიქნებოდით და იაპონიასთან მოგება საბლატაოდ არ გვექნებოდა. ამდენ ჯახში და ჯაჯგურში უდიდესი გამოცდილება მიიღო და დიდი პროგრესი განიცადა მაგრამ მაინც შინაგანი შიში აქვს ჩვენი. ეგ კაია. ისე რეალურად მართლა ჩვენზე უკეთესი გუნდია მაგრამ დანებება ჩვენ არ გვჩვევია და დარწმუნებული ვარ სისხლს შევასხავთ იტალიას. წაუგებელი კი ნაღდად არ არის
gio
02 ოქტომბერი 2018 10:23
0
იტალიის ეროვნული ნაკრები მიუხედავად მისი აუტსაიდერული პოზიციისა ობიექტურად ჩვენს ნაკრებზე უფრო ძლიერი და გამოცდილია. ამიტომ ეს ერთი თამაში ვერ იქნება რაიმე ცვლილებების კატალიზატორი სარაგბო სამყაროში.
ჩვენი ნაკრების რეალური შესაძლებლობები გამოჩნდება მსოფლიოზე თამაშისას.
სამწუხაროდ გარკვეული რეგრესი შეიმჩნევა ნაკრების თამაშში და იმედია მანამდე გამოასწორებენ და სამწრთვნელო შტაბში ცვლიელბებიც ამის საწინდარი უნდა იყოს.
ფედერაციაშიც ცვლილებებია საჭირო, ფაქტია წინსვლა შენელებულია.
WTF
02 ოქტომბერი 2018 09:30
4
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა. იტალია ჩვენზე ძლიერია, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება დავმარცხდეთ კიდეც და ეს არ იქნება ტრაგედია. იტალიელთა მწვრთნელის ადგილას სხვაც გაღიზიანდებოდა, თუ მისი გუნდის 6 ერიდან დაქვეითებაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ დავემატოთ ამ გათამაშებას ან სხვა რაიმე ფორმით მოგვეცეს საშუალება 6 ერის გუნდებთან თამაშის.ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს ჩვენმა მწვრთნელმაც და რაგბის კავშირის პრეზიდენტმაც. ეს რამენაირად უნდა გაიგოს ყველამ.
: )))))))
02 ოქტომბერი 2018 11:25
0
თუ ევროპული რაგბის მამებს პროგრესის სურვილი გააჩნიათ, არაფრის შეცვლაც არ იქნება საჭირო - ფეხბურთის მსგავსად მოეწყოს ერთა ლიგა და დარჩეს ეგ 6 ერი 6-ად, ხოლო მათში ბოლოზე გასული მეორე ექვსეულის გამარჯვებულს შეხვდეს 2 მატჩიან პლეიოფში, მოვიგებთ - შევალთ, წააგებენ - გავარდებიან და აღარავის აღარაფერი ექნება საკინკლაო და სამაფიოზო... მაგრამ ცვლილებები არ უნდათ და ახლა ისეთი დროება გვიდგას, რომ მათი აზრით, კარგა ხნით უნდა ჩავიწყვიტოთ ხმა... ჩვენ წინასწარ ვიცოდით, როდის უნდა შევხვედროდით იტალიელებს და მომზადების პიკიც ამ პერიოდზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გათვალისწინებული ჰქონდა ფედერაციას და წინასწარ ნუ წავიყრით თავზე ნაცარს, ასეთი მატჩის წინ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ - მორაგბეებმაც, მწვრთნელებმაც და გულშემატკივარმაც....
მ. ტ.
02 ოქტომბერი 2018 16:48
1
ვფიქრობ გაგვიჭირდება მოგება. არაა სუსტი იტალია, მაგრამ მაინც იმედიანად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი ლომების და თავს არ დაზოგავენ!
შოთა
02 ოქტომბერი 2018 09:17
0
ერთად შემოყარეს ყველა კომენტარი, ეტყობა ადმინს სამუშაო დღე 13 საათზე ეწყება )))
ძაან ცუდ დროს მოგვიწია იტალიელებთან თამაში, ტრამვები და ჩავარდნა ერთდროულად!!! მხოლოდ ჩვეული ჯიგრით თამაში თუ შეგვინარჩუნებს ღირსებას!
ბს
02 ოქტომბერი 2018 13:37
0
კომენტარის დამწერებო, კარგად არ იცნობთ მგონი ჩვენს ბორჯღალოსნებს. ამ 1 კონკრეტული თამაშისთვის თავს გადადებენ, ისევე როგორც ტონგასთან ქნეს თავის დროზე. მაშინ ტონგასთან აშკარა აყცაიდერები ვიყავით, ტონგას კუში ქონდა 1.25 თუარ ვცდები. ობიექტურად რო გვემსჯელა არ უნდა გვქონოდა მოლოდინი საქართველოს განარჯვების, მაგრამ გავიმარჯვეთ!!! ასევე იქნება 10 ნოემბერსაც
Niko
02 ოქტომბერი 2018 15:46
0
იმედია ეგრეც მოხდება, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ტონგასთან თამაშისათვის გუნდი განსაკუთრებულად ემზადებოდა თვეების განმავლობაში. იქამდე რამდენიმე საწვრთნელი მატჩიც გვქონდა. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ მაშინ ტრამვირებული მოთამაშე პრაქტიკულად არ გვყოლია, რასაც ამ თამაშზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
: )))))))
02 ოქტომბერი 2018 20:12
1
სამწუხაროდ დიდად ოპტიმისტურად ვერ ვარ განწყობილი, ნეტა ვცდებოდე!!! ბოლო თამაშებში ნაკრების პრობლემები უკვე ძალიან თვალშისაცემი იყო. შერკინების ავსტრალიელი მწვრთნელის გაშვება და ინგლისელის მოყვანა, მერე იმის თქმა რომ შეტევის მწვთნელი მე თვითონ ვიქნებიო, ჩემთვის მინიმუმ ცოტა გაუგებარს ხდის ჰეიგის გეგმას. მსოფლიომდე ერთი წელიც აღარ დარჩა და მაგარ გაურკვევლობაში ვართ. ტრამვები გასაგებია ძალიან ცუდია, მაგრამ აქამდე ის მაინც ვიცოდით რომ შერკინების პირველ ხაზში საერთოდ არ გვქონდა პრობლემები, ეხლა ირკვევა რომ იქაც მთლად კარგად ვერ არის საქმე. განვლილი მსოფლიოს მერე ჰეიგის მხრიდან ისეთი ამბიციური განცხადბები კეთდებოდა 6 ერში ჩვენი მიღების აუცილებლობაზე, რომ დარწმუნებული ვიყავი ამ კაცს და ფედერაციას ნაკრების განვითარების მაგარი გეგმა ქონდათ, მაგრამ როგორც გაირკვა არსებულმა გეგმამ ვერ იმუშავა და ბოლო სამ თამაშში ჩვენს ნაკრებს ფაქტიურად ძლიერი მხარე არაღც კი დარჩა. იტალიელებიც მაგრად გვაკვირდებოდნენ ეს 3 წელი და ზუსტად მაშინ დათანხმდნენ ჩვენთან თამაშს, როდესაც ჩვენი ნაკრების თამაშში სერიოზული პრობლემებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნეტავი ვცდებოდე ჩემს შეფასებებში და საქმე საპირისპიროდ იყოს. დიდი იმედი მაქვს იტალიასთან თავდადებით ითამაშებენ ბიჭები (იაპონიასთან ესეც აღარ იყო!) და სრულად დაიხარჯებიან. წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
პაატა
02 ოქტომბერი 2018 13:50
1
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას იტალიასთან მოგება ისტორიული მნიშვნელობის იქნება. გამარჯვების შემთხვევაში უზარმაზარ ნაბიჯს გადავდგამთ 6 ერისკენ. ჩვენი მანდ შეყვანა ,რომ არ უნდათ ზუსტად მაგიტომ ყველაფერი უნდა დავდოთ გასამარჯვებლად. მარტო თავდადება არ შველის ამ საქმეს, ფსიქოლოგიურად და მენტალურადაც მზად უნდა ვიყოთ, მსაჯი სერიოზული ფაქტორია, მაგრამ შესაფერის სათამაშო კლასს თუ გამოვავლენთ გავიმარჯვებთ. ასე რომ ჩვენი ბედი ისევ ჩვენ ხელშია. მიდით ბიჭებო! დავუმტკიცოთ ყველას რომ ქართველების ადგილი მხოლოდ ელიტაშია! უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
პეტრე
11 ოქტომბერი 2018 11:44
0
ღმერთმა ქნას ძალიან ვცდებოდე.მიუხედავად ჩემი ოპტიმისტური განწყობისა,ბოლოდროინდელი თამაშებით თუ ვიმსჯელებთ,უკან მივდივართ და განსაკუტრებით ფიზიკაში,რაც მუდამ ჩვენი კოზირი იყო,იტალიელები კი საკმაოდ პროგრესირებენ....ამიტომ ძალიან მეეჭვება მოუგოთ და თან ტრავმებიც გვიშლის ხელს......პ.ს..ისე ჩვენ გარდა ღიპიანი მორაგბეები არავის არ ყავს,რაც სისწრაფეში ძალიან გვიშლის ხელს...წარმატებები ბიჭებო
euhh
02 ოქტომბერი 2018 14:40
2
Gipiani vin ari?
Gagi
02 ოქტომბერი 2018 15:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული