rugbypass.com. იტალიელთა მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ გაღიზიანებულია

AutoSharing Option
და ჰა, ახლოვდება იტალიასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნანინანატრი მატჩი, რომლის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ბორჯღალოსნების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება rugbypass.com-თან ინტერვიუში ვერ დამალა.

როგორც იცით, ექვს ერში იტალიის ნაკრები მუდამ აუტსაიდერია და სულ უფრო და უფრო ხშირად მიდის საუბრები ამ ტურნირის რეფორმაზე და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგია ო'ში.

ის ამბობს, რომ იტალიური რაგბი პროგრესირებს, იაპონია დაამარცხეს და არავის უნდა დაინახოს, რომ ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნის გუნდთან 0:28 წააგეს.

მისი მტკიცებით, ბევრ სათამაშო კომპონენტში ძალიან მოუმატეს
და წინსვლა ყველა ასაკობრივ ნაკრებში სახეზეა.

იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს მუხლზე ნაოპერაციევ 35 წლის სერჯიო პარიზზე და ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე ის გაიბრწყინებს, მათი გუნდის ექვსი ერის დატოვება კი აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სისულელეა.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში ჩატარდება.

altდავით კაჭარავამ ტრავმა მიიღო და ორი თვე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 35 /
ზუსტად 10 ნოემბერს ტალახადზის გამოსვლაა მსოპლიოზე..2 სასცაული გვინდა 10 ნოემბერს
treneri
02 ოქტომბერი 2018 10:59
0
ტალახაძე რომ დავაყენოთ შერკინებაში ვითომ ვერ გაქაჩავს? :))
gio
02 ოქტომბერი 2018 15:18
0
რბილად რომ ვთქვათ გაგვიჭირდება! ტრავმირებულნი არიან კაჭარავა, მიქაუტაძე და ასეიშვილი. სავარაუდოდ ვერ ითამაშებენ თხილიშვილი, ჩილაჩავა და შარიქაძე. ესენი რა ძალაა ჩვენი გუნდისათვის ყველას გვესმის, ისინი უბრალოდ ძირითადის მორაგბეები კი არა გუნდის ლიდერები არიან. მთელი მსოფლიოს სარაგბო თემი იჩენს ამ თამაშზე ინტერესს და მათთვის სულაც არ არი საინტერესო გვყავს თუ არა მწყობრში გუნდის ლიდერები, შედეგი აინტერესებთ იტალია-საქართველო. ჯანდაბა!!! რა ცუდ დროს დაგვემთხვა ეს ტრამვიანობა. ((( იქნება დაბრუნდეს გორგოძე ორი თამაშისთვის ნაკრებში (ერთი იტალიასთან და ერთის თბილისში გამოსათხოვარი), ფორმაშია მგონი და ფიზიკურს რომ თავი დავანებოთ ამ ტრამვიანობისას სერიოზული ფსიქოლოგიური თანადგომა იქნება ჩვენებისათვის. არადა აგერ იტალიელთა ლიდერი სერჯიო პარისე 35 წლისაა და არც ტრავმები უვლიან გვერდს.
ბს
02 ოქტომბერი 2018 10:51
0
უბრალოდ დარწმუნებული ვარ რომ წავაგებთ, რეალურად ვამბობ ემოციების გარეშე. ჩვენებს ვავარდნა აქვთ, აშკარაა მწვრთნელი ადგილზე გაიყინა ვერაფერს მატებს გუნდს.ახალი მწვრთნელი გვინდა რომელიც არ მოყავთ. სვანიძე არაა ცუდი მარა აზრზე არაა რას ერჩოდნენ ნიჟარაძეს. ცუდ დროს ვეთამაშებით. მოკლედ დიდი იმედია ვცდები მაგრამ არ ვართ ჩვენ მაგათი იტალიაში მომგები ამ გუნდით
ნოშრევან
02 ოქტომბერი 2018 10:48
7
სადაა აშკარა გაღიზიანება?ეს კაცი იძახის,რომ წელს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს,ვიდრე შარშან იყო და ეს სრული სიმართლეა,რომ საქართველოს წლევანდელი ნაკრები უარესია,ვიდრე შარშან იყო და ესეც სრული სიმართლეა,ნაკრებების რეალური ძალა, მსოფლიოს თასზე გამოჩნდებაო და ესეც სრული სიმართლეა.ფაქტია,რომ ჩვენმა კონკურენციამ იტალიელებზე სასიკეთო გავლენა მოახდინა .ახლა ჯერი ჩვენზეა.
სოსო
02 ოქტომბერი 2018 10:41
0
როგორც ვიცით რაგბის სამყაროში ერთა ლიგის ფორმატმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და 2020 წლიდან ანალოგიური ტურნირი რაგბშიც აიღებს სტარტს. აქედან და იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ რაგბის გეოგრაფია საკმაოდ სწრაფად იზრდება და ეს განსაკუთრებით ევროპაშია შესამჩნევი, ერთ მშვენიერ დღეს 6 ერის მხოლოდ კომერციული მხარე დაკარგავს აზრსაც და კომერციულ ფაქტორსაც, მისი არსებობის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება წმინდა სპორტული და სანახაობრივი პრონციპები. ეს სავარაუდოდ უახლოესი 2-3 წლის საკითხია. ამიტომ საჭიროა ჩვენ შევინარჩუნოთ დომინანტი პოზიცია არამხოლოდ ევროპაში (6 ერის გარეთ ვგულისხმობ) არამედ რეიტინგში მახლობლად მყოფ ნაკრებებს შორისაც. მესვეურთ, რომელთაც არ სურთ 6 ერის ფორმატის შეცვლა, არ უნდა მიეცეთ რაიმე არგუმენტის წამოყენების შესაძლებლობა. თუნდა აი ასეთის რაც ამ კაცმა თქვა - იაპონიას ჩვენ მოვუგეთ, ქართველებმა კი მათთან ამხელა სხვაობით წააგესო. თითქოს ძალიან სასაცილო და ბავშვური საკითხია არა? ამ ერთი წაგებით ხომ არაფერი მტკიცდება? მაგრამ, ეს ჩასაფრებულის პოზიციიდან საკმაოდ ძლიერი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად თუ ვინ უფრო ძლიერია. საერთოდ როდესაც რამეს ამტკიცებ და მით უმეტეს თუ ეს ხდება სპორტის სამყაროში, არაფრით არ უნდა დაკარგო კონცენტრაცია ერთი წამითაც კი. მითუმეტეს თუ ასეთი ჩასაფრებული ხალხით ხარ გარშემორტყმული ჩაკეტილ წრეში. არ უნდა წააგო რეიტინგში შენს სიახლოვეს მყოფ გუნდებთან და მინიმუმ ერთი თავით მაღალი უნდა ჩანდე მათზე. იტალიასთან თამაშს რაც შეეხება - ჩემი აზრით ძალიან რთული იქნება. რაღაც ასპექტებში ჩვენ გვექნება უპირატესობა, უმეტესში კი მათ. უბრალოდ ბიჭებმა უნდა გაითავისონ ის, რომ ეს მათი თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რომელსაც შესაძლოა ისეთი შედეგები მოჰყვეს ქართული რაგბისათვის, რომ თითოეული მათგანი ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი თამაშით გაიხსენონ...
ანესთეზეოლოგი
02 ოქტომბერი 2018 10:32
0
ამდენი წელი 6 ერში რომ გვეთამაშა დარწმუნებული ვარ იტალიაზე ძლიერებიც ვიქნებოდით და იაპონიასთან მოგება საბლატაოდ არ გვექნებოდა. ამდენ ჯახში და ჯაჯგურში უდიდესი გამოცდილება მიიღო და დიდი პროგრესი განიცადა მაგრამ მაინც შინაგანი შიში აქვს ჩვენი. ეგ კაია. ისე რეალურად მართლა ჩვენზე უკეთესი გუნდია მაგრამ დანებება ჩვენ არ გვჩვევია და დარწმუნებული ვარ სისხლს შევასხავთ იტალიას. წაუგებელი კი ნაღდად არ არის
gio
02 ოქტომბერი 2018 10:23
0
რატომ აქვს ამ კაცს უარყოფითი დამოკიდებულება? მესმის არ უნდა რომ იტალია გამოაგდონ ექვსი ერიდან, მაგრამ ჩვენ რა დაუშავეთ? სიმართლე გითხრათ არ ვარ დარწმუნებული რომ იტალიას მოუგებთ, თუმცა ძალიან მინდა.
ლაშა
02 ოქტომბერი 2018 09:47
4
იტალიის ეროვნული ნაკრები მიუხედავად მისი აუტსაიდერული პოზიციისა ობიექტურად ჩვენს ნაკრებზე უფრო ძლიერი და გამოცდილია. ამიტომ ეს ერთი თამაში ვერ იქნება რაიმე ცვლილებების კატალიზატორი სარაგბო სამყაროში.
ჩვენი ნაკრების რეალური შესაძლებლობები გამოჩნდება მსოფლიოზე თამაშისას.
სამწუხაროდ გარკვეული რეგრესი შეიმჩნევა ნაკრების თამაშში და იმედია მანამდე გამოასწორებენ და სამწრთვნელო შტაბში ცვლიელბებიც ამის საწინდარი უნდა იყოს.
ფედერაციაშიც ცვლილებებია საჭირო, ფაქტია წინსვლა შენელებულია.
WTF
02 ოქტომბერი 2018 09:30
4
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა. იტალია ჩვენზე ძლიერია, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება დავმარცხდეთ კიდეც და ეს არ იქნება ტრაგედია. იტალიელთა მწვრთნელის ადგილას სხვაც გაღიზიანდებოდა, თუ მისი გუნდის 6 ერიდან დაქვეითებაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ დავემატოთ ამ გათამაშებას ან სხვა რაიმე ფორმით მოგვეცეს საშუალება 6 ერის გუნდებთან თამაშის.ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს ჩვენმა მწვრთნელმაც და რაგბის კავშირის პრეზიდენტმაც. ეს რამენაირად უნდა გაიგოს ყველამ.
: )))))))
02 ოქტომბერი 2018 11:25
0
ვფიქრობ გაგვიჭირდება მოგება. არაა სუსტი იტალია, მაგრამ მაინც იმედიანად უნდა ვიყოთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი ლომების და თავს არ დაზოგავენ!
შოთა
02 ოქტომბერი 2018 09:17
0

სიახლეები პოპულარული