rugbypass.com. იტალიელთა მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ გაღიზიანებულია

AutoSharing Option
და ჰა, ახლოვდება იტალიასთან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ნანინანატრი მატჩი, რომლის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ბორჯღალოსნების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება rugbypass.com-თან ინტერვიუში ვერ დამალა.

როგორც იცით, ექვს ერში იტალიის ნაკრები მუდამ აუტსაიდერია და სულ უფრო და უფრო ხშირად მიდის საუბრები ამ ტურნირის რეფორმაზე და მასში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგია ო'ში.

ის ამბობს, რომ იტალიური რაგბი პროგრესირებს, იაპონია დაამარცხეს და არავის უნდა დაინახოს, რომ ქართველებმა ამომავალი მზის ქვეყნის გუნდთან 0:28 წააგეს.

მისი მტკიცებით, ბევრ სათამაშო კომპონენტში ძალიან მოუმატეს
და წინსვლა ყველა ასაკობრივ ნაკრებში სახეზეა.

იტალიელთა ირლანდიელი თავკაცი დიდ იმედებს ამყარებს მუხლზე ნაოპერაციევ 35 წლის სერჯიო პარიზზე და ამბობს, რომ მსოფლიოს თასზე ის გაიბრწყინებს, მათი გუნდის ექვსი ერის დატოვება კი აბსურდია და ამაზე ლაპარაკი სისულელეა.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 10 ნოემბერს ფლორენციაში ჩატარდება.

altდავით კაჭარავამ ტრავმა მიიღო და ორი თვე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 35 /
ერთი ესენი გაგვაძუყნია უდედო კნუტივით
ლელო
02 ოქტომბერი 2018 11:08
0
ძალიან მალე გვავიწდება ყველაფერი.ორი წელი გავიდა შოტლანდია-საქართველოს მატჩიდან.სქოთები ძლიერ ორგნიზებული და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩნენ.ამისდა მიუხედავათ ინგლისელი მსაჯი მეთიუ ქარლი რამოდენიმე მომენტში აშკარად შოტლანდიელებს მიემხრო.იგივე მოხდება იტალიასთან.საქართველოს ნაკრებს გაუჭირდება სარაგბო მაფიასთან ბრძოლა.არ უნდათ ექვს ერში ჩვენი შეშვება და ძალაა?
გიოშა
06 ოქტომბერი 2018 13:17
0
სადაა აშკარა გაღიზიანება?ეს კაცი იძახის,რომ წელს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს,ვიდრე შარშან იყო და ეს სრული სიმართლეა,რომ საქართველოს წლევანდელი ნაკრები უარესია,ვიდრე შარშან იყო და ესეც სრული სიმართლეა,ნაკრებების რეალური ძალა, მსოფლიოს თასზე გამოჩნდებაო და ესეც სრული სიმართლეა.ფაქტია,რომ ჩვენმა კონკურენციამ იტალიელებზე სასიკეთო გავლენა მოახდინა .ახლა ჯერი ჩვენზეა.
სოსო
02 ოქტომბერი 2018 10:41
0
როგორც რაგბისტებისგან(არა ნაკრების წევრების) მსმენია, საუკეთესო ფორმაში ჩვენი ნაკრები ნამდვილად არაა, ორ წამყვან მოთამაშეს ტრავმები აქვს მიღებული და რეაბილიტაციას 6 თვე სჭირდება, ამას ემატება ის რომ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და გუნდი ჯერ შეთამაშებული არაა. ნაკრების პრობლემები ჩვენ ყველამ ტესტ მატჩებშიც ვნახეთ და არა მგონია ვინმე კმაყოფილი დარჩენილიყო ხილულით. იტალიელები ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მატჩს და მზადებაც მისთვის უკვე კარგა ხანია დაიწყეს. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის ამ მატჩს ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი, გაცილებით უფრო დიდი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვიდრე იტალიელებისთვის და რატომ, იტალიელები ჩვენთან რომც დამარჩხდნენ, ხვალ მათ 6 ერიდან არავინ გააგდებს და ჩვენ არ მიგვიღებს, უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ 6 ერისკენ და სალაპარაკოც ბევრი გვექნება რომ აგერ ბატონო დაგიმტკიცეთ კიდეც რომ ვპროგრესირებთ, 6 ერის გუნდს ვუგებთ და 6 ერში მოხვედრის შანსს რატომ არ გვაძლევთ, ხოლო თუ წავაგეთ, ალბათ როგორც მინიმუმ 10 წლით მაინც მოგვიწევს ჩვენი 6 ერში მოხვედრის საკითხზე გაჩუმება და საბაბს მივცემთ ყველას ვინც ამის წინააღმდეგია. იმედი მაქვს ჩვენს ბიჭებს ამდენი ესმით და პრობლემების მიუხედავად 10 ნოემბერს გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებენ! ეს ჩემი სუბიექტური აზრია!
soxumeli veterani
02 ოქტომბერი 2018 12:29

02 ოქტომბერი 2018 12:18
0
Shansi ari da zalianac realuri. Tu, ra tqma unda chven mtavar kozirs, sherkinebis pirvel xazs gamoviyenebt da heigi am mxriv maimunobad morcheba. Zonzebis gashvebam da kargi sherkinebus mwvrtnelis mowvevam amis imedi chamisaxa. Travmebi gasagebia, magram tu naro da chila gveyoleba, girgaze dabrunda da sharikazez davrundeba, am fonze kachis da kotes travmebi ar xhans katastrofad meore xazshi isedac mosalodbeli iyo, ro vinme travmas idesme miigebda da shemcvleli cita gvyavs, amito aq gabedulad eqsperimebtebi! Kachisac vpiqrob cgavanacvlebt uproblemod, tumca saiaponiot gvchirdeba aucileblad. Ai gerzshi ki dria abjandaze- aprasizus duets mieces shansi. Xmalaze, pirovnulad bodish vuxdi, magram zalian shirsaa im motxovnebidan, rasac 10 nomers tanamedrove ragbi uyenebs. Imedia pirvel xazshi tetrashvil-bekoshvil-mircxulavas agar vixilavt.
Zuka
02 ოქტომბერი 2018 15:51
0
,,რეალურად" -- 20-30 ქულით წავაგებთ... სხვა მოლოდინი არ მაქვს სამწუხაროდ...
გუსანი
02 ოქტომბერი 2018 14:22
19
გუსანი ხარ თუ ყორანი?ფუი ეშმაკს,ემანდ არ აგვიხდეს
.
02 ოქტომბერი 2018 17:22
1
რა იყო ადმინ რა არ მოგეწონა კომენტში რომ არ აქვეყნებ? მერე არ უნდა გიკვირდეთ უკმაყოფილება!!! მერამდენედ აკეთებთ ასე?!
bs
02 ოქტომბერი 2018 13:01
0
თქვენ ხომ არ დამცინით, კომენტარებს რატომ არ მიქვეყნებთ არც ფეხბურთზე და არც რაგბზე?:))
ანესთეზეოლოგი
02 ოქტომბერი 2018 12:38
0

სიახლეები პოპულარული