მილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის მილტონ ჰეიგის საუბარი შემოგვთავაზა. ის მომავალ შეხვედრაზე და ქართველების მებრძოლ ხასიათზე ლაპარაკობს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ხალხი ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ზედგამოჭრილია.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქამს, ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

მსმენია ფრანგი
მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, უხასიათოდ იყო, ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.

აქედან გამომდინარე, ნათქვამი: "ბრძოლაში ბედნიერი", ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ და როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებოდით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლება და არც პრობლემა არ არის. ამას ჩვენს უპირტესობად ვთვლი.

აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!"

მკითხველის კომენტარები / 39 /
მელიტონ შენ გენაცვალე მე არ ვიცი როგორ დასრულდება თამაში მარა დარწმუნებული ვარ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ ამ კაცმა ისეთი ისტორია მოყვა წარმომიდგენია ბიჭებს როგორ განაწყობს მილტონ ჰეიგს საქართველოს წინაშე დამსახურებისთვის მამაცობისთვის ძეგლი სიცოცხლეშივე.
ako
02 ნოემბერი 2018 09:30
1
ამ კაცმა შეისისხლხორცა საქართველო !!!
Felisio
02 ნოემბერი 2018 08:38
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა მაგარი კაცია მელიტონი!
bs
02 ნოემბერი 2018 11:32
0
მილტონ - ჯიგააააარ!!! ბრძოლა ბოლომდე!!! ლელო, ლელო, საქართველოოოო!!!
Dato
02 ნოემბერი 2018 08:42
0
პირველ რიგში, დიდი მადლობა მილტონს (მელიტონას) ასეთი საბრძოლო-საამაყო განწყობის შექმნისთვის. დასაფასებელია რომ ეს ადამიანი ჩვენს ისტორიას ასე კარგად იცნობს და თავს სანახევროდ ქართველად თვლის. თუმცა, აქვე ვიტყვი რომ ბევრი მიზეზის გამო, ამჟამად არსებული რეალობა "იკბინება". სწორედ ამიტომ, თამაშამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს გუნდმაც და სამწვრთნელო შტაბმა რათა ჩვენ ყველამ გავიხაროთ მომავალ შაბათს!
qomagi
02 ნოემბერი 2018 10:11
0
ამ თამაშს მხოლოდ ტექნიკა და ტაქტიკა კი არა მოგების ჟინი და ბრძოლის უნარი ჭირდება. ასევე მოტივაცია, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი გვაქვს და ამიტომ წინ გამარჯვებისკენ და თავდადებისკენ!
ლაშა
02 ნოემბერი 2018 09:58
1
აი მესმის მწვრთნელის მოტივაცია როგორ აფასებს საქართველოს ყველაფერი იცის საქართველოს შესახებ აბა ვაისს მარტო თამაშების მოახლოებისას ახსენდება საქართველო
ტოტტი
02 ნოემბერი 2018 07:13
1
როდის გავა 8 დღე ვეღარ ვითმენ.უხ რა ჯახი იქნება,იტალია დაიდება ბეჭებზე ამაში დარწმუნებული ვარ
ვახო
02 ნოემბერი 2018 12:01
5
როგორც ამბობენ თამაში ლახტიც მაგას ემსახურებოდა, ბავშვების მენტალურ გამოზრდას, რომ დამცველი რომელიც წრეში დგას (ანუ საქართველო) არ მარცხდება...
zviads
02 ნოემბერი 2018 09:35
1
მადლობა უღრმესი მადლობა გაწეული სამსახურისთვის და მადლობა რომ ასეღრმად შეისწავლე ქართული სული ქართული ხასიათი მენტალიტეტი მადლობა ისტორიის შესწავლისათვის ბევრ ქართველს არ ექნება წაკითხული საკუთარი ქვეყნის ისტორია სამაგიეროდ ჭკუის სწავლება იციან და ბრტყელ ბრტყელი სადღეგრძელოები მიუხედავად ყველაფრის მაინც მაგარი ერი ვართ ცოტა უფრო მეტად თუ ვისწავლით სხვისი აზრის და უფლებების პატივისცემას და დაცვას ყველაზე მეტად ეს გვაკლია რო იტყვის ხალხური სიბრძნე უმრავლესობისთვის " სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიაო".....
კახა
02 ნოემბერი 2018 04:25
0

სიახლეები პოპულარული