მილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის მილტონ ჰეიგის საუბარი შემოგვთავაზა. ის მომავალ შეხვედრაზე და ქართველების მებრძოლ ხასიათზე ლაპარაკობს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ხალხი ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ზედგამოჭრილია.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქამს, ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

მსმენია ფრანგი
მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, უხასიათოდ იყო, ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.

აქედან გამომდინარე, ნათქვამი: "ბრძოლაში ბედნიერი", ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ და როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებოდით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლება და არც პრობლემა არ არის. ამას ჩვენს უპირტესობად ვთვლი.

აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!"

მკითხველის კომენტარები / 39 /
შერკინებაში და გამძლეობაში ალბათ ვაჯობებთ მაგრამ იტალიას ახასიათებს უეცარი აფეთქებები და ეს შეტევები როგორმე უნდა მოვიგერიოთ
912
02 ნოემბერი 2018 13:22
0
მგონი დროა მელიტონა გუნდის ფსიქოანალიტიკოსი გახდეს და რაგბის ვარჯიშები სხვამ ჩაატაროს:( ლამის საუკუნის თამაში გველის და თამაშზე არაფერია ნათქვამი, მარტო ხმლის ქნევით იტალიას ვერ მოუგებ, ტექნიკა და ტაქტიკა უნდა კიდევ...
თენგო
02 ნოემბერი 2018 07:18
20
მესმის მეგობარო, რომ გვინდა ვიცოდეთ ბიჭები რა ფორმაში არიან, მაგრამ დამიჯერე ეს კაცი რასაც ამბობს ამაზე არის ძირითდად დამოკიდებული ჩვენი სიძლიერე... დარწმუნებული ვარ ბიჭები ასმაგად მოინდომებენ... ჯიგრები ხართ და აბა თქვენ იცით.
კაკო
02 ნოემბერი 2018 10:22
0
ბიჭები რო მოინდომებენ და თავს დადებენ ეჭვი არ მეპარება. მაგრამ თამაშზე, შემადგენლობაზე და მეტოქის ანალიზის მოსმენა იქნებოდა საინტერესო
თენგო
02 ნოემბერი 2018 12:30
0
ესენი კაცები არიან მეომრები არა ზონდერები
შოთა გუგეშაშვილი
02 ნოემბერი 2018 05:43
8
14-0 ზე უკვე უგებენ სამყურები სკუადრა ადზურას თამაშის პირველი ნახევარი მიდის......
Qartveli.Chicago.
04 ნოემბერი 2018 00:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული