Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
ამ თამაშისთვის ისე უნდა მომზადებულიყო ჩვენი გუნდი, როგორც ტონგასთან მსოფლიო ჩემპიონატზე. ისევ ვიმეორებ, ჩვენზე ძლიერი გუნდია და ადვილი არაა მისი დამარცხება ისიც გასვლაზე. იმედი მაქვს ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება
)))))
05 ნოემბერი 2018 18:34
0
როდის აქეთ არის, რიმ ძლიერი სუსტთან ასე ყეყჩობდეს?
რეზო
05 ნოემბერი 2018 18:19
1
ირლანდიელებისგან გაბახებულ იტალიელებს უნდა მოვუგოთ რამენაირად!!!!
mama abrami
05 ნოემბერი 2018 18:13
1
დამთავრებულია ამათი საქმე იმდენ ბაქიბუქს მოყვებიან რომ წააგებენ ხმა აღარ ექნებათ ამოსაღები. იტალია დაგვიდექი თუ თავი გაქვს ტრაქტორიუსები მოდიან თქვენს გადასახნავად
ვახო
05 ნოემბერი 2018 18:09
1
კარგი მოტივაციაა ბიჭებისთვის!
giorgi
05 ნოემბერი 2018 18:06
1
ახხხხხხხხხხხხხხხხხ ბიჯოოოოოოოოოოოოოოოო :))
გავსკდი გულზე და ბიჭებო მიდით რაა, არ გაგვხადოთ ამათი დასაცინი .
Miriani
05 ნოემბერი 2018 17:59
1
მივდივარ ამ თამაშზე იტალიაში და იქ უნდა ვუსმინო ამათ ტირილს სტადიონზე
123
05 ნოემბერი 2018 17:54
2
სამწუხაროდ ვერ შევძლებთ მოგებას..
American
05 ნოემბერი 2018 17:50
44
მოგება კიარა წინასწარ იციან შედეგი....ერთი ლელოთი ვაგებთ!!!!
gio
05 ნოემბერი 2018 21:15
21
მოგების დიდი იმედი არ მაქვს თუმცაღა გულის სიღრმეში მინდა მჯეროდეს რომ ბიჭები საკუთარ თავს აჯობებენ. კარგი იყო ერთი ორი შეხვედრა ჩაგვეტარებინა და გუნდი შეთამაშებულიყო. დარწმუნებული ვარ რომ მსაჯობაც არაადექვატური და მიკერძოებული იქნება რადგან თუ დაინახეს ჩვენი უპირატესობა დაგვჯიან ბევრს არ უნდა ჩვენი იტალიაზე წინ წასვლა.
gg
05 ნოემბერი 2018 17:49
1
ასეც იქნება, გააფარჩაკებს იტალია საქართველოს და მერე მართლა წკმუტუნი აღარ გავიგო ამ 6 ერზე, მომინდომე კავკასიელმა მესამე მსოფლიოს ჩამორჩენილმა წარმომადგენლებმა, ელიტურ ექვს ერში იტალიის ნაცვლად.
რიგითი გულშემატკივარი
05 ნოემბერი 2018 17:48
85
თუ არ კაიფობ და მართლაც სერიოზულად ამბობ, მაშინ ამას გეტყვი: "აბა, პირი გააღე და სთქვი "ააააა"
qomagi
05 ნოემბერი 2018 19:45
0
საღორეში გაიზარდე? საიდან ასეთი არასრულფასოვნება?
niko
05 ნოემბერი 2018 19:24
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული