Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
მოდით ბიჭებო ხმა იქით ჩავუგდოთ 5-6 წლის ნაცვლად სამუდამოდ.
daviti
05 ნოემბერი 2018 17:47
2
მადლობა იტალიურ მედიას ქართველების მოტივირებისთვის.ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ და მერე გამოჩნდება მოედანზე ვინაა უფრო მაგარი.წარმატებები ბიჭებს.მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი გულით,სულით და ორგანიზმით თქვენთან ვარ.ბრძოლაში ბედნიერებას გისურვებთ.
1
05 ნოემბერი 2018 17:38
2
Xma unda chavagdebinot minimum 6 weli, vloculob tqventvis lomebo
Ratshveli
05 ნოემბერი 2018 17:37
0
იცით რა ვერ გავიგე? რუმინეთი გავაჩუმეთო რომ ამბობენ, რუმინეთს წლებია ხმას არ ვაღებინებთ და იმათ რატომ გვადარებენ? თუ თავს იიმედებენ, ეს უკვე სხვა საკითხია.
ნათია
05 ნოემბერი 2018 17:36
0
იტალიაში მოგვიგებენ, აი თბილისში კი გვქონდა შანსი
tinto brass
05 ნოემბერი 2018 17:28
24
ბოლო თამაშები ძალიან ცუდად ვითამაშეთ. 3 ტაიმია უქულოთ ვართ. სრული მობილიზებაა საჭირო.
1
05 ნოემბერი 2018 17:27
0
მაუ ამათთან მოგვაგებინა და 5-6 წელი მე არ მინდა არაფერი :დ
geo
05 ნოემბერი 2018 17:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული