Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
Dagvamatebinet 3-
4 irlandieli ra moxdebaaaa
Hahaha
08 ნოემბერი 2018 00:00
0
10 ში ნახავთ ვინ იტირებს. მიდი ძმებო ბოლომდე სისხლის უკანსკნელ წვეთამდე იბრძოლეთ, ისე ითამაშეთ როგორც კარიერის ბოლო თამაში
ზიზუ
07 ნოემბერი 2018 12:58
0
ფარსმან ქველის ძეგლი ხომ დადგეს რომში თავის დროზე, მეორე ძეგლს ქართველ რაგბისტებს დაუდგამენ ეგ მაკარონშჩიკები. გაუმარჯოს საქართველის, გამარჯვება ან სიკვდილი!
ფარსმანი
07 ნოემბერი 2018 10:29
0
მიდით ბიჭებო! უფალი თქვენთანაა!
ვახო...
06 ნოემბერი 2018 16:00
0
ერთი მაგათვის მოგვაგებინა და გინდ სემდეგი ორი თამაში წავაგოთ!
ალეკო
06 ნოემბერი 2018 15:24
0
ეს ჩვენი დიდი შანსია რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ისე უნდა გავანადგუროთ მათ საკუთარ მოედანზე აქეთ იხვერწებოდნენ 6 ერიდან გაგვიშვითო.
გია
06 ნოემბერი 2018 11:45
1
თუ ეს სტატია სრული სიმართლეა (კარგი იქნებოდა, წყარო მიგეთითებინათ), მაშინ ძალიან საცოდავები ყოფილან ეს იტალიელები. განა 6 ერის სხვა ნაკრები ან თუნდაც მისი მხარდამჭერი მედია ასეთ ბაქიბუქს დაიწყებს? დარწმუნებული ვარ, ბრიტანელების ან ფრანგების პრესა მოზომილად დაწერს თავისიანების ფავორიტობაზე და ჩვენების პროგრესსაც გაუსვამს ხაზს, ხოლო იმათი ნაკრები უბრალოდ გამოვა სათამაშოდ, სავარაუდოდ მოგიგებს, შეიძლება ცოტა შეგაქოს და მორჩა-სულ ეგ იქნება. ესენი კიდევ ვინ ყოფილან! წლების მანძილზე მაჩანჩალები 6 ერში და თანაც ისე ნადგურდებიან რომ მჯერა, ჩვენ ასე არ წავაგებდით მანდ რომ ვიყოთ. მოკლედ, ბიჭებო, 10 რიცხვში იქ ვართ და მხურვალედ გქომაგობთ! აბა თქვენ იცით!
სიმართლე
06 ნოემბერი 2018 11:16
2
ძალიან არაკორექტულია იტალიური პრესის მხრიდან ესეთი კომენტარი (თუკი თარგმანში არ არის შეცდომა), მითუმეტეს რაგბის სამყაროში, სადაც მსგავსი ენით არ საუბრობენ.
ამ თამაშით ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ვართ მნიშვნელოვანი ძალა და გვყავს საიმედო მომავალი თაობა და ხვალ და ზეგ მაინც დადგება ჩვენი 6 ერში მიღების საკითხი მიუხედავად იტალიასთან დამდგარი შედეგისა. აი იტალიელებს კი დასამტკიცებელი აქვთ, რომ ტყუილად არ არაინ 6 ერში, ასე რომ ფსიქოლოგიურად მათ უფრო უნდა გაუჭირდეთ.


WTF
06 ნოემბერი 2018 10:11
1
“ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება.” არ უნდათ მაგათ იმის გაგება ვისთან ააქვთ საქმე და ისე სამაგალითოდ უნდა გავაგებინოთ სხვას აღარავის გაუჩნდეს ხალისი ქართველებთან და კავკასიელებთან ეგრე გამობლატავების.
ჰმ.
06 ნოემბერი 2018 05:26
1
რაღაც არ მინახავს ქართველების ტირილი წაგებული ან მოგებული თამაშის მერე. ეს ალბათ უფრო, ლათინური მენტალიტეტიდან გამომდინარე დაწერეს. ლათინებს უყვართ სიხარულის და სინანულის გრძნობის, ტირილით გამოხატვა. (ფეხბურთში, კალათბურთში და ა. შ.) ჩვენ ქართველები ვართ. როცა ვიგებთ გვიხარია და არ ვტირით, ასეცე როცა ვაგებთ, სინანულს გულში ვიკლავთ. ასე, რომ მინდა გავუცრუო იმედები იტალიელებს - ჩვენ ტირილს თქვენ ვერ ნახავთ.
P. S. ერთადერთი ქართული ცრემლი, იტალიელებო თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
TanoLife
06 ნოემბერი 2018 02:20
2
ქართველები ტირიან 6 ერში ადგილის მოპოვებისთვისო, ანუ წაგება/მოგებისთვის არა.
სან დრო©
06 ნოემბერი 2018 09:45
1
სად იტალია და სად ლათინები..
????????
06 ნოემბერი 2018 08:53
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული