საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირებამდე ორი დღე რჩება. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ იტალიური მედიაც ყოველდღიურად საუბრობს ამ შეხვედრის მნიშვნელობასა და ფასზე.

იტალიური სპორტული გამოცემა Repubblica.it ამჯერად იმ მხარდაჭერაზე საუბრობს, რაც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრებისგან გააჩნია. სტატიაში საუბარია ქართველების მობილიზებაზე, რომლებიც როგორც მოედანზე, ასევე თბილისშიც აქტიურად უგულშემატკივრებენ საკუთარ გუნდს.

"თბილისის ცენტრში ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბება, რომლებიც მატჩამდე საქართველოს ეროვნულ ჰიმნს იმღერებენ. ეს სანახაობა არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზეც გადმოიცემა და მას იქ შეკრებილი ქართველი ფანებიც შეუერთდებიან. ეს ორიგინალური იდეა სოციალურ ქსელში დაიბადა, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის: ფედერაცია, თბილისის მუნიციპალიტეტი, ცნობილი ადამიანები და ეროვნული ტელევიზია. მათ ამ ინიციატივას "მივცეთ ნება, მოუსმინონ ჩვენს ჰიმნს" დაარქვეს. ასე რომ, ქართველი მოთამაშეები მოისმენენ ჰიმნს, სახელად "თავისუფლება" - პირდაპირ საქართველოდან და უდიდეს ენერგიას მიიღებენ, რომელიც ისედაც დიდი რაოდენობით გააჩნიათ.

საქართველოსთვის ამ მატჩს ეპოქალური ფასი აქვს: რამდენიმე წელია "ბორჯღალოსნებმა" "აძურის" მსოფლიო რეიტინგში გადაასწრეს და 6 ერში ადგილს ითხოვენ. საქართველოს შესაძლო გამარჯვებას დიდი წონა ექნება მსოფლიოს უძველესი ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაში.

20 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. მათ შორის 2 000 ბილეთი სტუმრებს ეკუთვნით. ისინი ათლეტებს "ლელოებს" ეძახიან, რომელიც ლელობურთისგან მომდინარეობს - ეს ათასი წლის წინანდელი სპორტია, სადაც ბურთი მზეს განასახიერებს. საბედნიეროდ, ამინდის პროგნოზის მიხედვით, შაბათს ღრუბლიანი ამინდი იქნება" - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოსა და იტალიის ეროვნული ნაკრებების მატჩი ფლორენციაში 10 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

გიორგი
ეგ ფაქტორები მეც ძალიან მაშინებს...
დათო
რესპუბლიკის (ვარდების) მოედანზე 16:30 !!!!!
ვახო...
წინ საქართველო!
მმმ
მე ორი რამის მეშინია ერთი ის, რომ დაწყება თითქმის არასოდეს გამოგვდის კარგი(დაჟე ერთა ლიგაშიც კი), აი მეორე და მთავარი ისაა, რომ გაზაფხულზე ოკეანელებმა(იაპონია, ფიჯი, სამოამ) რომ ძალიან დაგვჩაგრეს ჩვენს მთავარ იარაღში შერკინებაში.
qartvels
რესპუბლიკის მოედანზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ პოლიტიკოსებს აქციის გამართვა მოუნდეთ!!! :D :D :D
soso
რესპუბლიკის მოედანზე, ე.წ. ვარდების მოედანზე
dg
ტროლები არ შემოსულან საღლიცინოდ? დაიწყებენ მალე ქომაგების ნერვებზე თამაშს
Qartveli
Romel moedanze ikneba chveneba?
qartveli
და სად იკრიბება ეს 10000 ქარტველი მეც მინდა მოსვლა რომელ მოედანზე?
Ggggrgl
Tu icvimebs movigebt ;)
დიმა
ცხადია მთელი იტალიაც ისეთივე მოლოდინის რეჟიმშია როგორც ჩვენ და ცხადია ისიც რომ მეტად თუ არა ნაკლებს არ ნერვიულობენ. წარმომიდგენია როგორი ცეცხლი გაჩნდება ბიჭების გულებში ასეთი ჰიმნის შესრულების შემდეგ, ცეცხლი რომელიც დარწმუნებული ვარ არც აკლიათ.
beeq.777
მაქსიმალურად სარაგბო აურა უნდა შევქმნათ და ამისთვის საჭიროა ბევრნი ვიყოთ, ერთად ვიმღეროთ ჰიმნი და ვუგულშემატკივროთ ჩვენ ნაკრებს და ბიჭებს.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
7 ლელო პირველ მატჩში - იტალიამ ნამიბიას გადაუარა
იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
Planet Rugby: "6 ერის" სისტემა უნდა შეიცვალოს, საქართველო კი არ უნდა დაემატოს...
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა - იტალიური რაგბის თავკაცობის კანდიდატი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
გვეყო, საქართველო 6 ერში თამაშის შანსს იმსახურებს! - უელსის ნაკრების ექსკაპიტანი