შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა
გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 53 /
მადლობა ბრძოლისთვის თავდადებისთვის ერთმანეთის გვერში დგომისთვის(გვაკლია ძალიან) ქვეყნის სიყვარულისთვის ჩვენი გული და სული ხართ ბორჯღალოსნებო განსაკუთრებული მადლობა ჰეიგს და ტონგასთან გავაცილოთ ეს კაცი ჩავაბაროთ ფედერაცია სვანაძე მაინც არაფერს აკეთებს და მოვიწვიოთ კვალიფიციური მწვრთნელი გავუსწოროთ სიმართლეს თვალი ეს გამარჯვება მთლიანად სულისკვეთების ხარჯზე მოვიგეთ კარგი დისციპრინებული გუნდი არ დაგვანებებდა მოგებას პირველი ტაიმის შემდეგ სამწუხაროდ ჰეიგმა ამოწურა თავისი თავი საჭიროა ახალი ხედვები გუნდის უფრო ტაქტიკურად მომზადება უკვე მთლად რეგრეს ვერ დავარქმევ მაგრამ პოზიციებს ვთმობთ შერკინებაში მოლი ვერ გამოვიყენეთ ვერცერთხელ ბოლო თამაშებში ჰეიგს მივანიჭოთ გორგასლის ორდენი და ფედერაციაში დავნიშნოთ მწვრთნელთა გადამზადების კურატორად ან ნაკრებებისთვის ახალგაზტდების გადამზადებლად ანდაც აკადემია ჩავაბაროთ დროა მერე დაგვიანებული იქნება მსოფლიოსთვის.
კახა
17 ნოემბერი 2018 21:56
8
რომელ ქართველს ლობირებთ თქვით ბარერ.
ჯონდო
17 ნოემბერი 2018 22:49
5
რა თქმა უნდა გახარებული ვარ, მაგრამ რაც თბს ბანკი შეძვრა რაგბში სულ უკან წავედით. სად მევახშეები და სად ვაჟკაცების სპორტი.
a
17 ნოემბერი 2018 23:00
19
თბს ბანკამდე ვთბ იყო და მევახშეობა რა შუაშია ხაზარაძე კი არ თამაშობს, მარა თარსები კი არიან მგონი :)
Me
18 ნოემბერი 2018 10:51
0
ვეთანხმები მათ ვინც თვლის რომ ჰეიგს დიდი მადლობა და ახალი მწვრთნელი ნაკრებში. იმაშიც ვეთანხმები რომ ფედერაციაში ცვლილებებია საჭირო. ახალგაზრდების თამაში რომ მოგვწონს ეგ ჰეიგს არ უსწავლებია, ეგ მაგათ სხვა მწვრთნელებმა ასწავლეს, ასე რომ ნაკრებს უდაოდ სჭირდება ახალი მწვრთნელი. სამოა იტალიაზე გაცილებით სუსტია და მაგიტიმაც მოვუგეთ მეორე ტაიმი. მსოფლიოზე ასე ჩაგდებული ტაიმის მერე ვისთან უნდა გქონდეს რამის იმედი?! ვერ გავუგე ამ ჰეიგს ვერაფერი, შერკინებაში ინგლისელი მწვრთნელი და დაცვის მწვრთნელად ქართველი...მაგარი თაობა მოდის და მაგათ უნდა მაგარი მიხედვა, ლოზუნგებით წვრთნა ვერაფერი ბედენაა, მაგარი მწვეთნელი გვჭირდება ნაკრებისთვის და მციდნე ხალხი ფეერაციაში!
პაატა
18 ნოემბერი 2018 00:48
10
საიდან მოგაქვთ, რომ ნაკრების მწვრთნელმა უნდა ასწავლოს მორაგბეს თამაში? ნაკრები წვრთნას გადის მაქსიმუმ 1 თვე ან 2 კვირა ტესტებამდე ან თამაშებამდე. ნაკრების მწვრთნელს ევალება სწორი სელექცია, სწორი ტაქტიკა და სწორი შეცვლა სწორ დროს! რომელმა იცით ჰეიგი, რამდენ შავ სამუშაოს ასრულებს გარდა იმისა, რაც ევალება? იცით რამდენს მუშაობს საკლუბო მწვრთნელებთან? იცით რო კვალიფიკაციის ასამაღლებლად მწვრთნელებს უშვებს ზელანდიურ კლუბებში? კაცმა ფედერაციის საკითხებიც შეითავსა ჰეიგზე ნუ აპელირებთ ტყუილად სვანაძეს მოკითხეთ, რაც ხდება იარი რო ათქმევინა ნიჟარაძეს ჩერეზ მთავრობა და ეხლა რო ზის თბილ სკამზე და ძალით რო ტენიდა ნაკრებში თავის ძმიშვილს სანამ კინაღამ შუაზე არ გადატეხეს არ შეეშვა აი მაგაზე ილაპარაკეთ.
ისე მე მგონია თქვენ ის ხალხი ხართ რო ამბობდით კალათბურთის ნაკრები გადაიზარდა და კოკოშკოვი არ შეგვეფერება უკვეო და გააშვებინეთ ფედერაციას!!! ყველას გთხოვთ ჯერ კარგად დაფიქრდით, რას ამბობთ კარგად ჩაიხედეთ საკითხში ვინ რას ქკეთებს კარგად გაერკვიეთ და მერე განსაჯეთ ვარგა თუ არ ვარგა.
Me
18 ნოემბერი 2018 10:43
1
აფერუმ დებიუტანტებს და ახალგაზრდებს!! სუთი მგელი!! ჩემი აზრით ნარიაშვილი ლომიძე ლობჟანიძე ნაკრებში ძირითადის მოთამაშეები არ უნდა იყვნენ!!!
სპორტ ფაზა
17 ნოემბერი 2018 21:14
23
სამწუხაროდ ვასკა ნამდვილად ვეღარ პროგრესირებს, ლომიძეც არაა შეუცვლელი, მარა ნარიაშვილზე ეგ რა ნამუსით თქვი კაცოოო
mirosan
17 ნოემბერი 2018 22:20
1
მე ვთქვი ძირითად სასტავში არ არის დასაყენებელი თორე საერთოდ არ ითამაშონ ნაკრებში თქო არ მიგულისხმია.... გაანალიზეთ თამაშები და ნახავთ ვინ ჯობია 1 ნომერზე...9 ნომერზე და აშ.. წარმატებები ჩვენ ლომებს!!!
სპორტ ფაზა
18 ნოემბერი 2018 00:08
1
ყველა გამოხმაურება
არც სტადიონები აკლიათ ამათ და არც პირობები აქვთ ცუდი ყველამ იცის სად იყო ქართული რაგბი ამ შვიდი რვა წლის უკან მთავარია პროფესიონალიზმი და მონდომება აუცილებელია თაობათა ცვლა მიზანმიმართულად გაგრძელდეს რაც შეეხება იტალიას მასთან სათამაშოთ გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა ძალიან იგრძნობოდა ლიდერის არ ყოლა გუნდში.კაჭარავა და ნემსაძეც რო დიდი ძალაა ნაკრებისთვის ესეც ნათელია გორგოძეზე აღარაფერს ვამბობ რო ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გადათელავდა ამ ფორმაციის იტალიას.რომელიც ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი.და ბოლოს რასქვია თბისი ბანკი არუნდა აფინანსებდეს რაგბს აპა მიდი და შენ დააფინანსე შენი ჯიბიდან შე დალოცვილო თბისი კიარა ყველა კერძო ბიზნესის მქონეს პირიქით უნდა მოუწოდო რო ფული ჩადოს რაგბში.აპა ბიუჯეტის ხარჯზე რაგბი ვერანაირად ვერ განვითარდება ეგ უკვე წარსულია და აღარ დაბრუნდება.ეგარი ჩვეულებრივი პოპულიზმი და მეტი არაფერი.ფედეარაცია რატო არსებობს იმიტომ რომ რაც მოგცენ და აგიშენენ ის ყაირათიანად გამოიყენო ჩემზე რო იყოს ნიჟარაძეს დავაბრუნებდი ფედერაციაში.და კიდე ჰეიგი თუ წავა და ვიღაც პანჩო ვილა მოვა ვინ იძლევით გარანტიას რო ხვალ არგენტინას და ირლანდიას მოუგებთ არც არავინ ასე რო ვაცალოთ ამ კაცს მსოფლიომდე და მერე გაუშვათ თუ არ ექნება შედეგი.
zaza
18 ნოემბერი 2018 11:00
0
- ჯერ სამოასთან და მისთანა გუნდთან უნდა გვეთამაშა და მერე იტალიასთან - სტრატეგიული მიდგომა იტალიასთან თამაშისათვის იყო ს უ ს ტ ი ! ტესტების დროს 1-ლი თამაშისათვის ბიჭები თითქმის ყოველთვის ნაკლებათ შეთამაშებულები არიან, განწყობაც შედარებით ნაკლებათ მომზადებულები და რ ა ტ ო მ ასეთი-ამდაგვარი შეცდომები ?!

გლახუნა
18 ნოემბერი 2018 02:33
1
2 წელია გამოვთქვამ აზრს რომ ლობჟანიძე რეგრესს განიცდის და ასეთი 9 ნომრით თამაში უჭირს გუნდს. სანამ სხვა კომპონენტებში მაინც ვიყავით კარგად ვასკას ფორმაში არ ყოფნა ასეთი თვალში საცემი არ იყო, მაგრამ ახლა როცა აუტი, მოლი და შერკონებაც კი აღარ გამოგვდის მაგარი, რაქიდან ბურთის გამოტანების ასეთი დაგვიანება , არასწორი გადაწყვეტილებები პასის დროს უკვე დამღუპველია. აფრასიძე გაცილებით დინამიურად თამაშობს ამჟამად. ზოგადად კი მხოლოდ ბოლო 30 წუთში გამახსენდა რომ რაგბი ჩვენი თამაშია და მიკვირს როგორ მოახერხა ფედერაციამ და ჰეიგმა ასე არევა გუნდის. თან ამისკენ თითქოს მიზანმიმართილად მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ. პასუხი ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს ამ თავგადაკლულ გულშემატკივრებს რატომ არის გუნდი ასეთი არეული, თამაში დაულაგებელი და არაპროფესიონალური შეცდომებით დატვირთული? ნუ გვეტყვით მაგრამ დაინახეთ და გამოასწორეთ - დერეფანში ბურთის შემოტანა რატომ უნდა გვიჭირდეს 6 ერზე პრეტენზიის მქონე გუნდს? პ.ს. კომენტატორი სხვა არ შეიძლება რომ მოძებნოთ? მოგებულ თამაშებში კიდევ შეიძლება ავიტანოთ და ასეთ თამაშებში უკვე ნერვებს გვაგლეჯს მაგის ხმა - კაცი იჭაჭებოდა უდისციპლინობააო გაროცა ბრეგვაძეს თავში წამოარტყეს და ჩვენებმა საპასუხო რეაქცია გამოავლინეს ?! თურმე ამის უფლება უნდა მისცე მოწინააღმდეგეს და თან თბილისში (აქამდე ვერც გიბედავდნენ და ახლა თურმე ჩვენებმა წამოთაქებები უნდა გაატარონ კიდეც)! აფრასიძეს კი გამდედაობა და მანევრები დაუწუნა როცა ამ ბიჭის ეს მოძრაობები და სისწრაფე იყო გარდატეხის ერთერთი ფაქტორი ამ თამაშში. მოკლედ თავისთვის უყუროს რა.
???
18 ნოემბერი 2018 02:08
7
კომენტატორი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უკვე რამდენი ხანია, ბოდიში მაგრამ არ არის ნიაზას საქმე კომენტატორორბა.
ირაკლი
18 ნოემბერი 2018 12:27
1
ბიჭებს დიდი მადლობა!
მომავალი ჩვენია!
ჰეიგი კი იმედია მესამე თამაშში მაინც არ დააყენებს ძირითადის შემადგენლობას მარქაფაში.
დიმა
17 ნოემბერი 2018 22:59
3
არავის განაწყენება არ მინდა და დარწმუნებული ვარ რომ ყველას გაგვიხარდება ჩვენი ქვეყნის წარმატება მაგრამ დღევანდელი და საერთოდ ბოლო დროინდელი თამაშები ძალიან საშინლად ჩაატარეს ჩვენებმა
გუჯა მთიბავი
17 ნოემბერი 2018 20:01
16
კახა. გულდაწყვეტილი გეთანხმები. ბოლოს ყველაფერი ძველდება და ჰეიგიც, მგონი, ნელ-ნელა იწურება. რას იზამ. საბედნიეროდ ბოლო მწვრთნელები ერთი მეორეზე კარგები და დროულები იყვნენ. ყველა მათგანს დიდი მადლობა, დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენგან!
zurab
17 ნოემბერი 2018 22:28
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული