შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა
გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 53 /
დიდი მადლობა კარგი თამაშისთვის.. მეტი რა ვთქვა.. ჯიგრები ხართ!!!
Grisho
18 ნოემბერი 2018 14:00
0
სამოა არ არის ძლიერი ნაკრები! ნუ ხართ ეიფორიაში. იტალიამ გვაჩვენა რაც ვართ!
გელა
18 ნოემბერი 2018 13:05
16
ამერიკამ გადაგვასწრო და მე 15 ე ადგილზე ვართ მაგრამ თუ ტონგას მოვუგებთ 16 ქულიანი სხვაობით მე 12 ზე გადასვლის შანსი რეალურია
David
17 ნოემბერი 2018 20:49
7
ჩვენ ვართ მე-14 ადგილზე..გაგვასწრო იტალიამ,აშშ უკანაა
გიო
17 ნოემბერი 2018 22:19
0
არ შეიძლება სხვა შეხვედრების თუნდაც ანგარიშები მაინც დაწეროთ? ეს სხვა სახეობებსაც ეხება...
სოსო
18 ნოემბერი 2018 15:25
0
Dimitri basilaia sad ari ro ar chans amdeni xania ? ?
David
18 ნოემბერი 2018 04:05
2
მაჩხანელი დააბრუნეთ კაპიტბად
ბესო
17 ნოემბერი 2018 21:55
13
ხო მაჩხანელი და ფეხბურთში მიშა მესხი
მე
18 ნოემბერი 2018 10:55
0
რა შუაშია ეს?
glot
17 ნოემბერი 2018 22:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული