შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა
გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 53 /
უფრო მეტი ახალგაზრდები ნაკრებში! მათ გამოაცოცხლეს თამაში მეორე ტაიმში და გადაგვარჩინეს წაგებას.
mamulo
17 ნოემბერი 2018 20:06
1
აფრასიძე უნდა დააყენოს თავიდანვე ჰეიგმა ძირითადში
გუგა
17 ნოემბერი 2018 20:05
0
ეხლა სადაა პროფესორები? თაობის ცვლის დროს შევხდით იტალიას.. თან პირველივე თამაშზე... აბჟანდაძე-აფრასიძე რო ძირითადში დამკვიდრდება ერთა თასზე, პლიუს გიორგაძე, გორგაძე, ცუცქირიძე, გოგიჩაშვილი აი მერე ნახეთ როგორ დავხდებით შოტლანდიას და მსოფლიოზე უელსს.....
თენგიზი
17 ნოემბერი 2018 20:03
0
არავის განაწყენება არ მინდა და დარწმუნებული ვარ რომ ყველას გაგვიხარდება ჩვენი ქვეყნის წარმატება მაგრამ დღევანდელი და საერთოდ ბოლო დროინდელი თამაშები ძალიან საშინლად ჩაატარეს ჩვენებმა
გუჯა მთიბავი
17 ნოემბერი 2018 20:01
16
აბჟანდაძე აფრასიძემ მოიგეს ეს თამაში, გენიოსები არიან. მეორე ტაიმი იყო საოცარი
დიმა
17 ნოემბერი 2018 20:01
1
ეხლა სად ხართ ტროლებო, ვეღარ ქირქილებთ?:)
Dd
17 ნოემბერი 2018 19:56
5

სიახლეები პოპულარული