საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.

ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.

26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.

65-ე წუთზე
არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.

ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
გული დამწყდა მაყურებელი ძალიან ცოტა იყო!
გიო777
25 ნოემბერი 2018 20:39
0
რაო იტალიას მოვიგებთო? რამდენჯერ უნდა მოგვიგოს ამ იტალიამ რომ 6 ერზე აგარ ვიოცნებოთ? სამოას და ტონგას ნუ ადარებთ იტალიას. ექვს ერში თამაშობს და ეს ბევრს ნიშნავს
ბაბუა
24 ნოემბერი 2018 23:08
61
სამოა და ტონგა სარაგბო ქვეყნები არიან, ისინი ამით ამაყობენ, ჩვენ კი ისინი დავამარცხეთ. იტალიის დამარცხება შეიძლებოდა, სამწუხაროდ არ გამოვიდა, მაგრამ დავამარცხებთ აუცილებლად.
levani
25 ნოემბერი 2018 00:04
1
ბაბუ
რაგბი არ იცი და რატომ გვიმტკიცებს სისულელეს ?!
იტალიასთან ფაქტიურად ბ ნაკრებით ვითამაშეთ - ა რ გვყავდა მინიმუმ 7 ძირითადი მოთამაშე ; ნემსაძე, მიქაუტაძე,ზაქარეიშვილი, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი ( ვინც იცის რაგბი , ესმის- მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ნაადრევია, მეტიც, დღესაც ჯარიმებში - მათიაშვილზე სტაბილურია და დაცვაში მასზე უფრო სანდო ! ) - ეს ხალხი დ ი დ ი ძალაა ,საკვირველი მხოლოდ ის იყო , მასზე რ ა ტ ო მ არ ისაუბრა იტალიაში ჩვენმა მწვრთნელებმა (?!) თან 1- ლი თამაში იყო , ანუ შეთამაშების პრობლემა და ... მერწმუნე ეს ბიჭები რომ დადგებიან - მინიმუმ 15 ქულით მოვიგებთ, თუნდაც იტალიაში !
გლახუნა
25 ნოემბერი 2018 03:08
2
ყველა გამოხმაურება
პირველ რიგში მადლობა ჩვენ ვაჟკაცებს ვულოცავ გამარჯვებას კარგი გუნდი დაამარცხეს რაც იოლი სულაც არაა, შემთხვევით არ არიან მე12 პოზიციიაზე მაგრამ ყველაფერი მოხდა ბიჭების ბრძოლით დაღალეს მაგრად დაჩეჩქვეს მეტოქე თუ ეს ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო ყოჩაღ მწვრთნელებს უფრო სპონტანურს გავდა სხვათაშორის შეიძლება ამ ტაქტიკის კარგად დახვეწა პირველ ნახევარში მაქსიმალურად ჩავითრიოთ მოწინააღმდეგეები ბრძოლაში ჯაჯგურში ბევრი შერკინება ავიღოთ და მეორე ტაიმში შემოვიყვანოთ ეს კარგი თაობა გორგაძე და სუყველა დასვენებულები ესენი ნებისმიერ გუნდს გაუწევენ წინააღმდეგობას.P.Sმაინც ჩემს აზრზე ვარ მიუხედავად გამარჯვებისა ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებობები კარგი მწვრთნელი 10 თვეში კი მოახერხებდა ხელის დატყობას.
კახა
24 ნოემბერი 2018 21:27
11
რატომ სპონტანური? სამოასტან ასე ვიტამაშეთო მწვღნემაც და მოტამაშეებმასც, და ასე ვაპირებთო ტონგასთანაცო. და ეს სპონტანურია?
ლაშა
24 ნოემბერი 2018 23:01
0
ჰეიგზე ვერ დაგეთანხმები, ნაკრების ისტორიაში მწვრთნელებს შორის ყველაზე დიდი ღვაწლი აქვს, შედარებისთვის ჰეიგის მოსვლამდე ან მოსვლიდან რამდენიმე თამაში რო ჩავრთოთ და შევადაროთ ცა და დედამიწაა, თამაშიდან თამაშამდე ვითარდება გუნდი+ გაახალგაზრდავების პროცესია რომელსაც მშვენივრად უძღვება ესკაცი და მგონი უმჯობესია სრული ნდობა გამოვუცხადოთ
l
25 ნოემბერი 2018 02:05
0

სიახლეები პოპულარული