საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.

ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.

26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.

65-ე წუთზე
არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.

ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ძველ ლომებს, მეკოს თამადობით, უდიდესი მადლობა თავდადებისთვის და იმ დიდი სიხარულისთვის რაც წლების განმავლობაში მოგვანიჭეს, აწი გაცილებით უკეთესი იქნება თავიანთი გამოცდილება და ენერგია ახალგაზრდების გაზრდას მოახმარონ! ამ თამაშებმა დაგვანახა რომ ახალგაზრდებს მინიმუმ 60%-ით შეუძლით ნაკრების დაკომპლექტება! მსოფლიომდე 10 თვე დარჩა, ძალიან ცოტა დრო კი არის მაგრამ იმდენად ნიჭიერი თაობა გვყავს რომ შეიძლება კარგი გუნდის გაკეთება! და კიდევ, ბოლო თამაში იტალიასთან რომ ყოფილიყო უეჭველი მოვუგებდით!
პაატა
24 ნოემბერი 2018 21:09
2
მსოფლიო ჩემპიონატამდე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა უნდა გამოცადონ, მხოლოდ ეს გვიშველის, კარგია რომ გიგაშვილმა გაამართლა, აფრასიძეზე და აბჟანდაძეზე აღარ მაქვს საუბარი! ფიჯიც უნდა დავცეთ მიწაზე და უელსსაც უნდა ვეომოთ, ნუ ურუგვაი აუცილებლად უნდა ავთართოთ!!! წინ საქართველო!!!
ჯეფერსონ
24 ნოემბერი 2018 20:58
1
Dgevandeli mdgomareobit uelsi avstraliaze zlieria
Zuka
24 ნოემბერი 2018 21:34
0
დასვა ცხიმიანი წერტილი აბჟანდაძემ
24 ნოემბერი 2018 20:46
1
მე მგონი იტალიასთან მაფიამ გააკეთა თავისი საქმე. უნდა მოეგო იტალიას.
ისეთი შემადგენლობით გამოვედით 50% შეუთამაშებელი ახალგაზრდები გამოიყვანეს ასეთ პრინციპულ მატჩზე და ძველი ლომები აყურებიეს (კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი, ...)
g55
24 ნოემბერი 2018 20:35
31
მგლებოოო, გენაცვალეთ.
beso
24 ნოემბერი 2018 20:33
0
კარგი დღე გვაქვს,ლევანმა მოიგო,რაგბისტებმა მოიგეს,ნამდვილად პოზიტიური დღე იყო.
ზას.
24 ნოემბერი 2018 20:20
2
ყველას ვულოცავ, კარგი იქნებოდა იტალიასთან ბოლოს გვეთამაშა
ალეკო
24 ნოემბერი 2018 20:09
2
როცა კვირიკაშვილი გაასინბინეს ტელევიზორი სხვა არხზე გადავრთე,მეგონა წავაგებდით?! ახლა გავიგე მოგვიგია! მადლობა უფლს, მადლობა ჩვენს ვაჟკაც რაგბისტებს! წინ საქართველო!
aburjga
24 ნოემბერი 2018 20:08
43
გენაცვალეთ თქვენ... ხო გადახნეს რასაც ქვია, რო უკიჟინებდენ მიწოლაშიც აღარ ვარგიან ქართველებიო?
გილოცავთ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს
მიროსან
24 ნოემბერი 2018 20:05
4
ეს თამაშები ვფიქრობ ახალი გუნდის შენებას უწყობს ხელს რადგან თაობათა ცვლის პროცესი მარტივი არაა.კიდევ მეტნაკლებად დიდი ჩავარდნის გარეშე გადავდივართ ახალ სტილზე ახალგაზრდები ეჩვევიან დიდი რაგბის თამაშს სიახლეც შემოაქვთ სისწრაფეებს უმატებენ და მჯერა ეს მალე მოიტანს შედეგს.გილოცავთ და წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
დდდ
24 ნოემბერი 2018 20:02
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული