საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.

ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.

26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.

65-ე წუთზე
არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.

ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ბაბუა , მემისმინე აგერ ერ წამა!!!! რა მერე იტალიამ რო მეგვიგო?!?!? რა მოხდა?! ?! დეიქცააა ქვე(ყანააა)?!! აგერ ნახავ 3-4 წელიწადში იტალიას ბეჭებზე გაკრულს....
Vasili
24 ნოემბერი 2018 23:52
5
ცდები ვასილი, 3-4 წელი არ
ვჭირდება, ეს გაცილებით ადრე იქნება
Irakli
25 ნოემბერი 2018 00:47
1
რათ უნდა 3-4 წელი? ერთ კვირაში გვეწვიონ აქ და ნახავთ ეროვნულზე გაკრულ იტალიას,დღეს რომ შერცხვნენ ზელანდიასთან 3-66
ვახო
25 ნოემბერი 2018 03:17
1
ყველა გამოხმაურება
მე, პირადად, განსაკუთრებით იმან გამაოცა და გამახარა, რომ, დრო რომ გაწითლებული იყო და მოგება გარანტირებული, ჩვენებმა ბურთი ხელში რომ ჩაიგდეს, აუტში კი არ გადააგდეს და თამაში კი არ დაასრულეს, არამედ ლელოზე წავიდნენ! დიდებული ლელოც დადეს, მაგრამ კიდევაც რომ არ დაედოთ, მათი ეს გადაწყვეტილებაა ჩემთვის უძვირფასესი! სიხარული და ბედნიერება საქართველოს და წარმატებები ბიჭებს! მსოფლიოზე კი უკვე ყველა მატჩში უკლებლივ გამარჯვებისათვის უნდა ვიბრძოლოთ! იტალიასთან რაც მოხდა, ეგეც გარკვეულწილად გამოუცდელობის ბრალი იყო. მომავალში გვიფრთხილდნენ!
N
24 ნოემბერი 2018 21:47
1
ვამაყობ, გილოცავთ ყველას!!!!
ზოგადად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს, ქართულ სპორტში.
გამარჯვებები
Daviti
24 ნოემბერი 2018 23:38
1
ძველ ლომებს, მეკოს თამადობით, უდიდესი მადლობა თავდადებისთვის და იმ დიდი სიხარულისთვის რაც წლების განმავლობაში მოგვანიჭეს, აწი გაცილებით უკეთესი იქნება თავიანთი გამოცდილება და ენერგია ახალგაზრდების გაზრდას მოახმარონ! ამ თამაშებმა დაგვანახა რომ ახალგაზრდებს მინიმუმ 60%-ით შეუძლით ნაკრების დაკომპლექტება! მსოფლიომდე 10 თვე დარჩა, ძალიან ცოტა დრო კი არის მაგრამ იმდენად ნიჭიერი თაობა გვყავს რომ შეიძლება კარგი გუნდის გაკეთება! და კიდევ, ბოლო თამაში იტალიასთან რომ ყოფილიყო უეჭველი მოვუგებდით!
პაატა
24 ნოემბერი 2018 21:09
2
ეს თამაშები ვფიქრობ ახალი გუნდის შენებას უწყობს ხელს რადგან თაობათა ცვლის პროცესი მარტივი არაა.კიდევ მეტნაკლებად დიდი ჩავარდნის გარეშე გადავდივართ ახალ სტილზე ახალგაზრდები ეჩვევიან დიდი რაგბის თამაშს სიახლეც შემოაქვთ სისწრაფეებს უმატებენ და მჯერა ეს მალე მოიტანს შედეგს.გილოცავთ და წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
დდდ
24 ნოემბერი 2018 20:02
1
ყველას ვულოცავ, კარგი იქნებოდა იტალიასთან ბოლოს გვეთამაშა
ალეკო
24 ნოემბერი 2018 20:09
2
ბებერმა და ახალგაზრდა ლომებმა, თავიანთი ოქროს ფაფრები გაშალეს, აჯაგრდნენ და “ზღვის არწივებს” ძვლების მტვრევა აუტეხეს. ყველას დაანახეს თუ ვინ არის აქაურობის ბატონ-პატრონი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ხვად ლომებს “სამყურები” და “მუქი ლურჯები” უკვე დაგორებული ყავს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და გამომდინარე აქედან წინ კიდევ უფრო ბედნიერი წუთები გველის.
P.Ś. პატივცემულო, რედაქციავ - ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა რეკლამამ, სამჯერ წამართვა სქროლი და მომიწია სამჯერ დამეწერა ერთი და იგივე ტექსტი. იქნებ გაასწოროთ ეს ხარვეზი. დიდი მადლობა.
TanoLife
24 ნოემბერი 2018 22:20
7
პოლიტიკური აქცენტები? მე არცერთცხელ არ წამერთვა სქრილი, თქვენს კოპიუტერს აქვე პრობლემები
ლაშა
24 ნოემბერი 2018 22:57
22
ახალგაზრდები ძალიან კარგები არიან, მაგრამ ძველები ( სუთიაშვილი, თხილაიშვილი, ჟვანია ) ფიზიკურად მეტად მძლავრები არიან და მან თამაში მოიგო!
22- წლიანებს მეტი ფიზიკური დატვირთვა და მსოფლიოზე შერეული საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვეყოლება!
მ.ჰეიგს უნდა ვაცალოთ ყველა შემთხვევაში!
გლახუნა
24 ნოემბერი 2018 22:59
2
სუპერ გამარჯვება და წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები, ბოლო თამაში რომ გვქონოდა იტალიასთან მოვიგებდით. ახალგაზრდები ძალიან პროგრესირებენ და რთული მისია აქვს მსოფლიომდე მწვრთნელს. რაც შეეხება თავად სტატას, სტენოგრამის წერას ჯობდა სტატია დაგეწერათ.
გურამი
24 ნოემბერი 2018 21:50
0
მსოფლიო ჩემპიონატამდე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა უნდა გამოცადონ, მხოლოდ ეს გვიშველის, კარგია რომ გიგაშვილმა გაამართლა, აფრასიძეზე და აბჟანდაძეზე აღარ მაქვს საუბარი! ფიჯიც უნდა დავცეთ მიწაზე და უელსსაც უნდა ვეომოთ, ნუ ურუგვაი აუცილებლად უნდა ავთართოთ!!! წინ საქართველო!!!
ჯეფერსონ
24 ნოემბერი 2018 20:58
1
Dgevandeli mdgomareobit uelsi avstraliaze zlieria
Zuka
24 ნოემბერი 2018 21:34
0

სიახლეები პოპულარული