მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში ტონგას დამარცხების (20:9) შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე გასული სამი შეხვედრა მიმოიხილა.

მისი თქმით, სამიდან ორ შეხვედრაში იმარჯვეს, იქამდე რამდენიმე თამაში რომ ჰქონოდათ, იტალიის ძლევაც შეეძლოთ, საერთოდ, 10-ბალიანი სისტემით თავისი შეგირდების გარჯას 8-იანით აფასებს და გუნდის ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, შედეგი კარგია.

მან ახალგაზრდები შეაქო და აგრეთვე აღნიშნა, რომ გუნდის კაპიტნის დაბრუნებამ გაახარა, რომელიც ბორჯღალოსანთა ლიდერია.

ჰეიგმა განაცხადა, რომ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მსოფლიოს თასისთვის მზადებისას ასეთივე მატჩებში შეეცდებიან თამაშის დახვეწას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნამდვილად. ახლა ერთ კვირაში იტალიასთან, რომ გვქონდეს შეხვედრა აუცილებლად დავამარცხებთ!
levani
00:07 25-11-2018
4
შენ გენაცვალე მელიტონ !
Qomagi
22:45 24-11-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული