მამუკა გორგოძე ნაკრებზე: არ მინდა იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო

AutoSharing Option
"ტულონის" ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თემაზე ისაუბრა.

მან ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სურს, ქართველ გულშემატკივარს კარგად დაამახოვრდეს.

- მსოფლიო თასზე მოთამაშე საქართველოს ნაკრების "შორიდან" ყურება არ გაგიჭირდება?
- გამიჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მჯობნის მჯობნი კი არ დაილევა... მთავარია, როცა უკან მივიხედავ, არ მრცხვენია ჩემი კარიერის; მეტიც, ვამაყობ კიდეც! კაცურად დავასრულე ნაკრებში თამაში, უკან არასდროს დამიხევია და არც ამ გადაწყვეტილებას ვნანობ... ნაკრების თამაშის შორიდან ყურება რთული იქნება, მაგრამ უკვე ორი წელია,
ამას შეგუებული ვარ...

- ვიცით, რატომაც გადაწყვიტე ნაკრებიდან წასვლა - გინდა ქომაგს საუკეთესო ფორმაში ახსოვდე და არც ახალი გუნდის შენებას "შეუშალო ხელი", მაგრამ არ ფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლა გარკვეულწილად ეგოისტური გადაწყვეტილება იყო?
- შესაძლოა, ვინმე ასეც ფიქრობს, მაგრამ ჩემი კარიერის შემდეგ არა ვარ იმის ღირსი, ჩემს თავზე ვიფიქრო და ჩემებურად გადავწყვიტო? შეგიძლიათ ეგოისტური დაარქვათ, მაგრამ მირჩევნია თქვან, მამუკა რომ გვყოლოდა, უკეთ ვითამაშებდითო, ვიდრე ის იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო. გულშემატკივარმა ხომ არ იცის, რას განვიცდი და როგორ მდგომარეობაში ვარ? ჩემი გადაწყვეტილების სისწორე კი იმანაც აჩვენა, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სული ვეღარ მოვითქვი, სულ ტრავმირებული ვიყავი... არადა, მანამდე სად გინახავთ ჩემი ტრავმა?!

- ეროვნულ ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი...
- მწვრთნელმა სხვებზე უკეთ იცის, ვის და როდის მისცეს შანსი. ხაზის მოთამაშეები ადრეულ ასაკში "იხსნებიან" და მორკინალებთან შედარებით უფრო ადრეც ამთავრებენ კარიერას. ამიტომაც არ უნდა მოვერიდოთ მათთვის შესაძლებლობის მიცემას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.რა თქმა უნდა გული გვწყდება, რომ ადრე წავიდა ნაკრებიდან, მაგრამ მიზეზს ლოგიკურად ხსნის. მის პოზიციაზეც არიან მოთამაშეები, რომლებსაც შანსი უნდა მიეცეთ. ბექა გორგაძე მშვენიერი მოთამაშეა, რაც ბოლო მატჩებშიც დავინახეთ. ძნელია გორგოძის ზუსტად შეცვლა, მაგრამ აშკარად მომქანცველ ჩემპიონატში თამაშობს და ტრამვასაც იღებს. ერთში არ ვეთანხმები - ნამდვილად თავაწეული წავიდოდა, როცა არ უნდა წასულიყო.
:)))))
14:01 21-01-2019
2
თუ შეგიხლია დევკაცო და გაქვს სურვილი დაბრუნდი და მსოფლიოზე გავახუროთ ისე როგორც იცით ხოლმე ქართველმა მორაგბეებმა
ვფიქრობ რო ჭორდები ნაკრებს და ეს მოთხოვნა არ არი თხოვნაა რო დაბრუნდე დასავალდებულებელჰ არაფერი გჭირს ნამდვილი სახე უყავი ნაკრების და დიდი მებძოლი რაც ყველამ დაგიფასა და დაგიფასებს სულ

გორგოძილა
13:33 21-01-2019
1

სიახლეები პოპულარული