მან ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სურს, ქართველ გულშემატკივარს კარგად დაამახოვრდეს.
- მსოფლიო თასზე მოთამაშე საქართველოს ნაკრების "შორიდან" ყურება არ გაგიჭირდება?
- გამიჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მჯობნის მჯობნი კი არ დაილევა... მთავარია, როცა უკან მივიხედავ, არ მრცხვენია ჩემი კარიერის; მეტიც, ვამაყობ კიდეც! კაცურად დავასრულე ნაკრებში თამაში, უკან არასდროს დამიხევია და არც ამ გადაწყვეტილებას ვნანობ... ნაკრების თამაშის შორიდან ყურება რთული იქნება, მაგრამ უკვე ორი წელია,
- ვიცით, რატომაც გადაწყვიტე ნაკრებიდან წასვლა - გინდა ქომაგს საუკეთესო ფორმაში ახსოვდე და არც ახალი გუნდის შენებას "შეუშალო ხელი", მაგრამ არ ფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლა გარკვეულწილად ეგოისტური გადაწყვეტილება იყო?
- შესაძლოა, ვინმე ასეც ფიქრობს, მაგრამ ჩემი კარიერის შემდეგ არა ვარ იმის ღირსი, ჩემს თავზე ვიფიქრო და ჩემებურად გადავწყვიტო? შეგიძლიათ ეგოისტური დაარქვათ, მაგრამ მირჩევნია თქვან, მამუკა რომ გვყოლოდა, უკეთ ვითამაშებდითო, ვიდრე ის იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო. გულშემატკივარმა ხომ არ იცის, რას განვიცდი და როგორ მდგომარეობაში ვარ? ჩემი გადაწყვეტილების სისწორე კი იმანაც აჩვენა, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სული ვეღარ მოვითქვი, სულ ტრავმირებული ვიყავი... არადა, მანამდე სად გინახავთ ჩემი ტრავმა?!
- ეროვნულ ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი...
- მწვრთნელმა სხვებზე უკეთ იცის, ვის და როდის მისცეს შანსი. ხაზის მოთამაშეები ადრეულ ასაკში "იხსნებიან" და მორკინალებთან შედარებით უფრო ადრეც ამთავრებენ კარიერას. ამიტომაც არ უნდა მოვერიდოთ მათთვის შესაძლებლობის მიცემას.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ზე
ვფიქრობ რო ჭორდები ნაკრებს და ეს მოთხოვნა არ არი თხოვნაა რო დაბრუნდე დასავალდებულებელჰ არაფერი გჭირს ნამდვილი სახე უყავი ნაკრების და დიდი მებძოლი რაც ყველამ დაგიფასა და დაგიფასებს სულ
ცუდია, რომ ვერ ხვდები, რა იგულისხმება ამ კითხვაში... თორემ მამუკას რა გაუკეთებია და კიდევ რა დახმარების გაწევა შეუძლია, ყველამ კარგად ვიცით!
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
პატივს ვცემთ შენ გადაწყვეტილებას, მაგრამ იცოდე ყველას გვინდა შენი დაბრუნება მდოფლიოზე.