ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, გუშინ საღამოს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელსაც 60-მდე სტუდენტი ესწრებოდა თითქმის ორი საათი გაგრძელდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს შორის 10-12 უცხოელიც იყო და ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. წმინდა სარაგბო საკითხების გარდა, კითხვები შეეხებოდა ლიდერების მართვას, გუნდის მენეჯმენტს და გუნდის შენების პროცესს.

„სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების გაზიარება, რაზეც ბატონმა მილტონმა და ლევანმა ისაუბრეს. მე მენეჯმენტის, ლიდერობის კურსს ვასწავლი და ეს ორი ადამიანი, საკუთარ საქმეში შემდგარი ლიდერები არიან. ეს შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი კურსის პერიოდში გვქონია და ჩვენი საუბრის შემდეგ ერთი სტუდენტი მაინც თუ დავაფიქრეთ, მიზანი მიღწეულია. იმ თვალებიდან და სახეებიდან გამომდინარე, რასაც ახლა სტუდენტებში ვხედავ, ვფიქრობ, დღევანდელი საუბრის შინაარსი ბევრმა გაითავისა და ესაა ყველაზე მთავარი“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორმა, შეხვედრის ინიციატორმა რესან ქიქავამ.

„საინტერესო შეხვედრა იყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად ეწყობოდეს. ეს საჭიროა როგორც ჩვენთვის, მწვრთნელებისა და რაგბის კავშირისთვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ხალხს რაგბი ძალიან შეუყვარდა და ყველა ეძებს წარმატების ფორმულას, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია მართვაში, ბიზნესში, ნებისმიერ სფეროში. დღევანდელი შეხვედრის თემა სწორედ გუნდის შენებას, ლიდერობის თვისებებს შეეხებოდა. საინტერესო კითხვები დაისვა და ვფიქრობ, საინტერესო საღამო გამოვიდა“ - ამბობს ლევან მაისაშვილი.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო