რადიკალური ცვლილებები რაგბიში: 6 ერის კარი იღება - სად იქნება საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
2022 წელს სანაკრებო რაგბიში მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, ექვსი ერის ტურნირსა და "რაგბი ჩემპიონშიფის" ტურნირი დაქვეითება-დაწინაურების სისტემით ჩატარდება.

დაგეგმილმა "ერთა ჩემპიონატმა" მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა ლოს-ანჯელესში, სადაც ექვსი ერის ბოსმა ბენჯამინ მორელმა ძალიან კონსტრუქციული საუბარი გამართა მსოფლიო რაგბის შეფებთან.

გეგმაშია ასევე ნოემბრის ფინალის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება ისეთ სტადიონებზე, როგორებიცაა: ბერლინის "ოლიმპიური სტადიონი", "ნოუ კამპი" და "უემბლი".

დაქვეითება-დაწინაურების სისტემა იყო მთავარი თემა მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტ აგუსტინ პიჩოტთან საუბრისას.

დაგეგმილია, რომ "რაგბი ჩემპიონშიფს" ფიჯი და იაპონია შეუერთდნენ, რათა რაოდენობა 6
ერში მონაწილე გუნდთა რაოდენობას გაუთანაბრდეს.

გაზეთი TIMES-ი ირწმუნება, რომ გუნდები ევროპაში ნოემბერში ჩასატარებელ 2-კვირიან პლეი-ოფამდე, ქულების ასაღებად ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტურნირებზე ითამაშებენ.
  • დაქვეითება და დაწინაურება ორ დივიზიონს შორის მოხდება.
  • პირველ დივიზიონში იქნება ექვსი ერის და რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები, ასევე, ფიჯი და იაპონია (ჯამში 12).
  • ამ დივიზიონის ქვემოთ უფრო დაბალი ლიგა იქნება, რომლის ორ გუნდსაც აღზევების შანსი ექნება.
  • საქართველოს, გერმანიას, რუსეთს და მათ მსგავს გუნდებს საშუალება ექნებათ, ევროპის ჩემპიონატის მოგების მეშვეობით უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ.
  • ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნების თასის გამარჯვებული, რომელიც კანადას, სამოას, ტონგას, აშშ-ს შორის გამოვლინდება და ამერიკის ჩემპიონი - ჩილეს, ურუგვაის და ბრაზილიის მონაწილეობით.
  • 6 ერის და "რაგბის ჩემპიონშიფის" ქვეყნები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთხელ შეხვდებიან.
  • გუნდები პირველ ექვს თამაშს საკუთარი ჩემპიონატების გუნდებთან გამართავენ (6 ერის გუნდები ერთმანეთთან, რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები  - ერთმანეთთან), ხოლო შემდეგ ითამაშებენ სხვა ჩემპიონატის გუნდებთან სახლი-გასვლა პრინციპით.
  • 3 შეხვედრა ზაფხულში გაიმართება, სამი კი - შემოდგომაზე.
  • 6 ერი ძველ ფორმატს შეინარჩუნებს და ისევ თებერვალი-მარტში ჩატარდება.
  • ივნისის ტესტების ფანჯარა შეიცვლება და ერთ ქვეყანაში სამტესტიანი მატჩების ნაცვლად სამ სხვადასხვა ქვეყანაში თითო-თითო ტესტ-მატჩი გაიმართება.
  • ნოემბერში სამხრეთის ქვეყნები გამართავენ ტრადიციულ სამკვირიან ტურს ჩრდილოეთში.
  • პლეი-ოფი შედგება საბოლოო ქულებით და ნახევარფინალისტები მეოთხე კვირაში გამოვლინდებიან, ფინალი კი მეხუთე კვირაში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის სპიკერმა განაცხადა: "გაერთიანებების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობასთან ლოს-ანჯელესში პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრების შემდეგ, მსოფლიო რაგბი გააგრძელებს მუშაობას პოტენციური გლობალური ტურნირის ფორმატის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ამ შრომის მიზანია, რომ მივიღოთ გლობალური პროდუქტი და კომერციული მოდელი, რომლის წყალობითაც, ყველა გაერთიანება არსებული ტურნირების ხარჯზე შექმნის ერთ ძლიერ ტურნირს და აითვისებს ივლისისა და ნოემბრის ფანჯრებს.

მსოფლიო რაგბი მადლობას უხდის დაინტერესებულ მხარეებს ამ მნიშვნელოვან პროექტში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, გადაიზარდოს გაერთიანებებისთვის, მოთამაშეებისთვის და გულშემატკივრებისთვის საყვარელ ტურნირში."

მომზადებულია Walesonline.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
მშვენიერია,ამით მეორე დონის ნაკრებებშიც შეუდარებლად მოიმატებს მოტივაცია.ფიჯი და იაპონია უკვე იმ დონეზე გავიდნენ,რომ ჩემპიონჩიპის ნაკრებებთან უიმედო აუტსაიდერები აღარ იქნებიან,ასე რომ ეგ ნაბიჯიც გამართლებულია და ჩვენც რომ გვაწყობს ეგ ყველაფერი,ეგეც ხომ ცხადია.ამ ორ წელიწადში, ჩვენი ახალგაზრდა უკანახაზელებიც დავაჟკაცდებიან და ჩვენი ნაკრებიც მზად იქნება მძიმე გამოცდებისათვის.
სოსო
11:59 31-01-2019
1
მაინც რას უწუნებთ ამ ახალ ფორმატს?!... ზუსტად ჩვენთვისაა ზედგამოჭრილი და ყველაზე მხიარულადაც ჩვენ ვიქნებით - ჩვენ ვერც უმაღლესში აღზევებაში შეგვეცილება ვერავინ და ვერც - იქიდან დაქვეითებაში... ჩვენ ყველაზე მრავალფეროვანი სარაგბო ინტრიგები გველის...
მ. ტ.
18:03 31-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული