2019 წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში (თბილისის დროით 16:00 საათზე), მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს და ის ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.
9 თებერვალსვე "ბორჯღალოსნებს" წლის პირველი თასის მოპოვების შანსი ექნებათ - რუმინეთთან საზიარო "ანთიმოზ ივერიელის თასის", რომელიც აქამდე 11-ჯერ აღგვიმართავს.
რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, ის 2000 წლიდან იმართება და რადგან სამჯერ გამარჯვებული ორი წლის ჯამის მიხედვით ვლინდებოდა, აქამდე ჩატარებულ 16 ტურნირში 10-ჯერ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა, აქედან ბოლო 8
2019 წელს საქართველო, რუმინეთის გარდა, კიდევ ორ გასვლით შეხვედრას გამართავს - 2 მარტს ბრიუსელში ბელგიასთან (თბილისის დროით 18:00 საათზე) და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან (16:00 საათი).
საშინაო მატჩები და ბილეთები
"ბორჯღალოსნები" ორ მატჩს შინ თამაშობენ - სულ მალე, 17 თებერვალს (18:00) ესპანეთს ავჭალაში ვეთამაშებით, ხოლო 10 მარტს (16:00) "აია არენაზე" (ქუთაისი) გერმანიას ვერკინებით.ორივე საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინგაყიდვა დაიწყო - www.TKT.GE/Rugby
წყარო: rugby.ge