რაგბი ევროპა: "ბორჯღალოსნების" მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
სულ მალე "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის მე-17 გათამაშებაში ჩაერთვებიან.

2019 წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში (თბილისის დროით 16:00 საათზე), მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს და ის ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.

9 თებერვალსვე "ბორჯღალოსნებს" წლის პირველი თასის მოპოვების შანსი ექნებათ - რუმინეთთან საზიარო "ანთიმოზ ივერიელის თასის", რომელიც აქამდე 11-ჯერ აღგვიმართავს.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, ის 2000 წლიდან იმართება და რადგან სამჯერ გამარჯვებული ორი წლის ჯამის მიხედვით ვლინდებოდა, აქამდე ჩატარებულ 16 ტურნირში 10-ჯერ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა, აქედან ბოლო 8
გათამაშებიდან 7-ჯერ (2017 წელს რაგბი ევროპა რუმინეთმა მოიგო).

2019 წელს საქართველო, რუმინეთის გარდა, კიდევ ორ გასვლით შეხვედრას გამართავს - 2 მარტს ბრიუსელში ბელგიასთან (თბილისის დროით 18:00 საათზე) და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან (16:00 საათი).

საშინაო მატჩები და ბილეთები
"ბორჯღალოსნები" ორ მატჩს შინ თამაშობენ - სულ მალე, 17 თებერვალს (18:00) ესპანეთს ავჭალაში ვეთამაშებით, ხოლო 10 მარტს (16:00) "აია არენაზე" (ქუთაისი) გერმანიას ვერკინებით.

ორივე საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინგაყიდვა დაიწყო - www.TKT.GE/Rugby

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
აღაიანის რაგბის სტადიონზე ვერ ათამაშებთ, ავჭალაში დაეტევა 200 კაცი, დინამო კი გაივსებოდა, ძალად გინდათ რომ არ მოვიდეს ხალხი
zviadi
05 თებერვალი 2019 09:16
0
2017 წელს საქართველომ მოიგო, რ ადგან რუმინელებს მოთამაშეთა ნატურალიზების წესი დაარღვია
zviadi
05 თებერვალი 2019 09:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული