რაგბის კავშირში განმარტეს, რატომ ჩატარდება "ბორჯღალოსნების" მატჩები მომცრო სტადიონებზე

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ბილეთების ონლაინგაყიდვა 17 თებერვალს თბილისში, "ავჭალაზე" ესპანეთთან (18 საათზე) და 10 მარტს ქუთაისში გერმანიასთან (16 საათზე) გასამართი საშინაო მატჩებისთვის.

ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მანამდე ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში, რუმინეთის ნაკრებს საქართველოს დროით 16 საათზე შეხვდება და ეს თამაში ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.

მატჩში გათამაშდება ტრადიციული, ამ ნაკრებებს შორის საზიარო "ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი", რომელიც ამჟამად "ბორჯღალოსნების" მფლობელობაშია.

რაც შეეხება დანარჩენ გასვლით შეხვედრებს, ბელგიას
2 მარტს ბრიუსელში, 18 საათზე ვერკინებით, ხოლო რაგბი ევროპას 17 მარტს კრასნოდარში, რუსეთთან ჯახით ვასრულებთ (16 საათზე).

მომცრო სტადიონებზე ობიექტური მიზეზით
რაგბი ევროპასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა განაცხადა, რომ საშინაო მატჩების ბილეთების ონლაინგაყიდვა უკვე დაწყებულია და "ავჭალაზე" ესპანეთთან მატჩის ბილეთები - 15, ხოლო ქუთაისში გერმანიასთან შეხვედრის 10 ლარი ეღირება. მან ის მიზეზიც ახსნა, რის გამოც ეს თამაშები შედარებით მომცრო ტევადობის სტადიონებზე ჩატარდება:

"ავჭალაზე" 3 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა, ხოლო ქუთაისში შეხვედრას უფრო მეტი ქომაგი იხილავს - 4800. "მიხეილ მესხის" სტადიონის მინდვრის საფარს რეაბილიტაცია უტარდება და ამ ეტაპზე იქ თამაშის ჩატარება შეუძლებელია, რის გამოც არჩევანის გარეშე დავრჩით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისში თამაშების ჩატარება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ იცის ამ ქალაქის სარაგბო ტრადიციებისა და ისტორიის შესახებ და ის ფაქტობრივად მეორე სარაგბო ცენტრია".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმას არა აქვს მნიშვნელობა პირველი და მეორე რომელია, ეხლა ამის გამოც ერთმანეთს ნუ დავწყვეტთ პოლიტიკოსებივით. პრობლემა იმაშია რომ ბოლოს ავჭალაზე თამაში რომ იყო 25 ლარი ღირდა (თუ არ ვცდები), ხოდა ნახევარი სტადიონი შეივსო. გახდა სპორტი პოპულარული და გადაწყვიტეს ფულის შოვნა. ბევრი ვერც წავიდა მაგ ფასის გამო და არც(პროტესტის ნიშნად ამხელა ფასის). ხოდა ეხლა დაუწიეს და 15 ლარი დაადეს, რასაც მივესალმები. მაგრამ მაინც ძაან ცუდია ავჭალაზე რო ატარებენ, ლოკომოტივი სუპერ სტადიონია რაოდენობით რაგბისთვის და გაიაზრონ.
გიორგი
06 თებერვალი 2019 17:57
0
არ გვინდა დავა ვინ პირველია ან მეორე ქუთაისში რო ტარდება ესაა მაგარი ის სარაგბო სტადიონი კი გაივსება მარა ტორპედოს სტადიონზე რო ყოფილიყო იქაც გაივსებოდა დარწმუნებულ ვარ და საერთოდ რეგიონებში ჩატარება ცუდი იდეა არაა ოღონდ მინდვრებსაც მიხედეთ.
samtredski
06 თებერვალი 2019 16:52
0
სარაგბო ცენტრს,პირველ რიგში მინდვრის საფარი უნდა ჰქონდეს ნორმალური,პირველი იქნება თუ მეორე.თითქმის ხრიოკზე ათამაშებენ ბიჭებს და მომინდომეს ცენტრობა.თუ ცენტრია,მოვლა შენახვაც შესაბამისი უნდა ჰქონდეს.მანდა გამართლებად ვერ გამოდგება,გადაიტვირთაო.საფარის მოვლაზე ,მცოდნე ხალხი უნდა მუშაობდეს.ეს საფეხბურთო მოედნებსაც შეეხება,სახელმწიფომ დაუგო საფარი სტადიონებს და ამათ,მოვლაც აღარ უნდათ?
სოსო
06 თებერვალი 2019 13:18
0
ადრე 3 და 5 ლარი ღირდა ბილეთები. და ბოლო დროს 15 დან 25 ლარია სულ ამ ავჭალაზე. შემოსული 4500 ლარით რა უნდა გააკეთონ? ვერაფერი. ხოა ყოფილიყო ისევ 5 ლარი ბილეთები...
საბა
06 თებერვალი 2019 11:57
7
უბრალოდ მაინტერესებს,ქუთაისი თუ მეორე სარაგბო ცენტრია,პირველი რომელია და რატომ.
?
06 თებერვალი 2019 11:28
4
შუხუთი.
სოსო
07 თებერვალი 2019 15:41
0
პირველი არის ჩოხატაური)))
კითხვას
06 თებერვალი 2019 12:54
1
ყველა გამოხმაურება
რატომ მეორე და არა პირველი!? "აიას" გარდა ვინმე გამხდარა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი და თანაც სამჯერ ზედიზედ???!!! ამ კლუბის ისტორიას რომელიმე სხვა ქართული კლუბის ისტორია შეედრება? უბრალოდ საქართველოში დამკვიდრდა მახინჯი ტრადიცია რომ ყველა სფეროში თბილისი უნდა იყოს პირველი! ეს კარგ შედეგს არ მოიტანს!!!!
გიორგი
06 თებერვალი 2019 10:58
11
ჩემო მეგობარო Zuka ეს მსოფლიოში ასე არ არის. მაგალითისთვის, ფეხბურთში გერმანიაში ბაიერნია და არა ბერლინი, ინგლისში მანჩესტერი, იტალიაში ივენტუსი, ესპანეთში ბარსელონა და ა.შ. ანალოგიურია სპორტის სხვა სახეობებშიც. რაც შეეხება კომენტარს, მე მგონი არასწორად გაიგეთ.არ შეიძლება ქალაქების დანომრვა, და მეორე ცენტრად იმ ქალაქის მოხსენიება , რომელიც ქართული რაგბის მექაა!!!
გიორგი
06 თებერვალი 2019 13:50
5
Mteli qutausi tbilisshia da aba, mnishvnelovani tamaahebi dedaqalaqsgi ar unda chatardes? Qutaisshic unda iyos aucileblad, magram ziritadad Tbilisshi, ogind ara avchalaze. Es " maxinji" tradicia mtel msoplioshi igivea
Zuka
06 თებერვალი 2019 11:50
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული