"ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.

რაგბი ევროპის ჩემპიონატს ჩვენი გუნდი ტურნირზე უმთავრესი მეტოქით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც "სტეჟართან" საზიარო "ანთიმოზ ივერიელის თასიც" გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

ფორვარდები

შერკინების პირველ ხაზში ორი ახალბედა ბურჯია, რომლებმაც "ბორჯღალოსანთა" კვართი პირველად ნოემბერში მოირგეს. მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილს ვიხილავთ (1 კეპი), მარჯვნივ ბექა გიგაშვილი (2) იდგება, ხოლო კვაჭი გამოცდილი შალვა მამუკაშვილია (61).

მეორე ხაზში გამოცდილ გიორგი ნემსაძეს, რომელსაც ნაკრების ამ შემადგენლობაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული (85), დებიუტანტი დავით გიგაური შეუწყვილდება. 24 წლის მეორეხაზელი რუმინეთის სუპერ-ლიგის "ბუქარესტში" თამაშობს, მომავალ მოწინააღმდეგეებს კარგად იცნობს და ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში ახლახანს მოხვდა.

ერთი დებიუტანტი იწყებს მესამე ხაზში - ბექა საღინაძე, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძეა (13), ხოლო შემკვრელი ნოემბრის მატჩების მსგავსად ბექა გორგაძე (14) მოგვევლინება.

შერკინების მარქაფაში დებიუტანტია ახალგაზრდა კვაჭი, 18 წლის ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმირებული გიორგი ხუროშვილის ნაცვლად შეუერთდა. კარკაძემ შარშანდელ და შარშანწინდელ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალებში, საფრანგეთს თითო-თითო ლელო გაუტანა, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში კი, უკვე სამჯერ ითამაშა.

ბურჯებად შეცვლაზე თორნიკე მატარაძე (6 კეპი) და გამოცდილი ლევან ჩილაჩავა (43) შევლენ, მეორე ხაზს ნოდარ ჭეიშვილი (18) გააძლიერებს, ხოლო მესამეს გიორგი თხილაიშვილი (46).

შერკინების მოთამაშეებისა და დებიუტანტების შესახებ მილტონ ჰეიგმა განაცხადა:

"კარკაძე ძალიან კარგი, ახალგაზრდა მორაგბეა, რომელიც უკვე თამაშობს "ორიაკის" შემადგენლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ხუროშვილი დაშავდა, ხოლო ჯაბა ბრეგვაძე გამოცდილებას სუპერ რაგბიში მიიღებს, გადავწყვიტეთ ვანოსთვის შანსი მიგვეცა. მისი თამაშები გრეემ როუნთრიმაც ნახა და კმაყოფილი დარჩა. მე კარკაძეს 18-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობ და ამ ხუთი დღის განმავლობაშიც ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

პირველ ხაზში გვყავს ტოპ 14-ის მოთამაშეები: გურამ გოგიჩაშვილი წარმოუდგენლად კარგი მოთამაშეა; ბექა გიგაშვილი "გრენობლში" კვირიდან კვირამდე თამაშობს; ლევან ჩილაჩავა ძალიან კარგ ფორმაშია. მეორე ხაზში ვნახავთ გიგაურს, რომელიც რუმინეთში თამაშობს, ხშირად უწევს ამ მორაგბეების წინააღმდეგ თამაში, კარგად გამოიყურება და ჩვენთვის საინტერესო მორაგბეა. იქვეა გამოცდილი ნემსაძე, რომლის შესახებ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი.

საღინაძე, ცუცქირიძე და გორგაძე - ეს ის მესამე ხაზია, რომელიც ძალიან საინტერესოა და კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის საუკეთესო, ახალგაზრდა მესამე ხაზია".

ხაზი

ღერძი ისეთივე იქნება, როგორიც ნოემბრის ტესტებზე იყო - 9 ნომრად ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძე იწყებს, რომელიც რუმინეთთან მე-40 კეპს მოიხვეჭს, ხოლო მგეზავად კიდევ უფრო ახალგაზრდა 19 წლის თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ნოემბერში სამოასთან ჰქონდა და მერე ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე (60) და გიორგი კვესელაძე (14) შეწყვილდებიან, ფულბეკად კი, ნოემბრის თიბისი სერიების მსგავსად ლაშა ხმალაძე მოგვევლინება და 70-ე კეპს მოიხვეჭს. ფრთებზე გამოცდილი სანდრო თოდუა (75) და ზურაბ ძნელაძე (4) დადგებიან, რომელმაც შემოდგომაზე ნაკრების სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

9 ნომრის მარქაფაშია გელა აფრასიძე (11), ხოლო ხაზში მირიან მოდებაძე (3) და გიორგი აფციაური (22) გამოჩნდებიან, რომელთაც დიდი ხანია "ბორჯღალოსანთა" კვართით აღარ უთამაშია: მოდებაძემ სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოიხვეჭა, ხოლო აფციაური ნაკრებს 2016 წლის ნოემბრის შემდეგ უბრუნდება.

ღია ვარჯიში

"ბორჯღალოსნები" რუმინეთში ხვალ დილით მიემგზავრებიან, მანამდე კი, დღეს დილით "შევარდენზე" ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. მისი დასრულების შემდეგ ტრადიციული კომენტარები გაკეთდა.

"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა:

"რუმინეთის ნაკრები ამ ტურნირზე მუდამ ჩვენი უშუალო კონკურენტია. წელს რაგბი ევროპას არატრადიციული თანმიმდევრობა აქვს და პირველ მატჩს რუმინეთთან ვმართავთ. პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია და განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს. იოლ შეხვედრას არ ველოდებით, თუმცა მომზადებულები ვართ და ვეცდებით გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ. რუმინეთის სტილია, რომ შეჯგუფებებში, ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვოს და სწრაფ ხაზს სივრცეების გამოყენების საშუალება მისცეს, ასევე სიურპრიზების სახით ფეხით თამაში".

ლევან ჩილაჩავა ფიქრობს, რომ მომავალ მატჩში გადამწყვეტი როლი შერკინებაში უპირატესობის მოპოვებას ექნება:

"რთული თამაში გველის, რადგან რუმინეთი ჩვენთან შეხვედრაზე გასაკუთრებულადაა კონცენტრირებული. მათ მხოლოდ საქართველოსთვის ფაქტობრივად ყველა ლეგიონერს უხმეს. ჩვენ ორი კვირაა ერთად ვართ და ვემზადებით, კარგი შეკრება გავიარეთ და იმედია ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ახალ ბიჭებს ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილება აქვთ, ლიდერები არიან თავიანთ პოზიციაზე, გუნდსაც მარტივად შეერწყნენ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ორი წლის წინ რუმინეთში შერკინებაში გაგვიჭირდა და წარმატებას ვერ მივაღწიეთ, ახლაც გადამწყვეტი ეს კომპონენტი იქნება და დარწმუნებული ვარ, აქ უპირატესობა ჩვენ გვექნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გ
ვინც რაგბი тв ის ადევნევნებთ თვალს, დამეთანხმებით, რომ ჩვენს ჩემპიონატში ზოგიერთი ისეთი ლელოები იდება, რომ პირღიას დაგტოვებს, ზელანდიელებს რომ შეშურდებათ ისეთი, სულ სხვა მენტალობის რაგბს თამაშობენ ახლები, შესაბამისად რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ ბიჭების ასიმილაცია ძველებთან, თან რაც შეიძლება მალე, დიდი შეცდომა იყო, ჩემი აზრით, აბჟანდაძის და კომპანიის არდაყენება იტალიასთან, შემდეგი ორი თამაში სწორედ ამ ბიჭებმა მოიგეს, იჩქარე მელიტონ, ჩვენო კარგო კაცო, რაც შეიძლება მალე ააგე ის ჩონჩხი, რაზედაც უნდა აიგოს მერე მთელი გუნდი, მეტი სილაღე და ტემპი გვჭირდება, ძველები ამას ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ სულ სხვა მენტალიტეტი აქვთ, სხვანაირი რაგბი აქვთ ნასწავლი თავიდანვე, ჩემი უდიდესი მოწიწება მათ, უბრალოდ ახლები სხვანაირები არიან, ხელით თამაშს ბავშვობიდან არიან შეჩვეულები და სხვა მენტალობა გააჩნიათ. დრო ცოტაა და უნდა ვენდოთ ახლებს, რაც შეიძლება მალე. წარმატებები!!!
თაზო
მილტონმა თქვა, Basho-მ ეს ერთი ეხლა მაპატიოს და შემდეგ თამაშში შემადგენლობა მან დააყენოსო!:)):)):)):))

და მარტო ეგ არა. არის კიდევ რამდენიმე კაცი, რა თ ქ მა უნდა ჩემი აზრით. ეგ ბეგის აქვს ასეთი პრინციპი და ეგაა. ისე, მე მგონი ძირითადის მონახაზი კი უნდა ჰქონდეს აქამდე. მსოფლიოზე სულ რაღაც 8 თვე რჩება
ქართველი
მსმსაჯიანად მოვუგებთ?
Basho
პირადული არაფერი, მაგრამ ეს აფციაური რა შუაშია ვერ ვხვდები, აშკარად სუსტია ეროვნულისთვის და არც ისეთი ახალგაზრდაა რომ მომავალზე გააკეთო აქცენტი... ისე კარგი ახალგაზრდული შემადგენლობაა და ვფოქრობ ქართული ჟინით დავამარცხებთ ვლახებს
ჯონათან
დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზად და მაგრად მოვუგებთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში ბურთს დავუმალავთ!
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
მაისაშვილი: დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ქართველები ევროთასების ფინალში
დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
ბექა საღინაძე: თასი ხარისხიანი თამაშით უნდა მოვიპოვოთ!
ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს