დმიტრი მოროზოვი: საქართველოს რაგბისთან რუსეთის შედარება ჩვენთვის სასაცილოა - გრანდებს უნდა გავუტოლდეთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ დმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტთან" საუბარში განაცხადა, რომ მათთვის საქართველოსთან შედარება სასაცილოა.

"საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას უნდა გავუტოლდეთ. საქართველოსთან შედარება ჩვენთვის სასაცილოა. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს? შესაძლოა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირიდან ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა რაგბის ყურადღება გაცილებით ადრე მოაქციეს. ამიტომ ცოტათი გვისწრებენ.

ის მეთოდები, რომლებიც 10-15 წლის წინ იყო და რომლებსაც ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი იყენებს, უკვე მოძველდა და საჭირო აღარაა. ჩვენ გარდამავალ
პერიოდში ვიმყოფებით. ჯერ გუნდს გამარჯვებებს ვერ მოვთხოვთ. გუნდი მხოლოდ ახლახან შევკრიბეთ.

საჭიროდ ჩავთვალეთ ძლიერი ჩემპიონატის ჩატარება. თუ ძლიერი ჩემპიონატი არ გვექნა, არაფერიც არ იქნება. აუცილებელია ჩვენმა კლუბებმა მინიმუმ 2 საერთაშორისო ტურნირზე მიიღონ მონაწილეობა - ავსტრალიაში,  სამხრეთ აფრიკაში და ა.შ. გასულ წელს "ნარვის მესაზღვრეები" კენიაში იმყოფებოდნენ, ახლა კი ნაკრები მოსამზადებლად სამხრეთ აფრიკასა და ფიჯიზე გაემგზავრა".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს რაგბს უყურებს თუ ჰოკეის?
Gio
17 თებერვალი 2019 12:47
2
მოროზოვი კიარა ხრუშოვია ნამდვილი ;)
lsd
17 თებერვალი 2019 01:23
1
მაროზია
ირაკლი
17 თებერვალი 2019 02:27
0
კვერცხო! რა მნიშვნელობა აქვს ვის შეგადარებენ კვერცხი, კვერცხია
mixa
17 თებერვალი 2019 15:11
0
ეს მყრალი რუსები სულ საკუთარ "ზესიმაღლეზე"რომ ბჟუტურობენ,რა იციან მათ რა არის ლელო რომელიც არის რაგბის ქართული წინაპარი!!!
დათიკო48
17 თებერვალი 2019 20:23
1
მოიხსენი ბიძიკო მზის სათვალეები)))
Giorgiusi 077
17 თებერვალი 2019 14:23
0
პირველად გავიგე რუსისგან ესეთი სიმართლე, მართლაც რო სასაცილოა ჩვენი და რუსების შედარება, რუსები ჩვენზე გაცილებით უკან არიან და ვერც ვერასდროს მოგვიახლოვდებიან...
elsa
17 თებერვალი 2019 15:15
1
რას ვერჩით? ალბათ აფროსნობაზე ლაპარაკობს, ამდენს ნაღდათ ვერ მოწევდა))
Geo_Dinamo
17 თებერვალი 2019 12:14
1
არადა სახეზე ეტყობა ისეთივე მოროზოვია როგორც მე ვაშინგტონი)))
fc1923db
17 თებერვალი 2019 14:21
2
ჰოკეის მიხედეთ, ჰოკეის, რაგბი თქვენი თამაში არ არის
ალეკო
18 თებერვალი 2019 12:22
0
მაგათი თამაში კალათბურთიც კი არ არის, არათუ სხვა ბურთიანი სახეობები.
sdfffff
17 თებერვალი 2019 15:40
0

სიახლეები პოპულარული