"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს გადახალისებული შემადგენლობით 24:10 სძლიეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს 24:10 მოუგეს.

"ავჭალაზე" ჩატარებულ მატჩზე დიდი გავლენა ძლიერმა ქარმა მოახდინა. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

23-ე წუთზე მეტოქემ ლელო დადო, გარდასახვა - ვერა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა, მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი
მოთამაშე გააძევა, ლობჟანიძემ ლელო დადო, აბჟანდაძეს კი გარდასახვის რეალიზაცია ქარმა არ დაანება. შემდეგ ქერდიყოშვილმა დადო ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და 24:5.

ბოლოს ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვისას ბურთი ხარიხას მოხვდა და საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით 24:10 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნები" 2 მარტს ბრიუსელში ბელგიას, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთს შეხვდებიან.

Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
Molsze gvaqvs samushao. Cucqiridze da gorgadze xerxemalia gundis
Frieden
13:19 18-02-2019
0
როგორც საჭირო იყო ისე მოუგეთ დაგვჭირდება უკეთესი თამაში ვითამაშებთ.
samtredski
13:10 18-02-2019
0

სიახლეები პოპულარული